თქვენ!!!

აწი ყოველთვის, როცა დაიწყებთ თქვენი მოქმედების 50%-ს, დაფიქრდით ან მხოლოდ მარტივად იკითხეთ თქვენთვის რამდენად გულით აკეთებთ ამას? იქნებ გაგიმართლოთ და  ოდესმე მიხვდეთ, რომ დიდ და რა რაც მთავარია, საზიზღარ შეცდომას უშვებდით. მერე შეგიძლიათ დააბარალოთ ყველას, მეგობრებს, რომლებიც არ მიგითითებდნენ ნაკლზე, გამოცდილების არასაკმირისობას ან კიდევ უამრავ რამეს, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება. 50% ვახსენე, რადგან იმედი მაქვს და ვხედავ, რომ ასეთები სულაც არ ხართ და ხართ მხოლოდ მაშინ, როცა ერთად ხართ, რადგან წესები….
201724_507703022577927_383721262_o

თქვენ, ვინც ღაღადებთ ტოლერანტობას. ვინც დადიხართ ყველა მასშტაბისა და სახის აქციაზე. ვინც არც ერთ მსგავს ივენთს არ ტოვებთ, მოელოდებით რა რომელიმე „ცნობილი“ ადამიანის გვერდით მოხვდეთ. თქვენ თავგამოდებით დაუღალავად გმობთ მსგავსი სახის „ცნობადობას“ მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ ექცევით ამ მართლაც და მათრობელა ნექტარის ზემოქმედების ქვეშ. დაფიქრდით ყველა მსგავს შემთხვევაზე სათითაოდ და მიხვდებით რომ ასეა.

თქვენ, ვინც თავს საზოგადოების ყველაზე თავისუფალ ნაწილად მიიჩნევთ და ამ დროს ამ მოჩვენებითი თავისუფალი წრის წევრობა ისეთ კლიშეებში გაქცევთ, რომ ხანდახან თავი გეზიზღებათ. ეს მათ, ვინც ოდნავ გონიერია და ხვდება რომ „რაღაც ისე ვერ არის.“ დანარჩენები კი უბრალო დისკომფორტს გრძნობენ და არ ან ვერ იგებენ საიდან მოდის იგი ისეთ „თავისუფალ ადამიანში,“ როგორიც „არიან“

თქვენ, ვინც დღედაღამ თანასწორობას ქადაგებთ ყველგან რეალურად კი არ იკარებთ არავის მსგავსი თვისებებით, რადგან ვიმედოვნებ გაუცნობიერებლად, გრძნობთ უბრალოდ, რომ ოდესმე ასეთმა შეიძლება გამხილოთ და მთელი თქვენი მასკარადი ბანქოს სახლივით დაშალოს.

თქვენ, ვისაც გიყვართ გეები და ყველა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი, გიყვართ ისინი თავგამოდებით, გიყვართ იმიტომ რომ ამ მომენტში ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხია თქვენი „პოზიციის“ გასამყარებლად.

თქვენ, ვინც უარყოფთ ღმერთს და მთელი ხმით სკანდირებთ ათეიზმს, მაშინ როცა ნორმალური წარმოდგენაც კი არ გაქვთ მის შესახებ, უბრალოდ ესეც ერთ-ერთი ფექტური ხერხია თქვენი „პოზიციის“ გასამყარებლად.

თქვენ, რომლებიც თავს დებთ უბრალოებაზე. არ იღლებით იმ ავტორთა გაკიცხვით ვინც ოდესღაც ჰომოსი „სოფლელებად“ და ადამიანებად დაყო, რეალურად ბედნიერებით ივსებით თუკი ასეთი ადამიანის გვერდით ხვდებით, რადგან თავი ათი ათასჯერ მაღლა გიჭირავთ და განსხვავება თქვენს გაქილიკებულ ავტორებსა და თქვენს შორის მხოლოდ ისაა, რომ ისინი თავის საცოდავ აზრს გამოთქვამენ.

თქვენ, ვინც ცხოვრებას ჰუმანურობაზე აგებთ, სინმდვილეში კი წამით არ უფიქრდებით რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს ერთ დამცინავ ფრაზასაც კი. რადგან თქვენ თქვენი „მყარი პოზიციის“ წყალობით გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობთ იმ „სოფლელებს“ შორის და არა მხოლოდ მათთან, თქვენი ყველა სიტყვა უნდა ათასჯერ გამოზომილი იყოს, ამის სანაცვლოდ კი თქვენ ისვრით რეპლიკებს, რომლებიც ვინ იცის რამდენად ანგრევს ყველა იმ ადამიანის საკუთარ სამყაროს, რომლების მიმართაცაა გამიზნული. მათ ხომ თავისი გასაჭირი ეყოფათ თუკი რაღაცას ვერ ხვდებიან. თქვენ, ვინც კომპლექსებთან ბრძოლის პირველ რიგებში იწონებთ თავს, ასეთი საქციელებით ყველაზე დიდ კომპლექსებს უღვიძებთ ადამიანებს, რითაც ზრდით უფსკრულს მათსა და თქვენს შორის, თუმცა კომპლექსების რაოდენობა კიდევ გასარკვევია ყველასთან, რადგან ის ზოგ შემთხვევაშია ხილული და საკმაოდ იშვიათადაც.

ასე რომ, თქვენ, ვისაც გგონიათ, რომ ყველაზე ისეთები ხართ და დანარჩენები სოფლელები არიან, ვიმეორებ, გგონიათ!!! და არ ამბობთ ამას, დაფიქრდით უბრალოდ კარგად დაფიქრდით რად გიღირთ ეგ წრე?

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

5 Comments

  1. მეწვიე ბლოგზე და თან კომენტარიც არ დაიშურო ( დამაკლიკე სახელზე)

    პასუხი
  2. უდავოდ გეთანხმები! 😉

    პასუხი
  3. “ხელოვნური ბუნებრივები”, “უტრაკო ტრაკიანები (უკაცრავად უკმეხად ჟღერადი სიტყვისთვის…)”, “ლიბერალები”… რამდენჯერ გვისაუბრია, ცოტნე, ამ თემაზე…!

    პასუხი
  4. რა კომენტარები იწერება, გადაირევა კაცი. მაგიტომ არის საქართელო ასეთ მდგომარეობაში. სხვებს ლანძღავთ და აკრიტიკებთ, თავად რას აკეთებთ? როგორ შეიძლება სპორტსმენს უთხრა: ‘რუსების დედაც ვატირე, არ გახვიდე ოლიმპიადაზე, თორე მოღალატად ჩაგთვლიო’. გონება ჩუნგი უნდა იყო მაშინაც კი, როდესაც ჩათვლი, რომ ქართველების გამოჩენა ოლიმპიადაზე რაიმე ზიანს მიაყენებს ქართველის ღირსებას – პირიქით!!! მიუღებელია ასეთი ფორმით ამის მიღება; დააყენეთ თქვენი თავი იმ სპორტსმენის ადგილას, ვინც აქ შემოვა და გადაავლებს თვალს არსებულ გამოხმაურებებს. როგორ იგრძნობდით თავს?! ამის მერე გაგიჩნებოდათ საერთოდ სურვილი საქართველოს სპორტული ღირსების დაცვა საერთაშორისო არენაზე? ისევ თქვენთვის იბრძვიან და ბოლომდე იხარჯებიან, თქვენ (ჩვენ) რომ გაგვიხარდეს მათი წარმატება და გვეამაყოს!

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: