უბრალოდ პოზიტივი

ნუ ჩემი თავისგან არც გამიკვირდა პრინციპში, როგორც არანორმალურმა, მხოლოდ ახლა გავიგე რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიმდინარეობს თურმე და საყოველთაო ნერვიულობის მეორე ტაიმი დაწყებულა. ამასობაში მე მშვიდად ვზივარ და განვლილი დღის ანონსით ვტკბები, გარშემო კი მთელი მსოფლიო დაძაბული ანადგურებს წინასწარ მოგროვილ ლუდის მარაგებს მაცივრებიდან. ,,ბევრჯერ მიტირია ჩუმად, მიტირია შენთვის…..” – ისმის მეზობლის კედლის მიღმა ხმამაღლა ჩართული მუსიკა, ალბათ მასაც ჰკიდია ფეხბურთი, ალბათ მალე  ბუნებასაც გააღვიძებს  მგზავრების სიმღერით და ჩაძინებულ მაყვალა ბებოსაც, მერე კი უფრო მაგრად გავერთობი. თუმცა არც ახლა ვარ ურიგო ხასიათზე, ვწევარ სველი თმით, დაღლილობისაგან დაბუჟებულ ფეხებზე მიდევს ლეპტოპი, ბობ მარლის დაბალ ხმაზე ვაკვნესებ და ვცდილობ როგორმე კარგი განწყობა აქაც გადმოვიტანო!
ახლა ვფიქრობ და ვკრებ ერთად იმ მიზეზებს, რამაც ჩემი ასეთი მხიარულება გამოიწვია. დავკვლიე რა ეს თემა, მივხვდი რომ ყველაზე მთავარი მიზეზი ნაყოფიერი დღე იყო. ვინც უსაქმურობისგან თავს იქცევდა წინა პოსტების კითხვით, ემახსოვრება უძრავად გატარებულ დღეებს რომ ვახსენებდი და დღეს ყველაფერი პირიქით იყო, პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით. ფეხით მოვლილი ნახევარი ქალაქი, რამდენიმე გაკეთებული საყვარელი საქმე, ნამდვილი მოშიება და დანაყრება, ნამდვილი დაღლა სიარულისგან და მერე დასვენება, სასიამოვნო კომპანიაში გასეირნება… ეს ყველაფერი ისაა, რაც მაკლდა და დღეს მივიღე. რა თქმა უნდა არც წიგნის ფესტივალი დამვიწყებია და მიუხედავად იმისა, რომ დღეს იქიდან ახალი წიგნის გარეშე წამოვედი, მაინც უზომოდ კმაყოფილმა დავტოვე საგამოფენო პავილიონი 🙂 ხო, მართლა პავილიონი… როგორც მოგეხსენებათ აბა წიგნის ფესტივალი რა ფესტივალია და საერთოდაც ამ მასშტაბის ღონისძიება წარმოუდგენელია ქართული ,,ბომონდის” გარეშე. სამი დღეა დავბოდიალობ გამომცემლობების სტენდებს შორის და სამი დღეა ,,სვეწკების” მასა თვალიდან არ მცილდება. ჩვეულებისამებრ ფერად-ფერადებში გამოწყობილები, მუდამ განსხვავებულები და გამაღიზიანებლები, რატომღაც სრულიად მშვიდად აღვიქვი. ეგ კი არა უადგილო რეპლიკაც კი გავატარე ჩემი მისამართით, როცა ერთ-ერთ მსგავს ინდივიდს ჩემი იატაკზე ჯდომის მანერა არ მოეწონა აქაოდა, – ,,fuf ბინძურ იარაკზე სხედანო” 🙂 ამიტომ ამ დღეებში მე მოწყალე ვარ და კრიტიკას ამ თემის ირგვლივ ვეშვები.
ფესტივალის გარჩევას არ დავიწყებ, ამის ნებას არანაირი მორალური კანონი არ მაძლევს, რადგან თუ ვინმეს რამე აინტერესებს, აგერ მოლი და აგერ მისი ნაშრომები ამ თემასთან დაკავშირებით.
ხვალ კვირაა, უქმეა და ყველას სასიამოვნო დღის გატარებას გისურვებთ! ახალ ნაცნობებს, შეგრძნებებს, წარმატებებს და არ დაგავიწყდეთ წიგნის ფესტივალი იხურება, წიგნები კი ბლომადაა საყიდელი კიდე… 😉
უი ლამის დამავიწყდა, მშვენივრად გამოიყურებოდი… 😉

წინა ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

9 Comments

  1. სვეცკების არ ვიცი, შიო და მე ფესტივალზე ყველაზე მეტად ზუსტადაც რომ თავისუფალი სული მომწონს და განსაკუთრებით ის გოგო-ბიჭები მესიმპატიურებიან, ბრიჯებით და ზურგჩანთებით რომ დაიარებიან და იატაკზე სხედან 🙂

    ესესაა დასრულდა ფინალი. ლუდით არა, მაგრამ დაშაქრული მარწყვის თანხლებით ვუყურებდი. მარწყვი გადასარევი იყო და შედეგი – მთლად ფანტასტიური. ვივა ბარსა!

    მშვენიერი პოსტია და დიდი მადლობა ჩემი ნაშრომების (აქ გამეღიმა) დაფასებისთვის 🙂

    პასუხი
    • მეც მაგას ვამბობ და ახლა პროვოკაციას მიწყობ შენ რომ დაპირებულ კრიტიკის შეკავებაზე ვთქვა უარი! 😀 ნაშრომი მართლაც სასარგებლოა ყველასთვის და ბოლოს კაი დიდ მიმოხილვას ველით 🙂 და კიდე დღეს დავფიქრდი რამდენი ადამიანია დარწმუნებული რომ იქ ხარ და გეძებს ნეტა რომელიაო :)))))

      პასუხი
      • თუ იმ ძალად ინტელექტუალი სვეცკების გაკრიტიკება გინდა, თავს ნუ შეიკავებ. ალალია.

        კი, ხვალ შემაჯამებელ პოსტს დავდებ.

        მართლა მანდ ვარ 🙂 გაუთავებული მაქვს წერეთელი.

        პასუხი
  2. 😀 სასიამოვნოდ გამეღიმა დღის და პოსტის ბოლოს 🙂

    პოსტი კაი იყო და მოვიდა როგორც იქნა ნანატრი პოზიტივი 🙂 ასე გააგრძელე 😉

    პასუხი
    • მთავარია მარინე არ მოვიდეს უადგილოდ თორე პოზიტივს მოიწოვს კაცი საიდანმე 😀

      პასუხი
  3. პოსტის მერე უცებ (ცოტახნით) მომენატრა თქვენი ასაკი– სამყაროს ამდენ უმნიშვნელო დეტალს რომ ვამჩნევდი ხოლმე.
    მიხარია უკვე დიდი რომ ვარ!
    ბედნიერ და ღიმილიან მომავალს გისურვებ! 🙂

    პასუხი
  4. ლოთობას გადავყევი და მეგობრებს შიო ბატონო. შენ აქ ხარ და თან ნაყოფიერად და ძალიან მიხარია ეს ამბავი. 🙂 :*

    პასუხი
  1. წიგნის ფესტივალი. დღე მეოთხე და უკანასკნელი « Molly Bloom's Day™

Leave a reply to შიო კომენტარის გაუქმება