გად-არეული ფიქრები


გუშინ წვიმდა… ყველა ნახავდით რა უმოწყალოდ ასველებდა დედამიწას ცა. მეც ვნახე, დავეყუდე ფანჯრის რაფასთან და ვუყურე დიდხანს. სასიამოვნოდ ციოდა გარეთ, საპირისპიროდ იმ სიმყუდროვისა სადაც მე ვიდექი. ვიდექი და გრძნობებში გახლართული ვიხსენებდი წვრილ-წვრილ ნიუანსებს. არც ისე ადვილი ყოფილა წარსულზე ფიქრი, თუნდაც იმ ფორმაში, რომ რაღაც მომენტში სხვაგვარად მოვიქცეოდი. ეს შეცდომის ფაქტიც ცუდად აისახება ისედაც გაძვალტყავებულ გონებაზე. პლიუსების და მინისების დათვლას ვიწყებ და უსასრულობაში ვვარდები საიდანაც დასაწყისი აღარ ჩანს და შესაბამისად მეც ვირევი. ასეთი ,,არევების” ერთობლიობით არეული მივჩერებოდი გუშინ ფანჯარას, რომლის მინის იქით, წვიმა დაუნანებლად რეცხავდა ასფალტს.  (more…)

Advertisements

მაპატიე მთვარე

ცოტაც და დაიწყება მუზების ცვენა, ლექსების წერა, ტირილი და გაშტერებები… მალე დაიწყება წვიმების სეზონი! ასე რომ აგვაღელვებს ხოლმე და ასე გვამშვიდებს! ქუხილი რომელიც ზოგს აღტაცებას ჰგვრის და ზოგს პატარა ბავშურ შიშს 🙂 როგორ მიყვარს ცხელი ჰაერი რომ დასუსხავს სახეს, დაიტვირთება, დაიტვირთება და მოაღებს პირს, დიდრონი ხორციანი წვეთებით! ირგვლივ სველი მტვრის სუნი დატრიალდება და გონებას ატკბობს თავისი მძაფრი სინაზით.

ახლა როცა ამ სტროფს ვწერ ზუსტად 22:14-ია და ანუ მთვარე ახლოდან მიყურებს, (more…)

აბა რა მოსატანი იყო ეს?!

ის გარბოდა! გარბოდა და არ ჩერდებოდა! გაშლილი, ცისკენ აღმართული ხელები მის მიხრა-მოხრას უჩვეულო შტრიხებს მატებდა. ნახევრად დაშლილი კიკინა უფრო და უფრო მძიმედ ურყამდა ბეჭებზე, თვალწინ გაელვებულ სივრცეს უფრო და უფრო დაბინდულად ხედავდა, მაგრამ ის არ ჩერდებოდა, მაინც ჯიუტად მისდევდა… ყველაფერი კი აქ დაიწყო. აქ, ამ ოთახში, როცა საიდანღაც მოსულმა გზადაგზა დატოვა დამტვერილი ფეხსაცმელი, მძიმედ დაეცა სკამზე და (more…)

%d bloggers like this: