* * *

ვიცი სხვისი ხარ,

მტკივა, არ ვამბობ,

თავში მკიდიხარ,

გულში კვლავ ვნანობ.   

სადღაც მიმათრევ,

ყველგან მოგყვები,

თუ გამიმართლებს

შენგან მოვკვდები.

მტანჯავს ეჭვები,

მისი შეხება,

ვერ შევეჩვევი

ცუდის შექებას.

შორი ვნებებით,

თითების ენით,

ისევ გნებდები,

და ვცოცხლობ შენით.

ვიცი სხვისი ხარ,

 არც გექაჩები,

შორს ნუ მირბიხარ,

მუზად დამრჩები. 

* * *

კონიაკით მთვრალი,
ნაპირზე მდგარი,
გავხედე – ქალი,
ტალღებს მიაპობს…

ამ მთვარის შუქი,
თმები მმმ… მუქი,
მითხარი თუკი
ცუდი გიამბო.

შიშველი მკერდი,
ნათალი გვერდი,
მაშინ არ ვწერდი,
ვგავდი იასონს.

“მედეამ” მნახა,
არ იგრძნო გლახა,
მითხარი, სად ხარ,
გულის გნიასო?

ამბორი მტკიცა,
ქალთევზად იქცა,
თავი ზღვას მისცა,
ჩემი ფიასკო.

მას შემდეგ მიყვარს,
გული ხმალს მირტყამს,
“ვიპოვი!” – მითქვამს,
მას ან მიწასთო!

კიდევ კარგი გოგო არ ვარ!!!


ღამესა ამას ბნელსა მუნ უსაქმურობითა და წერის წყურვილებითა დაღლილი დავჯექ სავარძელსა ამასა შიდა და მოვიდა იგი, ყვავილი რომელსა სახელად გვირილა რქმეოდა და შემომთავაზა მან დაწერაი პოსტისა ამისა!
ეს გრიგოლ ხანძთელის დროა, ახლა კი მეოცდაერთე საუკუნეა და აღარც გრამატიკას ენიჭება დიდი მნიშვნელობა და აღარც სქესს! ყველაფერი მარტივადაა, ვწეროთ და ვილაპარაკოთ გასაგებად და სქესი კი გავიზარდოთ და მერე ავირჩიოთ , ვითარცა მერი ქარელისა!
გავიზარდე კიდეც და სქესის არჩევაც არ დამჭირდა, რაც ვარ ის ვარ! ანდა სად მეცალა ამისთვის, რომ სქესები მერჩია?! აქეთ ომი, იქით უშუქობა, შიმშილი და კომუნიზმი… ასე თუ ისე კაცი დავიბადე და კაცად დავრჩი. არც ვაპირებ რამის ცვლილებას და ან ძალიანაც რომ მომინდეს ვერანაირად ვერ გამოვა ეგ საქმე, მე ხომ საოცრად მეშინია ქალის ცხოვრების!
წავალ ტყეში დავიკარგები, მაღაროში ვიმუშავებ, ჩანჩქერიდან გადმოვხტები და ყოველ დღე საჭმელს კი ვერ დავამზადებ! გინდა სარეცხი და ჭურჭელი ავიღოთ ეს ხომ მონური შრომაა. აუფ რამ დამავიწყა ყველაზე საშინელება, მშობიარობა! თავისი წინარე და პოსტ პერიოდებით! ამის გადატანა გვერდიდანაც კი ძნელია და მე რომ მთავარ როლში ვიყო, გამორიცხულია!  (more…)

სულისჩამდგმელი-ნინი, ასე რომ გოგოებო ყურადღებით!

ასეა თუ ისე, შხამი შხამია! რაოდენ ხუმრობითაც არ უნდა იყოს იგი შეფრქვეული მაინც არამგონია სასიამოვნო გრძნობა იყოს, ასე რომ მეგობრის იდეას მივიღებ, პატარა პოსტს კიდო გამოვაცხობ ბიძია-ბაბუა და მშვიდად დაველოდები აქსიაომას კომენტარს, მით უმეტეს უძილობა ისევ თავის სტიქიაშია და ხელებიც საკმაოდ ,,მექავება”!
მაშ ასე, დღეს საღამოს ჩემი ყურადღება პატარა ფრიად აღმაშფოთებელმა ვიდეო რგოლმა მიიქცია…
მსგავსი შემთხვევები უფრო და უფრო ხშირად ნათდებოდა ჩვენი ტელემაუწყებლობით ბოლო დროს, ყოველ შემთხვევაში სანამ მე ტელევიზორს ვუყურებდი! (more…)

%d bloggers like this: