ხეობა


ალბათ დადგა ის დროც, რომ სანტიმეტრებით მაინც მოვიწიე შენსკენ და ყველაფრის მიუხედავად ვცდილობ რომ მათ თავდაპირველ რაოდენობას რაღაც მაინც შევმატო, თუმცა წარსულის სიბლანტე ჯერ ისევ მომყვება ჭაობისფერი სახადივით.
ვწევარ ნახევრადბნელ ოთახში, წინა დღეების ორომტრიალით სულმილეული და ვფიქრობ რამდენის შეძლებაა რეალური როცა ,,დუხზე’’ ხარ ადამიანი. როცა არ ფიქრობ, არ გაშინებს და არ გაბრკოლებს ღამე და სიცივე, გადაღლა და მოსალოდნელი სირთულეები. როცა სადღაც შიგნით მხოლოდ საქმის ბოლომდე გაკეთების სურვილის სითბოს გრძნობ და ასევე შენთვის გიხარია რომ ეს ყველაფერი უბრალო მოვალეობაზე გაცილებით მეტია და ის საიდანღაც სიღრმიდან მოდის, იქიდან, სადაც საერთოდ იბადება ნებისმიერი ურთიერთობა… (more…)

ისევ

ამ თვალებს მხოლოდ იმიტომ ვხუჭავ,
რომ სიზმრად მაინც შენს ტუჩს შევეხო.
ხვალ ისევ მარტო დავყვები ქუჩას,
ვეცდები, სევდა რომ არ შემეტყოს.

ჩავუვლი შენს სახლს, ზედ არც შევხედავ,
მხოლოდ ღრუბლებში გაქრება მთვარე,
იქ მეგულები, მოსვლას ვერ ვბედავ,
ამიტომ ჭიშკარს ვეცლები მალე.

ვიცი, კაცი ვარ, არ მშვენის შიში,
მაგრამ რას იზამ, ხან ჩვენც ვტირივართ,
მხოლოდ და მხოლოდ გავბედე ძილში,
რაც ვერ გითხარი, თუნდაც ირიბად.

ზმანება მჩუქნის შენ თავს საკოცნად,
თითქოს სასუნთქად ესეც კი მყოფნის;
გიყურებ, გხედავ, ლამაზს საოცრად
და ვხვდები გრძნობა გონებას ჯობნის.

მაღვიძებს გულის სუნთქვა აშლილი,
ვამშვიდებ, ვცდილობ აზრებს მოვეგო,
სახეში მხვდება სილა გაშლილი,
რომ რეალობას მჭიდროდ მოვერგო.

მთელ დღეს ვატარებ არ ვიცი, სადღაც…
ამ პლანეტაზე მე თავს უცხოდ ვგრძნობ;
მაინც ღიმილით დავდივარ, რადგან,
შენდამი გრძნობას მაინც უხმოდ ვფლობ!

ძვირადღირებული ანტიდეპრესანტი

მისმა ფასმა პიკს მიაღწია! ამაზე მეტი რაღა უნდა ღირდეს?! თურქეთს დავეწიეთ თითქმის! ,,შაქარი დეპრესიას არჩენს?” ლამის მე თვითონ გავიფიქრე ახლა… 🙂 არა მეგობრებო, ეს არც შაქარია და არც მცენარეული ზეთი, თუმცა მათი გაძვირებაც არ გვხვდება გულზე მურაბებისა და ფრის მოყვარულთ. პროდუქტი კი, რომელზეც მე მოგახსენებთ არც მეტი არც ნაკლები, ბენზინია. მისი ანტიდეპრესანტის სახით გამოყენების რამდენიმე ხერხი არსებობს, თუმცა მათ გარჩევას არ დავიწყებ თემის სიმძიმიდან გამომდინარე, თან ჯობია იმაზე გითხრათ რასაც მე ვიყენებ 🙂 ეს ხერხი ფართო მასებისთვის არ არის განკუთვნილი და თავისთავად მანქანასთან არის ასოცირებული… ინტერპრეტაციების რიცხვი ალბათ ბევრია, ჩემი კი ასე გამოიყურება… (more…)

მაპატიე მთვარე

ცოტაც და დაიწყება მუზების ცვენა, ლექსების წერა, ტირილი და გაშტერებები… მალე დაიწყება წვიმების სეზონი! ასე რომ აგვაღელვებს ხოლმე და ასე გვამშვიდებს! ქუხილი რომელიც ზოგს აღტაცებას ჰგვრის და ზოგს პატარა ბავშურ შიშს 🙂 როგორ მიყვარს ცხელი ჰაერი რომ დასუსხავს სახეს, დაიტვირთება, დაიტვირთება და მოაღებს პირს, დიდრონი ხორციანი წვეთებით! ირგვლივ სველი მტვრის სუნი დატრიალდება და გონებას ატკბობს თავისი მძაფრი სინაზით.

ახლა როცა ამ სტროფს ვწერ ზუსტად 22:14-ია და ანუ მთვარე ახლოდან მიყურებს, (more…)