არბო

ოცდათორმეტი კილომეტრი თბილისი-სენაკის მაგისტრალიდან ჩრდილოეთისაკენ. საოცარი გზაა, რაღაცნაირად გულთან ახლო. ჭადრების ხეივანი, რომელიც მწვანე გვირაბს დამსგავსებია და მომაჯადოებელ სითბოს აფრქვევს მაშინაც კი, როცა ფოთლებს განაგდებს ზამთარში და გამხდარი წვრილი ტოტებით უსიცოცხლოდ გეფარება თავზე. ამ ხეივნებს შორის რამდენიმე ჩვეულებრივი ქართლის სოფელია, მჭიდროდ დასახლებული, სადაც მეზობლებს ლამის საერთო ეზო აქვთ. გორიდან ნახევარი საათის მგზავრობის შემდეგ ერთ-ერთი ეზოს კედელზე შეამჩნევთ ძველ გაცრეცილ ტრაფარეტს, ოდნავ შესამჩნევი წარწერით ,,არბო’’. აქ იწყება ეს პატარა სოფელი, რომლიც სულ რაღაც ასოიდე ოჯახს ითვლის. ამ ეზოს პატრონს კი, რომლის კედელზეც ეს ტრაფარეტია გაკული, აქამდე ვერ გაუგია რომელ სოფელს ეკუთვნის. მისი სახლი არბოში დგას ეზო კი ქორდში. მთელი სოფელი ძირითადად მთავარი გზის გარშემოა გაშენებული და ყველა იცნობს ერთმანეთს. მწვანეში ჩაფლული სკოლის გავლის მერე გზა მკვეთრად უხვევს მარჯვნივ და წამებში წამოიზრდება თვალწინ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მაღალი სამრეკლო! (more…)

Advertisements

დავჭამოთ ერთმანეთი, ბევრნი ვართ რაღაც…

ერთხელ გადი, გვერდზე გაიწიე და შემოგვხედე! ვირევით ვირევით ბუზებივით, ყველას საქმიანი სახე გვაქვს და იმას ვაშუქებთ გამომეტყველებით, რომ მარტო ჩვენ ვართ და დანარჩენები მოცლილები არიან! მხოლოდ ჩვენ უნდა მივაღწიოთ საწადელს, იმიტომ რომ გვეკუთვნის, რა აზრი აქვს საიდან?!
მერე რა რომ შენ უკვე საათია ამ რიგში დგეხარ მშვიდად? ჩემი ჯერია მაინც, შენ რომ გეჩქარებოდეს აქ არ იდგებოდი. ამიტომ დაუთმე მოხუცს, ქალს, ყველას დაუთმე! მეც დამითმე იმიტომ რომ მე მეჩქარება, დაღლილი ვარ შენ კი მშვიდად ხარ, ამიტომ იდექი და იყავი. (more…)

%d bloggers like this: