გიტარის წყნარ მელოდიას საყვარელი მომღერალი კვლავ აყოლებს ცხოვრებისულ ტექსტს და კვლავ მაიძულებს გულში ავყვე, როგორც შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
სასადილოში წიგნის კითხვისას დღეს ისევ დამკბინეს პირველმა კოღოებმა, როგორც შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
ძველმა დივანმა ისევ ჩვენი აწ განსვენებული მანქანის სავარძლებში გამჯდარი სუნი გამახსენა, ასე ძალიან რომ ვერ ვიტანდი, რომელიც ასევე ჩემი ცუდად გახდომის მთავარ მიზეზს წარმოადგენდა მგზავრობისას და რომელსაც ეს დივანი მახსენებს სულ, როგორც შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
ჩემი საოცრად მაღალი ხმის ტემბრის მქონე მეზობელი ისევ იწყებს დღეს 8:15 –ზე, როგორც შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
ისევ მეზარება თმის შეჭრა, როგორც შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
ისევ პრობლემები მაქვს კვებასთან დაკავშირებით, როგორც შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
ვეღარ ვაკეთებ მთელ რიგ ქმედებებს, ვერ ვცხოვრობ ისე, როგორც შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
დავკარგე ზოგიერთი ადამიანი და ვეღარ ვახერხებ მათთან გულის გადაშლას, როგორც შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
მეშინია ნემსის, როგორც შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
აღარ მჯერა იმ სისულელეების, რომლებსაც ასე ვეტრფოდი შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
ვეღარ ვხარჯავ ფულს იქ სადაც ვხარჯავდი შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
ძალიან ბევრი დავკარგე იქიდან, რაც მქონდა შარშან, შარშანწინ და იმის წინ, მაგრამ მკიდია მთელი ეს შარშან, შარშანწინ და იმის წინ, იმიტომ რომ არ მყავდი შენ, შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
Advertisements
Posted by შიო on მაისი 30, 2012
https://shiosmarani.wordpress.com/2012/05/30/%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%9c-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1/
წინა ჩანაწერი
“ხელოვნურ საფარზე თამაში პრეზერვატივით სექსს ჰგავს”
“ხელოვნურ საფარზე თამაში პრეზერვატივით სექსს ჰგავს”
შემდეგი ჩანაწერი
მწვანე სიცოცხლე თბილისში
მწვანე სიცოცხლე თბილისში
გვირილა
/ მაისი 30, 2012როგორ მჭირდებოდა დილიდან პოზიტივი…
“მკიდია მთელი ეს შარშან, შარშანწინ და იმის წინ, იმიტომ რომ არ მყავდი შენ, შარშან, შარშანწინ და იმის წინ…” – მეც…
შიო
/ მაისი 30, 2012:*
bastibubu
/ მაისი 30, 2012:):):)
Jane
/ ივნისი 9, 2012<3! :))))))
<3!!!!!!!!!!!!!!!!!!!
<3!!!!!!!!!!! !!!!!!!!!!
Lolipop
/ ივნისი 12, 2012ძალიან მაგარია !!!
შიო
/ ივნისი 12, 2012როგორც შარშან შარშანწინ და იმის წინ? :))))))