უაზროდ გრძელი პოსტი


ერთმანეთზე დაწყობილი ხელის მტევნები მაგიდის კიდეზე მოუთავსებია და ზედ შუბლით დაყრდნობია… კლავიატურა კუთხეშია მიხვეტილი უამრავი დაკუჭული სტიკერისა და თაბახის ფურცლის  ხროვასთან ერთად. უკვე ას წუთზე მეტია ახლომახლო მხოლოდ საათის ისარი მოძრაობს, დანარჩენი კი თითქოს სიკვდილს მიცემია. მხოლოდ ხანდახან, ღრმა, მაგრამ უძალო ამოოხვრა გაისისინებს დამძიმებულ ჰაერში, რომელსაც ჯერ კიდევ არ გასვლია ალკოჰოლის სუსტი სურნელი…
სწორედ ეს დღე იყო, ერთი წლის უკან… სწორედ ასე, სრულ სიჩუმეს მიცემული, ლუდით მსუბუქად შეზარხოშებული იჯდა სავარძელში და თავი მუხლებში ჩაერგო. მხოლოდ ფიქრს ეკუთვნოდა მისი გონება. წინ გრძელი მომქანცველი გზა ელოდა, ისეთი, რომელზეც ბევრჯერ დაფიქრებულა და ახლაც, ბოლოჯერ, კიდევ ერთხელ სწრაფად გადაამოწმა დეტალები.  პლიუს-მინუსი ორმოცდაათი ორმოცდაათზე იყო. უჭოჭმანოდ აიღო ჩანთა და სახლიდან გავიდა… ეს სწორი არჩევანი იყო. უამრავი ჩავარდნის გარდა, შედეგი მაინც დამაკმაყოფილებელი გამოვიდა, თუმცა უკეთესი იქნებოდა მაშინაც ნაკლები ეფიქრა და ფილოსოფიური აზრებისთვის ზურგი ექცია. (more…)

Advertisements

თანაგრძნობა არა! სიყვარული!!!

შენ თვალები გაახილე და გეტკინა, ძალიან გეტკინა! მერე მზერა დაგებინდა და გონება ფიქრების ზღვამ გათელა. ყველაფერზე ფიქრობდი იმ მომენტში, ან არაფერზე უფრო… უაზრო, გაფანტული სურათი და საყვარელი ადამიანის სილუეტი. გაგიხარდა რომ დაინახე და იგრძენი რომ მასაც უხარიხარ! ამის მერე ტკივილი ტკივილი და კიდევ ტკივილი, თუმცა შენ ამისთვის მზად იყავი და იცოდი რომ ასე იქნებოდა! იცოდი და იცი რომ ღირს ეს ტკივილი შედეგად! იცი და ეს უფრო გაძლიერებს. ასევე ვიცი, რომ გრძნობ მეორე ძალასაც. (more…)

%d bloggers like this: