8 რამ, რაც ჩემ შესახებ არ იცოდი


ხომ არ მოგასვენებენ რაა! დაღლილი კაცი მოვიდა სამსახურიდან, ჩაი უნდა უშაქრო, ზის, ფიქრობს, სუნთქავს და ახლა რვა რამე დაწერეო! მოფიქრება არ გინდა?!
ნუ პირველი პრინციპში გვირილამ მოიფიქრა ჩემს მაგივრად და უბრალოდ მეც მივეწერები, რადგან მარცხენა-მარჯვენა მეც ძაან მეშლება და სერიოზულად ვუფიქრდები ხოლმე რომელი საით არის. ლუკ ბესონის ,,ტაქსი”-ში რომ არის მომენტი, ზამთრის ტრეკზე რომ ვერ არკვევეს მანუელი, საით იყუროს, მასე ვარ ხოლმე! 🙂

ვერ ვიტან გერკულესს და ხიზილალას, დანარჩენს ვფქვავ ვითარცა გოგიას წისქვილი!

რაღაც ისეთი გრძნობა მაქვს რომ მეგობრობის დღიურს ვავსებ და მალე დავიწყებ ,,რომელი ფერი მოგწონს?” ,,ახლა რა გაიფიქრე?” და ასეთების პასუხს 🙂 ხო ნუ ცოტა about me-საც გავს ეს ყველაფერი და კიდევ ვიტყვი, რომ სიჩქარე მიყვარს, მაგრამ თუ ვინმე მიზის გვერდზე, მეტწილად ვერიდები. ასე რომ ამას მაინც ვერ გაიგებთ ბოლომდე მართალია თუ არა!  (more…)

Advertisements

მინდოდა გამოვსულიყავი….

არ მომასვენესთქო ვერ ვიტყვი, რა ძალა მადგა?! მე თვითონ არ მოვასვენე ჩემი თავი. წადი რა დაწექი დაიძინე, ხვალ რვის ნახევარზე ასადგომი ხარ. მომინდომა აქ მწერლობა! ჩემი ბრალია მოკლედ და თეამ და გვირილამაც დამიმატეს, ხალხის სულებში ჩავიხედოთ, რისი ნიჭი ჰქონდათო ქვეცნობიერად! აბა სად უნდა ჩავიხედო ეხლა მე, თუ ჯერ საკუთარ თავს არ ჩავხედე იქნებ რამე დავინახო შიგ! ვზივარ ახლა და ვიხსენებ, რა მინდოდა ბავშვობაში? პრინციპში ბევრი რამე მინდოდა და ახლაც მინდა აბა სხვანაირად რაფერ იქნებოდა…

ალბათ ბავშვის ოცნება მაინც მეტწილად ისევ ოცნებაა მხოლოდ. გაუაზრებელი და ფარატინა ფიქრად მოსული. (more…)

კიდევ კარგი გოგო არ ვარ!!!


ღამესა ამას ბნელსა მუნ უსაქმურობითა და წერის წყურვილებითა დაღლილი დავჯექ სავარძელსა ამასა შიდა და მოვიდა იგი, ყვავილი რომელსა სახელად გვირილა რქმეოდა და შემომთავაზა მან დაწერაი პოსტისა ამისა!
ეს გრიგოლ ხანძთელის დროა, ახლა კი მეოცდაერთე საუკუნეა და აღარც გრამატიკას ენიჭება დიდი მნიშვნელობა და აღარც სქესს! ყველაფერი მარტივადაა, ვწეროთ და ვილაპარაკოთ გასაგებად და სქესი კი გავიზარდოთ და მერე ავირჩიოთ , ვითარცა მერი ქარელისა!
გავიზარდე კიდეც და სქესის არჩევაც არ დამჭირდა, რაც ვარ ის ვარ! ანდა სად მეცალა ამისთვის, რომ სქესები მერჩია?! აქეთ ომი, იქით უშუქობა, შიმშილი და კომუნიზმი… ასე თუ ისე კაცი დავიბადე და კაცად დავრჩი. არც ვაპირებ რამის ცვლილებას და ან ძალიანაც რომ მომინდეს ვერანაირად ვერ გამოვა ეგ საქმე, მე ხომ საოცრად მეშინია ქალის ცხოვრების!
წავალ ტყეში დავიკარგები, მაღაროში ვიმუშავებ, ჩანჩქერიდან გადმოვხტები და ყოველ დღე საჭმელს კი ვერ დავამზადებ! გინდა სარეცხი და ჭურჭელი ავიღოთ ეს ხომ მონური შრომაა. აუფ რამ დამავიწყა ყველაზე საშინელება, მშობიარობა! თავისი წინარე და პოსტ პერიოდებით! ამის გადატანა გვერდიდანაც კი ძნელია და მე რომ მთავარ როლში ვიყო, გამორიცხულია!  (more…)

%d bloggers like this: