ძვირადღირებული ანტიდეპრესანტი

მისმა ფასმა პიკს მიაღწია! ამაზე მეტი რაღა უნდა ღირდეს?! თურქეთს დავეწიეთ თითქმის! ,,შაქარი დეპრესიას არჩენს?” ლამის მე თვითონ გავიფიქრე ახლა… 🙂 არა მეგობრებო, ეს არც შაქარია და არც მცენარეული ზეთი, თუმცა მათი გაძვირებაც არ გვხვდება გულზე მურაბებისა და ფრის მოყვარულთ. პროდუქტი კი, რომელზეც მე მოგახსენებთ არც მეტი არც ნაკლები, ბენზინია. მისი ანტიდეპრესანტის სახით გამოყენების რამდენიმე ხერხი არსებობს, თუმცა მათ გარჩევას არ დავიწყებ თემის სიმძიმიდან გამომდინარე, თან ჯობია იმაზე გითხრათ რასაც მე ვიყენებ 🙂 ეს ხერხი ფართო მასებისთვის არ არის განკუთვნილი და თავისთავად მანქანასთან არის ასოცირებული… ინტერპრეტაციების რიცხვი ალბათ ბევრია, ჩემი კი ასე გამოიყურება… (more…)

Advertisements

ფიქრები ფიქრებზე ანუ როგორ დავკარგე თავი…

ხანდახან ვფიქრობ, რა ბედნიერია ადამიანი რომელიც ცოტას ფიქრობს… ისე, როგორც მანქანის ტარებისას, არ ფიქრობ რამდენით უნდა გადმოხარო საჭე რომ მოსახვევში შეხვიდე, ან რომელ სიჩქარეში გადართო, გაეტევი თუ არა მანქანებს შორის, ეს ყველაფერი წამის მეასედში აღთქმულია და დანარჩენს ინსტინქტი აკეთებს… გონებას ამ დროს შეუძლია მეგობარს ელაპარაკოს, არჩიოს სიმღერა ან ახალი პოლიტიკური ამბები! ეს ცხოვრების პატარა ნაწილია, მაგრამ ზოგის მთლიანი ცხოვრებაც ასეთია, ისინი არ ფიქრობენ ძირითადზე, ისინი მართავენ თავიანთ ცხოვრებას და არ ფიქრობენ რამდენით გადმოხარონ მისი საჭე…
ძნელია ასე იცხოვრო, ლოგიკურად ბევრი შეცდომა უნდა დაუშვა ამ დროს, მაგრამ ხომ არსებობს ამ ქვეყნად გამართლებაც, რომელიც საგრძნობლად შეგიმცირებს უარყოფით შედეგებს, ასევე არსებობს ის ფაქტიც, რომ შეცდომებზე სწავლობ (თუ გინდა) და აქედან გამომდინარე ასეთი ადამიანები ბოლოს ჩემზე ჭკვიანები გამოდიან…
არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, მათ სტილს ავირჩევდი და არ ვიქნებოდი ისეთი როგორც ვარ! წინდახედული?! მერე რა? სანამ მე ,,წინ ვიხედები”, ცხოვრების საინტერესო წუთებს ვკარგავ! (more…)

%d bloggers like this: