week end


შაბათია… მსუბუქად წაიხემსე დილით და წევხარ გრილად საყვარელ სავარძელში მაშინ, როდესაც გარეთ იწვის ქვეყანა. ჩაბნელებული ლეპტოპის დინამიკები დინჯად ატრიალებენ ჯაზისა და რეგის ნაზავ ფლეილისტს. ხმა საშუალოზე დაბლა გაქვს დაყენებული და დილით დაწყებული წიგნის ნახევარს რახანია გადაცდი… შიგა და შიგ უშაქრო ჩაის არომატით ამატებ კაიფს სიტუაციას და ლამაზი საღამოს დეტალების დაგეგმვასაც ასწრებ. კარგი მუსიკა, მეგობრები, სასიამოვნო გარემო იდეალური დღის დასასრულს გპირდებიან. იღიმი და ჩაის მორიგ ცარიელ ფინჯანს, დამარცხებულს, ოდნავი ბრახუნით ,,ახეთქებ” მაგიდაზე. წიგნი უკვე თავისით იკითხება. იცი, რომ აუცილებლად დაამთავრებ დღეს და ხვალისთვის მსგავსი გაქვს შერჩეული, რომელსაც ორი-სამი დღე მოუნდები მაგრამ სიამოვნებას მოგანიჭებს.
შუადღისით მეგობარმა შემოიარა. უცერემონიოდ მოგწყვიტა სტრიქონებად დალაგებულ ასოებს და რამოდენიმე ხელი ნარდი სასარგებლო ტაიმ-აუტი აღმოჩნდა. ფლეილისტი იგივე… გულითადი საუბარი საინტერესო თემებზე და ისევ რეგის ფონზე დაბრუნება სტროფების სამყაროში. წიგნის შემოლეული ფურცლების რაოდენობაღა დაგრჩა შესაცნობი. წინასწარ გრძნობ გამარჯვებას, წინასწარ მზად ხარ ,,დაპწიჭკვისთვის” ველში – ,,+ 1 წიგნი.” ამასობაში ღია ფანჯრიდან ფარდას გრილი ნიავი ებრძვის და სასიამოვნო შხაპუნა წვიმის ხმა უერთდება მასაკელას. საღამოს გეგმები ჩაშლის პირასაა, მაგრამ მაინც გიხარია გულში რომ ამის მიზეზი წვიმაა, ანუ ყველაფერი არაა დაკარგული, ანუ განწყობას შეინარჩუნებ მაინც და შეიძლება დღესვე შეუტიო ახალ წიგნს ახალი მუსიკალური ფონის თანხლებით… (more…)

სათაური დამავიწყდა წეღან…

ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ, აზრები მერევა… ყოველთვის მეგონა, რომ ცუდად ვთამაშობდი და საერთოდაც თითქმის არ გამომდიოდა ეს საქმე, მაგრამ ვცდებოდი. მაშინ, როდესაც ზედმეტ გულწრფელობას მინუსად ვთვლიდი და ვცდილობდი გამოსწორებას, თურმე თეატრის სცენაზე გაზრდილ მსახიობებზე ნაკლებად არ ვფარავ საკუთარ თავს. ამ ყველაფერს კი ძვირფასი რამეები ეწირება ჩემს გარშემო, გრძნობები, ურთიერთობები… საკუთარი თავის შეცნობის კოეფიციენტი ალბათ მინუსებშიც კი გადამივიდა. მომბეზრდა ამდენი სიცრუე და უკვე უხარისხოდ შეთითხნილი პოზიტივი, მაგრამ თავს ვერ ვანებებ. ნარკოტიკია, რომელიც ჯიბეში მიდევს და მგონია, რომ თუ გადავაგდებ მთელი სამყარო უბრალოდ ადგება და ზურგს მაქცევს! ამისგან ,,სუფთა მე’’ სუნიანი და საზიზღარია, ისეთი, რომელთან ურთიერთობაც მეც კი არ მომინდებოდა და ამიტომაც არის ალბათ რომ მას ასე გამწარებით ვმალავ ამ ქვეყნისაგან. (more…)

მადლობა, მართლა მადლობა!

ერთი და იგივე, მუდმივ replay-ზე დაყენებული მელოდია, რომელიც წესით ახლა არ შეიძლება, მაგრამ სხვაგვარად უბრალოდ არ შეუძლია გონებას და დაღლილობისაგან აღარც კი მიყვება ნოტებს, ისე თავისთვის, უაზროდ ჩაესმის ეს ბგერები, რომლებიც ახლა მხოლოდ თავის ტკივილის წამალია მისთვის.

(more…)

%d bloggers like this: