Viva სიხარული!

არა რაა, რაც არ უნდა ილაპარაკოს გოგი გვახარიამ, პრეზიდენტმა საოცრად დიდი სიხარული გვაჩუქა რიყის პარკის გახსნით. არ გჯერათ? იმდენად დიდი, რომ წეღან მოვკატაობდი რუსთაველზე და დებილივით ვიღრიჭებოდი ჩემდაუნებურად. ხალხიც, ზოგი ღიმილით მპასუხობდა,ზოგი კი შეჭმუხნული და ცხვირის გასწვრივ აწეული წარბებით იქნევდა თავს აქეთ-იქეთ. ჩემი ფსიქიკური თუ სულიერი მდგომარეობა რა თქვენი საქმეა ახლა თავზე რომ გახვევთ, ამიტომაც ისევ იმ სიხარულს მივუბრუნდეთ, რომელიც ალბათ ჩემი სახის ასეთი მიმიკების მიზეზი გახდა…  (more…)

ჩვენი წონა

სიტუაციამ მოიტანა და მინდა ვთქვა… ამ თემის შესახებ ბევრი დაწერილა, ბევრი მსჯელობა გამართულა, თუმცა ამით საქმეს ვერ უშველი და არც ეშველა. საუბარი მაქვს ქართველი ახალგაზრდობის აღიარების საოცრად დაბალ დონეზე. არა მხოლოდ გარეშე თვალი, ჩვენ თვითონვე არ ვთვლით საკუთარ თავებს სრულფასოვან ადამიანებად, არადა ოცი წლის ასაკს კაი ხანია გადავაბიჯეთ. მიზეზები ბევრია. რა თქმა უნდა და სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს ქვეყანაში ყველასთვის კარგად ნაცნობი, ცხოვრების დაბალი დონე და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ერთვის. თითქმის არ არსებული პერსპექტივა და სამუშაო ადგილები მიწასთან ასწორებენ თვითრეალიზაციისკენ მისწრაფებას და თინეიჯერების საზოგადო პოტენციალს. (more…)

ირმა

გუშინ ახალ სამუშაო გარემოში მოვხვდი და საღამომ ადაპტაციის რეჟიმში ჩაიარა! მორცხვი ბავშვივით ვიჯექი და მხოლოდ ვაკვირდებოდი იქაურობას, ამ ყველაფერს კი მთლად სველი ტანსაცმელი და საშინელი თავის ტკივილი ერთვოდა… დღეს საქმე დილიდანვე წავიდა და მეც თითქოს დიდი ხნის თანამშრომელივით ჩავები მასში! შუადღისკენ ისე გავშინაურდი, რომ ყველას უკვე შენობით ველაპარაკებოდი და მათ შორის ირმასაც…
ირმა ჩემი მენეჯერია. ქალი, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! ადამიანი, რომელიც ადამიანია და მერე უფროსი! შეიძლება იფიქროთ რომ ორი დღის გაცნობილზე  ძალიან დიდი წარმოდგენა მაქვს უკვე, მაგრამ მასთან ამ ხანმოკლე ურთიერთობამაც კი დამანახა ვისთან მქონდა საქმე! მიზეზი მხოლოდ ის არაა რომ ირაკლი ჩარკვიანი, მწვანე ოთახი, პინკ ფლოიდი და ასეთები მოწონს. არც ის რომ გენიალური კომპოზიტორები და რეჟისორები აინტერესებს! (more…)

,,არასასიამოვნო ანალიზის” სასიამოვნო გაგრძელება…

გაგვაგებინეო და მეც გაგებინებთ… 🙂
გუშინ საღამოს უკვე სოლიდარობა მქონდა გამოცხადებული რუხი ღრუბლისა და უხასიათობისთვის, რადგან პარასკევი ღამდებოდა და ჩემი იმედებიც თან მიჰქონდა სამსახურის თაობაზე. ასევე ასრულება ეწერა ჩემს ვარაუდებს ამ რამოდენიმე დღის წინანდელ ტესტირებაზე და მის მნიშვნელობაზე.
აზრად არ მომსვლია, რომ შრომისმოყვარე ხალხის გარდა კიდევ არსებობს უფრო შრომისმოყვარე ხალხიც, რომელიც შაბათობითაც ეწევა ჯაპანს საერთო კეთილდღეობისათვის და დღეს ჩემი გაცნობა განიზრახეს გასაუბრების მეშვეობით! ამბავი ნამდვილად მოულოდნელი იყო, თუმცა სასიამოვნო მოულოდნელობებს რა ჯობია?! მოკლედ გასაუბრებამ ,,X” კომპანიაში წარმატებით ჩაიარა და რატომღაც დამღლელი უაზრო კითხვების ნაკლებობა იყო რაც საკამოდ დადებითად აისახა ჩემს შემდგომ ხასიათზე… გადაწყვეტით არაფერი უთქვამთ, მოკლე სამუშაო დღის გამო და ორშაბათს შემდეგი ეტაპი დამინიშნეს. გაკითხვით ვიცი, რომ თეორიულად აყვანილი ვარ და ამას მხოლოდ გაფორმებაღა უნდა. ასეა თუ ისე სახლში უაზროდ ჯდომას, ისევ მოძრაობა ჯობია და მით უმეტეს კაია როცა სამოძრაო გზის ფულსაც გამოიმუშავებ, ან ცოტა მეტს 🙂
მოლოცვებისგან თავი შეიკავეთ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, ასე რომ მე მხოლოდ  თავს ვიმხნევებ ახლა ორშაბათისთვის!  იმედია ტუილად არ გამაპარსინეს ფაცხაფუცხით ისედაც ძლივს გახარებული წვერი :)))
გილოცავთ ყველას გული მიგრძნობდა რომ მოვიგებდით!!!!!!

წარმატებული დილის არასასიამოვნო ანალიზი

გუშინდელ პოსტს დღევანდელი თავისით მიება… დილის 8 საათზე ლამის ამწე დამჭირდა ასადგომად, წვერი გავიპარსე და X კომპანიაში წავედი ტესტირებაზე, რადგან უკვე საოცრად აუტანელი ვხდები უმუშევართა რიგებში. შესასვლელთან ხალხი უკვე მოგროვილიყო მე რომ მივედი და დილის სიცივეს ებრძოდნენ მობუზულები. განსაკუთრებული მხიარულებით მხოლოდ ერთი გამოირჩეოდა, რომელიც როგორც მერე გავარკვიე დაცვის თანამშრომელი ყოფილა და სმენას ელოდა წუთი წუთზე, ამიტომაც არ ჰგავდა დანარჩენ მოღუშულ სახეებს. ყველა ნერვიულობდა მეტ-ნაკლებად და არც იყო გასაკვირი, დღევანდელ დღეს სამსახური ყველას ჰაერივით ჭირდება და ასეთი შანსები თითქოს მართლა გაძლევს იმედს, რომ რაღაც შეგიძლია შეცვალო შენით! (more…)

%d bloggers like this: