ტიბეტი

იქ სიგრილეს აფთიაქის ზომა აქვს, 
მზის სხივები ყველას ყოფნის თანაბრად,
ყველა დიდი სიყვარულის მონაა,
და სიკეთე უდევთ გულში ანაბრად.

სხვისი ჭორი მიაჩნიათ სირცხვილად,
ქურდობა და შური არად არგიათ,
ჩხუბს და დავას იქ ვერასდროს იხილავთ,
ყველაფერი რაც იქ ხდება კარგია.

ყველას უყვარს სიყვარული, არ მალავს,
რომ ამ ქვეყნად ჰუმანიზმი მადლია!
ანგელოზებს უმაგრებენ ამალას,
და სიმშვიდის წყაროები მათია.

კლდეთა ჩრდილში აგებული ტაძრები,
მზის ამოსვლას თავის დახრით ხვდებიან.
ასე მაღლა მხოლოდ რწმენით აძვრები,
იქ ბოროტი აზრებიც კი კვდებიან.

ჩუმი, მშვიდი, უდრტვინველი ცხოვრება,
მთვარის შუქზე საუბარი შენთან…
ამათ დარჩეთ მთელი ჩვენი ქონება,
მინდა მხოლოდ ,,ჩემი გოგო” გერქვას.

მინდა მხოლოდ ერთი რამე მებადოს;
იქ, ღრუბელზე მაღლა, ჩემი გრძნობა!
გრძნობა, რაშიც გავახვევდი მე ამბორს,
დავიწყებდი მარტო შენით ტკბობას.

დიდი დათვის თანავარსკვლავედი

ისევ დაღამდა… ისევ ისეთი მშვიდი სიბნელე იყო, როგორც წინა დღით. ოღონდ დღეს უკვე აღარ წვიმდა და ცაზე იმდენივე ვარსკვლავი იყო, რამდენიც ჩვეულებრივ არის ხოლმე აქ. ისევ ისე ვიდექი ჩემი სახლის წინ და ისევ ისე ვხედავდი პლანეტა ვენერას ეკლესიის ორ გუმბათს შორის! ნელ-ნელა მოვაბრუნე მზერა მარცხნივ და ბავშვობის წლებიდან გავიხსენე ,,დიდი დათვის თანავარსკვლავედი’’ უფრო მეტად შემოვბრუნდი და ჩემი ,,ფერადი ვარსკვლავიც’’ იქ იყო-მარსი!
-ასეთ ცას თბილისში ვერასოდეს ნახავ! – ამოვიოხრე.
-ცას დაეძებ ბიჭო?- მარიმ ვერ გამიგო.
-შენ რა გიჭირს, სულ მას უყურებ და რა გენაღვლება, მე კი…
-კაი რაა, სულ არ ვუყურებ მე, სად გამექცევა?- იცინის…
-ეჰ მარი, მარი! – გვერდზე ვუჯდები და გულში ვიხუტებ მარის.
მარი ჩემი მეგობარია. როგორ მახსოვს, რომ გავიცანი, ის დღე… ვიტყუები! აბა საიდან მემახსოვრება? მაგ დღეს მშობლებმა ორივე ერთ მანეჟში ჩაგვსვეს და მას მერე მოყოლებული ასე ვეხუტებით ერთმანეთს მთელი ცხოვრება! (more…)

მაპატიე მთვარე

ცოტაც და დაიწყება მუზების ცვენა, ლექსების წერა, ტირილი და გაშტერებები… მალე დაიწყება წვიმების სეზონი! ასე რომ აგვაღელვებს ხოლმე და ასე გვამშვიდებს! ქუხილი რომელიც ზოგს აღტაცებას ჰგვრის და ზოგს პატარა ბავშურ შიშს 🙂 როგორ მიყვარს ცხელი ჰაერი რომ დასუსხავს სახეს, დაიტვირთება, დაიტვირთება და მოაღებს პირს, დიდრონი ხორციანი წვეთებით! ირგვლივ სველი მტვრის სუნი დატრიალდება და გონებას ატკბობს თავისი მძაფრი სინაზით.

ახლა როცა ამ სტროფს ვწერ ზუსტად 22:14-ია და ანუ მთვარე ახლოდან მიყურებს, (more…)

%d bloggers like this: