წერილი ან/და გესტ-პოსტი :-)

ხო… პოსტი გამიხარდებაო ამასწინათ და… 🙂

ერთი ზღაპარი მინდა მოგიყვე 😉

მოკლედ, თბილისთან ახლოს ცხოვრობდა ერთი ბიჭი, საკმაოდ ჭკვიანი იყო სხვათაშორის, ბევრს კითხულობდა და კიდე ბობ მარლი და რეგი უყვარდა, როგორც შენ.

მერე ამ ბიჭის ცხოვრებაში ყველაფერი ისე ვერ აეწყო, როგორც მას უნდოდა. ხან გარემოებებმა შეუშალეს ხელი, ხან თვითონ ვერ გააკეთა რაც საჭირო იყო… ამას პირადი პრობლემებიც დაემატა და ის ბიჭი ყოველ დღე უგუნებოდ იყო. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, დეპრესიას და ნევროზს “იჩემებდა”. ამიტომ, იკეტებოდა საკუთარ თავში, მეგობრებს იშვიათად ნახულობდა და გამოსავალსაც ვერ ხედავდა.

ასე გავიდა ნახევარი წელიწადი. ერთხელაც, გადაწყვიტა, რომ დროა რაღაცა შეიცვალოს. აღმოსავლური მედიცინის ერთ-ერთ სახეობას მიმართა და თანდათან მართლაც გაუმჯობესდა ყველაფერი. გამოჩნდნენ ახალი ადამიანებიც, რომლებთან ურთიერთობა მარტო დარჩენის საშუალებას არ აძლევდა. იმ ზაფხულს ყოველ საღამოს სეირნობდა ველოსიპედით, ღამის თბილისის კადრებს იღებდა და მალე მიხვდა, რომ აწმყოშიც არის რაღაც, რაც შეიძლება გიხაროდეს.

ხოდა, ყველაფერი შეიცვალა. იპოვა სამსახური, სადაც მისვლა უხაროდა და სიამოვნებით აკეთებდა თავის საქმეს. ჩააბარა მაგისტრატურაში სასურველ სპეციალობაზე და სწავლა სულ არ იყო მომაბეზრებელი. პირადი ცხოვრებაც აეწყო – შეხვდა ადამიანს, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება შეეძლო ყოფნა და არ შეშინებოდა, რომ ეს გრძნობა ერთხელაც გაქრებოდა.

მან შეიყვარა ცხოვრება ისეთი, როგორიც არის, თუმცა ყოველ დღე ცდილობდა უკეთესობისკენ შეეცვალა იგი. ისიც, შენსავით, იამაიკაზე ოცნებობდა და წავიდა კიდეც, მრავალჯერ თან. და საერთოდაც, ყველა ოცნება აიხდინა. მიხვდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერია შესაძლებელი, თუ მოინდომებს.

bob marley (animated) Pictures, Images and Photos

ეს რაცხა უცნაურობა შენ 😀

ხოდა, რატომ მოგიყევი ახლა ეს ზღაპარი – გადახედე, რა იცი რა ხდება, იქნებ გამოგადგეს კიდეც 😉 მინდა შენც იმ ბიჭივით აისრულო სულ ყველა ოცნება და მიზანი. ასეც იქნება, ნახე თუ არა 😉

კიდევ, იმის თქმა მინდოდა, რომ ძალიან კაი ადამიანი ხარ, მართლა.

ხო, საშინლად კარგად წერ და საკუთარი თავის და მკითხველის წინაშე დიდი დანაშაულია იშვიათად წერა. ამიტომ, წერე ყოველ დღე!..

და ბოლოს, ყოველთვის შეგიძლია გქონდეს ჩემი იმედი. თუკი ვერ ხარ, გიჭირს, ან კარგად ხარ და ვინმეს გინდა გაუზიარო, აქ ვარ 😀 ერთი წამით არ იფიქრო, რომ ან არ მეცლება, ან “შევწუხდები”. იფიქრებ და ჩამოვალ, გაგლახავ და წავალ 😀

(ესეც კიდე ქართული რეგი, მე მომწონს მაგალითად :-))

ხოდა, ეს იყო სულ მგონი 🙂 თუ გინდა წაშალე, არ მეწყინება ნამდვილად. ვაქვეყნებ მხოლოდ იმიტომ, რომ როცა ნახავ ცოტა გაგიხარდეს და იქნებ კაი განწყობაც დაიჭირო, რა იცი რა ხდება 😉

პ.ს. დრაფტში რამდენიმე ანიმაციაა, შენ რომ მოგეწონება ისეთი 😉 ნახე კარგად ყველა, თუ გინდა საიდბარზე დაყარე, თუ გინდა პოსტებისთვის გამოიყენე, თუ გინდა ვაფშე წაშალე 😀 ერთი უკვე დავამატე საიდბარზე, იპოვი ალბათ. ამ პოსტში სასაცილო უცნაურობებს ვყრი, შედარებით ნორმალურები დრაფტშია 😀

ავტორი: მიხვდები :-Pთუ ვერა და დაგცინებ 😛

Advertisements

რობერტ ნესტა

მარიხუანას დიდი მოყვარული არ ვარ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამიტომ ერთი ,,სტოპკა” სახლის კარგი არაყი და წავედით…
მინდა დღეს მოგიყვეთ ადამიანზე, რომელმაც მეოცე საუკუნეში მოახერხა შეექმნა იმპერია და ამ იმპერიაში ახლაც ძალიან ბევრი ერია გაერთიანებული! ამ ადამიანმა შეძლო ადამიანის ინდივიდუალიზმის დამარცხება და გვასწავლა ერთი საერთო მიზნისთვის ერთად ბრძოლა! მიზანი რაღა თქმა უნდა უმაღლესია-სიყვარული!!!
ალბათ ბევრი თქვენგანი მიხვდა უკვე ვისზეც მაქვს საუბარი…. 🙂  (more…)

week end


შაბათია… მსუბუქად წაიხემსე დილით და წევხარ გრილად საყვარელ სავარძელში მაშინ, როდესაც გარეთ იწვის ქვეყანა. ჩაბნელებული ლეპტოპის დინამიკები დინჯად ატრიალებენ ჯაზისა და რეგის ნაზავ ფლეილისტს. ხმა საშუალოზე დაბლა გაქვს დაყენებული და დილით დაწყებული წიგნის ნახევარს რახანია გადაცდი… შიგა და შიგ უშაქრო ჩაის არომატით ამატებ კაიფს სიტუაციას და ლამაზი საღამოს დეტალების დაგეგმვასაც ასწრებ. კარგი მუსიკა, მეგობრები, სასიამოვნო გარემო იდეალური დღის დასასრულს გპირდებიან. იღიმი და ჩაის მორიგ ცარიელ ფინჯანს, დამარცხებულს, ოდნავი ბრახუნით ,,ახეთქებ” მაგიდაზე. წიგნი უკვე თავისით იკითხება. იცი, რომ აუცილებლად დაამთავრებ დღეს და ხვალისთვის მსგავსი გაქვს შერჩეული, რომელსაც ორი-სამი დღე მოუნდები მაგრამ სიამოვნებას მოგანიჭებს.
შუადღისით მეგობარმა შემოიარა. უცერემონიოდ მოგწყვიტა სტრიქონებად დალაგებულ ასოებს და რამოდენიმე ხელი ნარდი სასარგებლო ტაიმ-აუტი აღმოჩნდა. ფლეილისტი იგივე… გულითადი საუბარი საინტერესო თემებზე და ისევ რეგის ფონზე დაბრუნება სტროფების სამყაროში. წიგნის შემოლეული ფურცლების რაოდენობაღა დაგრჩა შესაცნობი. წინასწარ გრძნობ გამარჯვებას, წინასწარ მზად ხარ ,,დაპწიჭკვისთვის” ველში – ,,+ 1 წიგნი.” ამასობაში ღია ფანჯრიდან ფარდას გრილი ნიავი ებრძვის და სასიამოვნო შხაპუნა წვიმის ხმა უერთდება მასაკელას. საღამოს გეგმები ჩაშლის პირასაა, მაგრამ მაინც გიხარია გულში რომ ამის მიზეზი წვიმაა, ანუ ყველაფერი არაა დაკარგული, ანუ განწყობას შეინარჩუნებ მაინც და შეიძლება დღესვე შეუტიო ახალ წიგნს ახალი მუსიკალური ფონის თანხლებით… (more…)

უბრალოდ პოზიტივი

ნუ ჩემი თავისგან არც გამიკვირდა პრინციპში, როგორც არანორმალურმა, მხოლოდ ახლა გავიგე რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიმდინარეობს თურმე და საყოველთაო ნერვიულობის მეორე ტაიმი დაწყებულა. ამასობაში მე მშვიდად ვზივარ და განვლილი დღის ანონსით ვტკბები, გარშემო კი მთელი მსოფლიო დაძაბული ანადგურებს წინასწარ მოგროვილ ლუდის მარაგებს მაცივრებიდან. ,,ბევრჯერ მიტირია ჩუმად, მიტირია შენთვის…..” – ისმის მეზობლის კედლის მიღმა ხმამაღლა ჩართული მუსიკა, ალბათ მასაც ჰკიდია ფეხბურთი, ალბათ მალე  ბუნებასაც გააღვიძებს  მგზავრების სიმღერით და ჩაძინებულ მაყვალა ბებოსაც, მერე კი უფრო მაგრად გავერთობი. თუმცა არც ახლა ვარ ურიგო ხასიათზე, ვწევარ სველი თმით, დაღლილობისაგან დაბუჟებულ ფეხებზე მიდევს ლეპტოპი, ბობ მარლის დაბალ ხმაზე ვაკვნესებ და ვცდილობ როგორმე კარგი განწყობა აქაც გადმოვიტანო! (more…)

ЗАТКНИИИИИИСь!!!!!!

რატომ ვმართავთ ათასგვარ წვეულებებს, შეკრებებს, პრეზენტაციებს, ,,ივენთებს”? რა თქმა უნდა, არის ამის საფუძვლიანი მიზეზები, მაგრამ რატომ დავდივართ ასეთ ღონისძიებებზე?  არსებობს რაღაც, რაც ამ ყველაფერს აერთიანებს. ამგვარ სიტუაციებში შეგვიძლია და მეტიც, უბრალოდ არ შეგვიძლია, რომ გარდერობში დამტვერილი ან პირიქით ახლად შეძენილი კაბა ან ფეხსაცმელი არ გამოვფინოთ საყოველთაოდ. ყველა ასეთ ღონისძიებაზე შეამჩნევთ დამსწრე საზოგადოების სამწუხაროდ უმეტეს ნაწილს, რომელიც მთელი თავისი არსებით ცდილობს იყოს ბრჭყვიალა მანეკენი ან მოსიარულე ბილბორდი, რომელზეც ლამის სახეში მოსარტყამი ათასგვარი აქსესუარია გამოფენილი.  (more…)

ირმა

გუშინ ახალ სამუშაო გარემოში მოვხვდი და საღამომ ადაპტაციის რეჟიმში ჩაიარა! მორცხვი ბავშვივით ვიჯექი და მხოლოდ ვაკვირდებოდი იქაურობას, ამ ყველაფერს კი მთლად სველი ტანსაცმელი და საშინელი თავის ტკივილი ერთვოდა… დღეს საქმე დილიდანვე წავიდა და მეც თითქოს დიდი ხნის თანამშრომელივით ჩავები მასში! შუადღისკენ ისე გავშინაურდი, რომ ყველას უკვე შენობით ველაპარაკებოდი და მათ შორის ირმასაც…
ირმა ჩემი მენეჯერია. ქალი, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! ადამიანი, რომელიც ადამიანია და მერე უფროსი! შეიძლება იფიქროთ რომ ორი დღის გაცნობილზე  ძალიან დიდი წარმოდგენა მაქვს უკვე, მაგრამ მასთან ამ ხანმოკლე ურთიერთობამაც კი დამანახა ვისთან მქონდა საქმე! მიზეზი მხოლოდ ის არაა რომ ირაკლი ჩარკვიანი, მწვანე ოთახი, პინკ ფლოიდი და ასეთები მოწონს. არც ის რომ გენიალური კომპოზიტორები და რეჟისორები აინტერესებს! (more…)

წავიცეკვოთ?

მეცეკვება! მიუხადავად იმისა, რომ საუკუნეა ალკოჰოლი არ მიმიღია და არც საცეკვაო გარემოში მოვმხდარვარ, მაინც მეცეკვება! ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ადამიანი ვარ და ასეთი კონსტრუქცია ვარ! ხოო დიდი ხიდები ირწევა, კორპუსები ქანაობს და რა გასაკვირია რომ ისეთი უდრეკი სხეულიც კი, რომელსაც მე ვფლობ  ათასში ერთხელ გაინძრეს, რომ როგორღაც აჰყვეს ცხოვრების საამო რიტმებს! მელოდია, მუსიკა ეს ჯადოსნობაა ის გაფანტულია და ყველგან არის ჩვენს გარშემო, ისევე როგორც ფიჭური კავშირგაბმულობა ოღონდ მისი საზღვრები გაცილებით სცდება ნებისმიერი ფიჭური კომპანიის დაფარვის ზონას და გალაქტიკებს მოიცავს. საბედნიეროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხედავენ ამ ტალღურ ჯადოსნობას და უნარი აქვთ იგი ჩვენამდე მოიტანონ გასაგებ ენაზე… ნუთუ მაგარი არაა როცა ადამიანი რაღაცას გიყვება, გასწავლის და ამას მელოდიურად აკეთებს და შენც ათასჯერ უფრო მეტად იწოვ მის ინფორმაციას იმიტომ, რომ მის რიტმს მიყვები, სადღაც მიყვები ფეხის გამოზომილი ბაკუნით… (more…)

წარმატებული დილის არასასიამოვნო ანალიზი

გუშინდელ პოსტს დღევანდელი თავისით მიება… დილის 8 საათზე ლამის ამწე დამჭირდა ასადგომად, წვერი გავიპარსე და X კომპანიაში წავედი ტესტირებაზე, რადგან უკვე საოცრად აუტანელი ვხდები უმუშევართა რიგებში. შესასვლელთან ხალხი უკვე მოგროვილიყო მე რომ მივედი და დილის სიცივეს ებრძოდნენ მობუზულები. განსაკუთრებული მხიარულებით მხოლოდ ერთი გამოირჩეოდა, რომელიც როგორც მერე გავარკვიე დაცვის თანამშრომელი ყოფილა და სმენას ელოდა წუთი წუთზე, ამიტომაც არ ჰგავდა დანარჩენ მოღუშულ სახეებს. ყველა ნერვიულობდა მეტ-ნაკლებად და არც იყო გასაკვირი, დღევანდელ დღეს სამსახური ყველას ჰაერივით ჭირდება და ასეთი შანსები თითქოს მართლა გაძლევს იმედს, რომ რაღაც შეგიძლია შეცვალო შენით! (more…)

მიმაპინკფლოიდეს!!!

სასიამოვნო საღამო მეგობრებთან ერთად ისტორიული ფილმის ყურებით დასრულდა, ასევე დასრულდა კრეკერი და წვენი! ზიხარ, ფიქრობ რა აკეთო… ტელევიზორი მოძველდა, ძილისთვის ადრეა, წიგნი… რაღაც არ წაიღო! დარჩა სავარძელი, წარმოსახვითი სიგარეტის გამაბრუებელი კვამლი, უშაქრო ჩაი და კარგი მუსიკა… (more…)

არატაქსისტი ტაქსის მძღოლი

დღეს შემიძლია ვთქვა, წარმატებული დღე მქონდა!!! დილით ავათრიე ჩემი ოთხდღიანი სახლიდან გაუსვლელობით დაობებული სხეული და ქალაქის ჩვეულ რიტმს შევუერთდი, რომელიც მოგეხსენებათ როგორი გადატვირთულია ხოლმე სამუშაო დღეებში! შუადღისით 2 საათი ელიავაზე მუხლებამდე ტალახში ბორიალი და მერე გაყინული მაზუთიანი ხელების პაწია ,,ვითომ კოცონზე” გათბობა დიდად საინტერესო არ არის. ამის მერე დაღლილ-დაქანცული ამოვედი სახლში და ეგრევე ლეპტოპს ვეცი, რომლის სკაიპი გაბერილი იყო ერთი ჩემი მოხუცი ნათესავის missed call-ებით, რადგან ვერ გავაგებინე აქამდე, რომ თუ არ ანთია მწვანე არ დამირეკოოოოო! 🙂 (more…)

%d bloggers like this: