week end


შაბათია… მსუბუქად წაიხემსე დილით და წევხარ გრილად საყვარელ სავარძელში მაშინ, როდესაც გარეთ იწვის ქვეყანა. ჩაბნელებული ლეპტოპის დინამიკები დინჯად ატრიალებენ ჯაზისა და რეგის ნაზავ ფლეილისტს. ხმა საშუალოზე დაბლა გაქვს დაყენებული და დილით დაწყებული წიგნის ნახევარს რახანია გადაცდი… შიგა და შიგ უშაქრო ჩაის არომატით ამატებ კაიფს სიტუაციას და ლამაზი საღამოს დეტალების დაგეგმვასაც ასწრებ. კარგი მუსიკა, მეგობრები, სასიამოვნო გარემო იდეალური დღის დასასრულს გპირდებიან. იღიმი და ჩაის მორიგ ცარიელ ფინჯანს, დამარცხებულს, ოდნავი ბრახუნით ,,ახეთქებ” მაგიდაზე. წიგნი უკვე თავისით იკითხება. იცი, რომ აუცილებლად დაამთავრებ დღეს და ხვალისთვის მსგავსი გაქვს შერჩეული, რომელსაც ორი-სამი დღე მოუნდები მაგრამ სიამოვნებას მოგანიჭებს.
შუადღისით მეგობარმა შემოიარა. უცერემონიოდ მოგწყვიტა სტრიქონებად დალაგებულ ასოებს და რამოდენიმე ხელი ნარდი სასარგებლო ტაიმ-აუტი აღმოჩნდა. ფლეილისტი იგივე… გულითადი საუბარი საინტერესო თემებზე და ისევ რეგის ფონზე დაბრუნება სტროფების სამყაროში. წიგნის შემოლეული ფურცლების რაოდენობაღა დაგრჩა შესაცნობი. წინასწარ გრძნობ გამარჯვებას, წინასწარ მზად ხარ ,,დაპწიჭკვისთვის” ველში – ,,+ 1 წიგნი.” ამასობაში ღია ფანჯრიდან ფარდას გრილი ნიავი ებრძვის და სასიამოვნო შხაპუნა წვიმის ხმა უერთდება მასაკელას. საღამოს გეგმები ჩაშლის პირასაა, მაგრამ მაინც გიხარია გულში რომ ამის მიზეზი წვიმაა, ანუ ყველაფერი არაა დაკარგული, ანუ განწყობას შეინარჩუნებ მაინც და შეიძლება დღესვე შეუტიო ახალ წიგნს ახალი მუსიკალური ფონის თანხლებით… (more…)

Advertisements

მასწავლებელი

ჯანდაბა! რამდენ წინააღმდეგობას აწყდები ადამიანი, როცა რამის შეცნობას ცდილობ საკუთარი ძალებით. სიზარმაცე, დროის უქონლობა, ყველაფერი ეს და კიდევ უამრავი მსგავსი რამ გიშლის ხელს. არადა რამდენად  ადვილია ეს პროცესი, როდესაც გვერდში კარგი მასწავლებელი გიდგას! საკმაოდ დეფიციტური მოდელი კია ისე და ამ სტატუსს, ,,კარგს” ბევრს ვერ უწოდებ მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მეორე ცდილობს ჭკუა გასწავლოს. მოუსმენ თუ არა ეს შენი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტი, როდესაც ადამიანი ვალდებულია რაღაც გასწავლოს, როდესაც ამაში ფულს უხდი ან რამე სხვა ფორმითაა დავალებული ეს აკეთოს და როდესაც მისი მრავალი დიპლომისა და წლობით გამოცდილების მიუხედავად, ამას მაინც ცუდად ართმევს თავს!
ყველა მოსწავლეს ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ოცდაათკაციან კლასში მასწავლებელმა სათითაოდ დაიწყოს საქმის გარჩევა ბავშვებთან. საერთო, ზოგადი ფსიქოლოგიური პორტრეტია საჭირო და მასთან მუშაობა, სადაც ყველა ჩაებმება. (more…)

%d bloggers like this: