უბრალოდ პოზიტივი

ნუ ჩემი თავისგან არც გამიკვირდა პრინციპში, როგორც არანორმალურმა, მხოლოდ ახლა გავიგე რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიმდინარეობს თურმე და საყოველთაო ნერვიულობის მეორე ტაიმი დაწყებულა. ამასობაში მე მშვიდად ვზივარ და განვლილი დღის ანონსით ვტკბები, გარშემო კი მთელი მსოფლიო დაძაბული ანადგურებს წინასწარ მოგროვილ ლუდის მარაგებს მაცივრებიდან. ,,ბევრჯერ მიტირია ჩუმად, მიტირია შენთვის…..” – ისმის მეზობლის კედლის მიღმა ხმამაღლა ჩართული მუსიკა, ალბათ მასაც ჰკიდია ფეხბურთი, ალბათ მალე  ბუნებასაც გააღვიძებს  მგზავრების სიმღერით და ჩაძინებულ მაყვალა ბებოსაც, მერე კი უფრო მაგრად გავერთობი. თუმცა არც ახლა ვარ ურიგო ხასიათზე, ვწევარ სველი თმით, დაღლილობისაგან დაბუჟებულ ფეხებზე მიდევს ლეპტოპი, ბობ მარლის დაბალ ხმაზე ვაკვნესებ და ვცდილობ როგორმე კარგი განწყობა აქაც გადმოვიტანო! (more…)

რა სასაცილოდ გეძინა გუბეში გახსოვს?! :)

არაფერი ჯობია დილაადრიან (რაღა დროს დილაა, მაგრამ მაინც…) მეგობართან გულითად საუბარს! ოღონდ ისეთს, მხიარულს, როცა პრობლემები გვერდძე გადაგაქ, ივიწყებ და მხოლოდ დადებითი ენერგია მოდის, დიალოგის საერთო თემა, ლამაზი მომენტების გახსენება და ხუმრობაა!

ეს ყველაფერი ალბათ მილიონჯერ გაქვთ უკვე მონაყოლი და გაგონილიც! ძალიან მკაფიოდ გახსოვთ თავს დატყდარი სასცილო ისტორია, მაგრამ მაინც იხსენებთ თავიდან. გარეშე თვალმა შეიძლება ამრეზითაც კი შემოგხედოთ, მერამდენედ ღადაობენ ამ ხუმრობაზეო, მაგრამ თქვენ მაინც გეცინებათ, იმიტომ რომ ეს თქვენი ხუმრობაა. სამეგობროს ხუმრობა, რომელიც ალბათ 20 წლის მერე საერთოდ აღარ იქნება მოდაში და შეიძლება დავიწყებასაც მიეცეს, მაგრამ თუ ერთ-ერთს მაინც გაახსენდება, ისევ ისეთივე მხიარულებას გამოიწვევს თქვენს გულებში. (more…)

%d bloggers like this: