ისევ

ამ თვალებს მხოლოდ იმიტომ ვხუჭავ,
რომ სიზმრად მაინც შენს ტუჩს შევეხო.
ხვალ ისევ მარტო დავყვები ქუჩას,
ვეცდები, სევდა რომ არ შემეტყოს.

ჩავუვლი შენს სახლს, ზედ არც შევხედავ,
მხოლოდ ღრუბლებში გაქრება მთვარე,
იქ მეგულები, მოსვლას ვერ ვბედავ,
ამიტომ ჭიშკარს ვეცლები მალე.

ვიცი, კაცი ვარ, არ მშვენის შიში,
მაგრამ რას იზამ, ხან ჩვენც ვტირივართ,
მხოლოდ და მხოლოდ გავბედე ძილში,
რაც ვერ გითხარი, თუნდაც ირიბად.

ზმანება მჩუქნის შენ თავს საკოცნად,
თითქოს სასუნთქად ესეც კი მყოფნის;
გიყურებ, გხედავ, ლამაზს საოცრად
და ვხვდები გრძნობა გონებას ჯობნის.

მაღვიძებს გულის სუნთქვა აშლილი,
ვამშვიდებ, ვცდილობ აზრებს მოვეგო,
სახეში მხვდება სილა გაშლილი,
რომ რეალობას მჭიდროდ მოვერგო.

მთელ დღეს ვატარებ არ ვიცი, სადღაც…
ამ პლანეტაზე მე თავს უცხოდ ვგრძნობ;
მაინც ღიმილით დავდივარ, რადგან,
შენდამი გრძნობას მაინც უხმოდ ვფლობ!

Advertisements

კიდევ კარგი გოგო არ ვარ!!!


ღამესა ამას ბნელსა მუნ უსაქმურობითა და წერის წყურვილებითა დაღლილი დავჯექ სავარძელსა ამასა შიდა და მოვიდა იგი, ყვავილი რომელსა სახელად გვირილა რქმეოდა და შემომთავაზა მან დაწერაი პოსტისა ამისა!
ეს გრიგოლ ხანძთელის დროა, ახლა კი მეოცდაერთე საუკუნეა და აღარც გრამატიკას ენიჭება დიდი მნიშვნელობა და აღარც სქესს! ყველაფერი მარტივადაა, ვწეროთ და ვილაპარაკოთ გასაგებად და სქესი კი გავიზარდოთ და მერე ავირჩიოთ , ვითარცა მერი ქარელისა!
გავიზარდე კიდეც და სქესის არჩევაც არ დამჭირდა, რაც ვარ ის ვარ! ანდა სად მეცალა ამისთვის, რომ სქესები მერჩია?! აქეთ ომი, იქით უშუქობა, შიმშილი და კომუნიზმი… ასე თუ ისე კაცი დავიბადე და კაცად დავრჩი. არც ვაპირებ რამის ცვლილებას და ან ძალიანაც რომ მომინდეს ვერანაირად ვერ გამოვა ეგ საქმე, მე ხომ საოცრად მეშინია ქალის ცხოვრების!
წავალ ტყეში დავიკარგები, მაღაროში ვიმუშავებ, ჩანჩქერიდან გადმოვხტები და ყოველ დღე საჭმელს კი ვერ დავამზადებ! გინდა სარეცხი და ჭურჭელი ავიღოთ ეს ხომ მონური შრომაა. აუფ რამ დამავიწყა ყველაზე საშინელება, მშობიარობა! თავისი წინარე და პოსტ პერიოდებით! ამის გადატანა გვერდიდანაც კი ძნელია და მე რომ მთავარ როლში ვიყო, გამორიცხულია!  (more…)

%d bloggers like this: