ბოდიში წინა პოსტისთვის!

რამდენი რამ ხდება გარშემო რაც შეგვიძლია პარანორმალურ მოვლენასთან გავაიგივოთ… მაგალითად რამდენიმე დღით გამქრალი და ისევ ,,გაჩენილი” სათვალე, თუმცა ყველაფერი ეს ალბათ ჩვენი უზომოდ მრავალფეროვანი ფანტაზიებისა და შეხედულებების ნაყოფია და საკამათოც არაფერია, რადგან ვინ როგორ მიუდგება ამა თუ იმ მოვლენას, მისი პირადი საქმეა. მთავარი ამ ყველაფერში ისაა, რომ ადამიანები ვცდილობთ ათასი რამის გამოგონებას თავის გასართობად. ცხოვრება ხომ ციხეა, რომელშიც თუ არაფერი ამოკაწრე საკნის კედელზე, ისე უკვალოდ გაქრები, თითქოს არც კი ყოფილხარ. ამიტომაც ყოველ დილით გაღვიძებულებს გაგვაჩნია დღის გეგმა, ვაპირებთ ერთი ასო მაინც ამოვკაწროთ ჩვენს კედელზე. მეორე საკითხია განწყობა, რომლითაც ამას ვაკეთებთ… ან ათასგვარი ზედამხედველისა თუ ნებისმიერი გარეშე პირის ზეწოლით გავდივართ შავი სამუშაოს შესასრულებლად, ან საკუთარი ინიციატივით, ვიგონებთ რამე წამახალისებელ მიზეზს და ამ საბაბით შემართებულები ცხოვრების კიდევ ერთ დღეს სასიამოვნოდ ვატარებთ. (more…)

Advertisements

შეცდომებიო?!


რაღაცნაირად ამ ბოლო დროს ადამიანად ვგრძნობ თავს ან შეიძლება პირიქითაც… არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ და არ მინდა ეს ფრაზა განსჯის საგანი გახდეს! უბრალოდ ვდგები ადრე, მივდივარ, სხვებივით ვიჭეჭყები ტრანსპორტში, სხვებივით ვიღლები გათიშვამდე და უაზრო გამომეტყველებით ვბრუნდები სახლში. აქამდე კი პირიქით იყო, ნუ მოკლედ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და აქედან გამომდინარე აღარ გავაგრძელებ… ასეა თუ ისე საოცრად არ მომწონს ჩემი ამჟამინდელი და იმჟამინდელი მდგომარეობა ფსიქოლოგიური, მატერიალური თუ მორალური თვალსაზრისით. ეს ყველაფერი მაფიქრებს, ღრმად მაფიქრებს და სულ მაფიქრებს იმ შეცდომებზე რაც დამიშვია ჩემი არსებობის პერიოდში და ამასთან საკმაო შესავალიც გამომივიდა აქსიომას თემაზე!
დღეს საკმაოდ ჩავეძიე ამ თემას ერთი სულიერის ინიციატივით 🙂 ხოდა ახალი თითქმის არც არაფერი დამისკვნია… (more…)

%d bloggers like this: