ერთი დღე და ზოგადი პრობლემა

გუშინ მე და გოგამ გადავწყვიტეთ ლისის ტბა დაგვეპყრო ველოსიპედებით. ჩვენდა გასაკვირად, საკმაოდ სწრაფად ავედით, ამიტომ მოვიფიქრეთ ნახევრად გაყვანილ გზაზე ერთი წრე შემოგვევლო ტბისთვის. რამდენიმე რუჯზე მონადირეც შევნიშნეთ ნაპირზე. კინაღამ დამავიწყდა, გოგა ჩემი ძმაკაცია და ველოსიპედის საბურავების მტერი. ისევ პლაჟზე რომ დავბრუნდით, ე.წ. ,,მწვანე ზონას” შევუყევით, მაგრამ წვერში ასვლისას იმედები გაგვიცრუვდა, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშენებარე ახალი საინფორმაციო ცენტრის თავზე ვიმყოფებოდით. შემდეგი გორაკი გაცილებით დამღლელი და მაღალი გამოჩნდა, ოღონდ ისევ იმედგაცრუება – ხედი იყო ნოლი. სხვა გზა არ იყო, შევუყევით მთას, რომელიც ვაშლიჯვარს გადაჰყურებდა, მაგრამ ჩასასვლელი არ ჰქონდა. შევუყევით მეორეს. ლისის ტბას საკმაოდ გაცელილები, აღმოვჩნდით ძველი ვეძისის თავზე, მაგრამ ჩასასვლელი არც აქ ჩანდა და უკან გამობრუნებასაც აზრი არ ჰქონდა. ის ადგილი რომ ავიარეთ, სადაც სავარაუდოდ offroad –ის ერთ-ერთი ტრასაა, თბილისის ზღვა მომხვდა თვალში მთელი თავისი ,,მშვენიერებით.” სიამაყისა და დაღლილობის შერეული პიკი იყო. გზა განვაგრძეთ და ბოლო, ყველაზე გრძელი აღმართის მერე, მარცხნივ დასახლებაც გამოჩნდა. სოფელში დავეშვით და გავარკვიეთ მაღაზიის მდებარეობა. სოფელი – წოდორეთი.
ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. ტიპიური სოფლის ცენტრალური მაღაზია. გაზრდილი ფართით, მაცივრებით, ჩაბნელებული და რაც მთავარია, წინ ,,საბირჟაო’’ ადგილით, რომელსაც მომხმარებელი ნამდვილად არ აკლდა. სნიკერსი და დიდი ბოთლით წყალი ისე გავაქრეთ, ვარგისიანობის ვადა არც გაგვხსენებია. გონება ცოტა რომ განათდა, იმაზე დავიწყეთ ფიქრი, ნორმალურად რა გვეჭამა. ამასობაში გარემოსაც მივაქციეთ ყურადღება. გვერდით ათამდე 20-25 წლის ბიჭი იდგა. რატომღაც იმდენად გამოპრანჭულები იყვნენ, რომ წამით ეჭვიც კი შევიტანე საკუთარ ორიენტირებაში, თბილისიდან არც გავსულვართთქო. თუმცა გამახსენდა ,,ბირჟავიკობის” ოქროს წესი, ,,ყოველთვის გეცვას პრეზენტაბელურად.” бред какои-то!!! ვიღაც კაცი შეემატათ, ორმოცდაათამდე იქნებოდა ასაკით. ამათ წუწუნი ატეხეს სიცხისა და ლუდის უქონლობასთან დაკავშირებით. ლუდის რა მოგახსენიოთ, აი სიცხე კი ნამდვილად უადგილო იყო. საკმაო სიმაღლე და თავს დამდგარი დიდი ღრუბელი ამ პრობლემას უდაოდ წყვეტდა. ასაკიანმა მამაკაცმა, როგორც ჩანს, წნეხს ვერ გაუძლო, მაღაზიაში შევიდა და დიდი ბოთლით ლუდი, რამდენიმე ერთჯერადი ჭიქა და დაბეჭდილი არაყი გამოიტანა. კრება აჩოჩქოლდა, თუმცა ჩუმად. რამდენიმეს ისიც წამოსცდა ,,რად გინდოდაო”, თუმცა ტუჩებს ის ღიმილი გადაჰკრავდა მე რომ ,,ბედნიერების დასაწყისს” ვეძახი. რამდენიმე წამში ცარიელი სახლის ეზოს შეეფარნენ იქვე და პურისა და ყველის გარეშე, მარტო ლუდით და არყით ატეხავდნენ მამა-პაპურ სადღეგრძელოებს.
ზუსტად ვიცი, გამოვიდოდნენ, თუ არავინ იცემებოდა, მაშინ ლაზღანდარაობის ხასიათზე იმ საღამოს მაღაზიის წინ ათას სისულელეზე გაცილებით თამამად ილაპარაკებდნენ, მერე კი თუ ნაბახუსევი არ უწევდათ, ჯერ კიდევ შეზარხოშებულები ჩათვლიდნენ, რომ დღემ მშვენივრად ჩაიარა და დაიშლებოდნენ.
ამასობაში მე და გოგა ჩვენთვის ჯერ კიდევ უჩვეულოდ სწრაფად მოვქროდით თბილისისკენ. წამით ისიც გამახსენდა რომ ყველა აღმართს თავისი დაღმართი აქვს. რაც მთავარია ერთხელ კიდევ შევიგრძენი ეს.
ამასობაში კორპუსიბიც გამოჩნდა. იქ, სადღაც ქვემოთ, ოფისებში, დარბაზებში, ბიძინა ივანიშვილი, ნაციონალური მოძრაობა, მედია და მილიონი ხალხი მზადაა რომ მოვიდეს და გვიშველოს. ეგაა, რომ რაღაც ზებუნებრივი აკავებთ. არადა რა მარტივია… ისინი მოდიან, ჩვენ ლუდს  მივირთმევთ. ისინი გვშველიან, ჩვენ გვჯერა და ისევ ლუდს მივირთმევთ. ეს ყველაფერი მხოლოდ პერსპექტივაა, ამიტომ ისღა დაგვრჩენია სხვისი ნაყიდი სასმელით, ,,ბირჟაობითა” თუ ნებისმიერი საშუალებით ეს დღეები გადავაგოროთ, გვჯეროდეს და ველოდოთ. ველოდოთ, როდის მოვა და გვიშველის
ჩვენი ველოსიპედები აღარ მიქრის. შევერიეთ მანქანებისა და მოსაზრებების ბლანტ ქაოსს და სუნთქვაც გაჭირდა.

Advertisements
დატოვე კომენტარი

2 Comments

  1. გოგა – ველოსიპედის საბურავების მტერი 😀 😀 ეს უნდა ვანახო 😀

    “წამით ისიც გამახსენდა რომ ყველა აღმართს თავისი დაღმართი აქვს. რაც მთავარია ერთხელ კიდევ შევიგრძენი ეს.” – ხოდა ძალიან კაი :*

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: