ისევ

ამ თვალებს მხოლოდ იმიტომ ვხუჭავ,
რომ სიზმრად მაინც შენს ტუჩს შევეხო.
ხვალ ისევ მარტო დავყვები ქუჩას,
ვეცდები, სევდა რომ არ შემეტყოს.

ჩავუვლი შენს სახლს, ზედ არც შევხედავ,
მხოლოდ ღრუბლებში გაქრება მთვარე,
იქ მეგულები, მოსვლას ვერ ვბედავ,
ამიტომ ჭიშკარს ვეცლები მალე.

ვიცი, კაცი ვარ, არ მშვენის შიში,
მაგრამ რას იზამ, ხან ჩვენც ვტირივართ,
მხოლოდ და მხოლოდ გავბედე ძილში,
რაც ვერ გითხარი, თუნდაც ირიბად.

ზმანება მჩუქნის შენ თავს საკოცნად,
თითქოს სასუნთქად ესეც კი მყოფნის;
გიყურებ, გხედავ, ლამაზს საოცრად
და ვხვდები გრძნობა გონებას ჯობნის.

მაღვიძებს გულის სუნთქვა აშლილი,
ვამშვიდებ, ვცდილობ აზრებს მოვეგო,
სახეში მხვდება სილა გაშლილი,
რომ რეალობას მჭიდროდ მოვერგო.

მთელ დღეს ვატარებ არ ვიცი, სადღაც…
ამ პლანეტაზე მე თავს უცხოდ ვგრძნობ;
მაინც ღიმილით დავდივარ, რადგან,
შენდამი გრძნობას მაინც უხმოდ ვფლობ!

ЗАТКНИИИИИИСь!!!!!!

რატომ ვმართავთ ათასგვარ წვეულებებს, შეკრებებს, პრეზენტაციებს, ,,ივენთებს”? რა თქმა უნდა, არის ამის საფუძვლიანი მიზეზები, მაგრამ რატომ დავდივართ ასეთ ღონისძიებებზე?  არსებობს რაღაც, რაც ამ ყველაფერს აერთიანებს. ამგვარ სიტუაციებში შეგვიძლია და მეტიც, უბრალოდ არ შეგვიძლია, რომ გარდერობში დამტვერილი ან პირიქით ახლად შეძენილი კაბა ან ფეხსაცმელი არ გამოვფინოთ საყოველთაოდ. ყველა ასეთ ღონისძიებაზე შეამჩნევთ დამსწრე საზოგადოების სამწუხაროდ უმეტეს ნაწილს, რომელიც მთელი თავისი არსებით ცდილობს იყოს ბრჭყვიალა მანეკენი ან მოსიარულე ბილბორდი, რომელზეც ლამის სახეში მოსარტყამი ათასგვარი აქსესუარია გამოფენილი.  (more…)

%d bloggers like this: