წავიცეკვოთ?

მეცეკვება! მიუხადავად იმისა, რომ საუკუნეა ალკოჰოლი არ მიმიღია და არც საცეკვაო გარემოში მოვმხდარვარ, მაინც მეცეკვება! ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ადამიანი ვარ და ასეთი კონსტრუქცია ვარ! ხოო დიდი ხიდები ირწევა, კორპუსები ქანაობს და რა გასაკვირია რომ ისეთი უდრეკი სხეულიც კი, რომელსაც მე ვფლობ  ათასში ერთხელ გაინძრეს, რომ როგორღაც აჰყვეს ცხოვრების საამო რიტმებს! მელოდია, მუსიკა ეს ჯადოსნობაა ის გაფანტულია და ყველგან არის ჩვენს გარშემო, ისევე როგორც ფიჭური კავშირგაბმულობა ოღონდ მისი საზღვრები გაცილებით სცდება ნებისმიერი ფიჭური კომპანიის დაფარვის ზონას და გალაქტიკებს მოიცავს. საბედნიეროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხედავენ ამ ტალღურ ჯადოსნობას და უნარი აქვთ იგი ჩვენამდე მოიტანონ გასაგებ ენაზე… ნუთუ მაგარი არაა როცა ადამიანი რაღაცას გიყვება, გასწავლის და ამას მელოდიურად აკეთებს და შენც ათასჯერ უფრო მეტად იწოვ მის ინფორმაციას იმიტომ, რომ მის რიტმს მიყვები, სადღაც მიყვები ფეხის გამოზომილი ბაკუნით… (more…)

Advertisements

გაგიქრიათ ნოტები?

ბევრს წარმოგვიდგენია ბევრი, მაგრამ ცხოვრებაში თუ გიფიქრიათ, მუსიკა რომ უბრალოდ არ არსებობდეს რა იქნებოდა? დაგიხუჭავთ თვალები და გიცდიათ მაინც სამყაროს შეგრძნება არც ერთი სიმღერის, არც ერთი მელოდიის გარეშე? უბრალოდ რომ არ არსებობდეს არანაირი სახით… ვიცი ახლა ფიქრობთ, ეს ცოტა ვერააო, მაგრამ მე ხომ აწ უკვე აღიარებული გიჟი ვარ ასე რომ ნუ გიკვირთ! 🙂 (more…)

%d bloggers like this: