“ხელოვნურ საფარზე თამაში პრეზერვატივით სექსს ჰგავს”

ეს სიტყვები შოთა არველაძეს ეკუთვნის. ,,ალკმაარში” მისი მოღვაწეობის პერიოდში სტადიონის ბუნებრივი საფარის ხელოვნურით შეცვლის თაობაზე ჩატარებულ გამოკითხვას რომ პასუხობდა…
ზოგადად, ყოველი წაკითხული წიგნის გარჩევის (მითუმეტეს საჯაროდ) მომხრე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ გადავწყვიტე გამონაკლისი დავუშვა. გარჩევა ცოტა ხმამაღალი ნათქვამიც კი გამომდის და ალბათ უფრო უპრიანი იქნებოდა, წაკითხულის მერე ემოციებად მომენათლა ეს ყველაფერი. უფრო მარტივია…
გუშინ დაბადების დღე მქონდა. დათო ტურაშვილის ბოლო წიგნი – ,,მე რომ ფეხბურთელი ვიყო” მაჩუქეს. ნამდვილი მიზანში გარტყმა იყო. მის ადგილზე მეც ამას ვაჩუქებდი ჩემ თავს, რადგან ეს ავტორი სულ ყველაზე მარტივად რომ ვთქვა, მაგრად მხიბლავს.
რამდენჯერმე კამათი მქონდა და გურამ დოჩანაშვილთან შემიდარეს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს იგივეა რომ SUBARU impreza თუნდაც mercedes-ს შევადაროთ  lancer EVOLUTION –ის ნაცვლად. სუბიექტურად ვთვლი რომ თავის ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვერ ვკაიფობ წიგნებზე რომელთა გაგებას განსაკუთრებული ხასიათი, განწყობა, დრო ესაჭიროება და ძნელია. ანდა ბუნებისა და ჩაცმულობის ერთგვერდიანი აღწერილობებითაა გატენილი. ტურიკა (გავკადნიერდები და ასე მოვიხსენიებ) უბრალოდ მარტივად წერს და ბევრს ამბობს. წარმომიდგენია რა ინფორმაცია იქნებოდა მის წიგნში, ორჰან ფამუქის თუნდაც ,,თოვლი”-ს ხელა რომ დაეწერა. იქნებ აპირებს კიდეც, თუ საშუალება მომეცემა, ვკითხავ.
ის, რაც ყველაზე მეტად მხიბლავს მის წიგნებში სწორედ ეს ინფორმაციული სიმდიდრეა. ის ყველაფერს ეხება და ამასთანავე ეს ფაქტი თავ-გზას არ უბნევს მკითხველს. მაშინაც კი, როცა ზღაპარსა და გამოგონილს წერს, ოსტატურად ,,ამასთანავე” ნათქვამ ფრაზებში იმდენ ,,სხვა” ცოდნას გვაწვდის, რომ გამოგონილი ამბავიც ნამდვილად იხატება. ,,ჯინსების თაობა,” ,,ტიბეტი არ არის შორს,” ,,ჩაძირული ქალაქის ღამე” ან კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო მაგალითად… ახლა მათ მიემატა ,,მე რომ ფეხბურთელი ვიყო”.
როგორც მიხვდით წიგნი ფეხბურთზეა და რეალურ ფაქტებს გადმოგვცემს. აღწერილია საერთო სიტუაციები, ცალკეული ფეხბურთელები და მოედნებიც კი მაგრამ ტურიკასეულად გაჯერებულია ისეთი ,,შემთხვევითი” სიტყვებითა და ფრაზებით, რომელთა ცოდნა ზოგადი განათლების დონეს საგრძნობლად წევს მაღლა.  სტადიონსა და ბურთზე ლაპარაკისას ავტორი თემის გადახვევის გარეშე ეხება საქართველოს არასაფეხბურთო წარსულს, საგარეო პოლიტიკას, თანამედროვე მიმართულებას, პერსპექტივებს, მოვალეობებს, ნაკლოვანებებსა და პლიუსებს. ყველაფერს, რისი ცოდნაც და გააზრებაც ჩვენთვის ასე სასარგებლოა.
ჩემი სიმპათიის კიდევ ერთი მიზეზი დათო ტურაშვილის მიმართ არის ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარების მისეული ხედვა. იგი არ ამყარებს იმედებს ნაც. მოძრაობაზე, ბიძინა ივანიშვილზე და არც ვინმე გელაზე. დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობის გზას ის ცალკეული ინდივიდების პიროვნულ განვითარებაში ხედავს და არ მოელის ,,ვიღაც” მხსნელს. მისი აზრით თითოეული ადამიანი საკუთარი თავის პატრონია და ყველამ ჯერ თავის თავის განვითარებაზე უნდა იზრუნოს და ამით საერთო მდგომარეობაც აიწევს. არავინ, არც ერთი პარტია, არ მოვა და ჩვენს მაგივრად ამას არ გააკეთებს. ეს მხოლოდ ილუზიაა, რომელიც ასე ძალიან გაგვიჯდა ცნობიერებაში.
სამწუხაროდ ასეთ ადამიანებს, ძალიან ცოტა უსმენს და უფრო ცოტა იზიარებს. სამაგიეროდ უსმენენ მეგაპარტიების პრესსამსახურების უფროსებსა და ინტრიგან შოუმენებს, რომლებიც სერიალებისა და უაზრო გადაცემების ჩვენებით გვიადვილებენ საკუთარი სიცოცხლის უსიცოცხლოდ განვლას. ამ წიგნის წაკითხვის მერე კიდევ ერთხელ დამწყდა გული არამარტო ქართული ფეხბურთის გამო. კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ უბრალოდ ძალიან ზარმაცები და ინდეფერენტულები ვართ ყველაფრისადმი, რაც ზოგადად შეიძლება ქვეყანას და პირველ რიგში ჩვენვე გამოგვადგეს. ამ წიგნში არაერთხელ ნახსენებ ქართულ ხედვას ინდივიდუალურობაზე მაგრად ვამართლებთ.
მგონი შორსაც წავედი და წიგნი საერთოდ იქით მრჩებოდაა. შენიშვნების სახით ალბათ მხოლოდ გამომცემელთან მექნებოდა პრობლემა ტექსტში დაშვებული სტილისტური ხარვეზების გამო, რომლებიც იმდენად ბევრია რომ ნერვებზე ნამდვილად მოქმედებს.
ამ წიგნმა, გარდა იმისა, რასაც პირველივე გვერდის გადაშლის მერე ველოდი ტურიკასგან, მომცა სხვა რამეც – მგონი ფეხბურთი ისევ შემიყვარდა!

Advertisements
დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. მერე მათხოვე რა ეგ წიგნი 😀 😀

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: