წიგნის საერთაშორისო დღე ანუ არშემდგარი რეპორტაჟი

23 აპრილი სერვანტესისა და შექსპირის გარდაცვალების დღეა, თუმცა ამ უსიამოვნო ცნობების მიუხედავად ბიბლიოგრაფებისთვის ეს თარიღი მაინც მოლოდინის საბაბია. საქმე იმაშია, რომ ,,იუნესკო”-მ 1995 წლის სესიაზე ,,წიგნისა და საავტორო უფლებების დღედ” გამოაცხადა 23 აპრილი და რამდენიმე წელია ამ თარიღს ქართველი წიგნის მოყვარულებიც აღნიშნავენ.
თბილისის სხვადასხვა უბანში ,,მინი-ბაზრობები” მოეწყო, სადაც წიგნების შეძენა ჩვეულებრივთან შედარებით დაბალ ფასებშია შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი ადგილი პუშკინის სკვერი გამოდგა.
ხალხი უკვე შეკრებილიყო. გამომცემლობებს დახლები თავისთვის მოხერხებულად განელაგებინათ და ცდილობდნენ დღევანდელი დღის ფასდაკლებისათვის გაესვათ ხაზი. ადვილად შესამჩნევი იყო ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის,” ,,ბიბლუსის,” ,,სიესტასა” და სხვათა აბრები. ხალხი თითქმის ყველასთან თანაბრად მოძრაობდა. ზოგი კონკრეტულ წიგნს ეძებდა, ზოგი არჩევდა და ზოგიც, უბრალო გამვლელი, ზედაპირული შეთვალიერებით კმაყოფილდებოდა. ყველაზე მეტი მოთხოვნა და ინტერესი იყო სიუზენ კოლინზის რომანზე – ,,შიმშილის თამაშები,” რომლის ქართული თარგმანი ახლახანს გამოსცა ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ”. მათ პატარა სცენაც მოეწყოთ, სადაც ამ წლის ,,15 საუკეთესო მოთხრობის” ავტორები ამ მოთხრობების კრებულებით დააჯილდოვეს. პროცესს გამოაკლდა ლაშა ბუღაძე და რამდენიმე ავტორი, თუმცა ადგილზე იყო ბესო ხვედელიძე, რომელიც ამ პრემიის უცვლელი ლაურეატია მისი დაარსებიდან 2002 წელს. წლევანდელ კონკურსში ინოვაციაც დაუნერგავთ. მაისში გასამართ წიგნის ფესტივალზე ,,15 საუკეთესო მოთხრობას” კიდევ ერთი ახალი პრემია დაემატება. მკითხველის რჩეული მოთხრობის და სხვადასხვა ორგანიზაციების რჩეული მოთხრობის გარდა, წელს თხუთმეტი ავტორი ერთმანეთის ნამუშევრებს შეაფასებს და ამგვარად გამოავლენენ ამ ნომინაციაში გამარჯვებულს. ასევე, ამ გამომცემლობის სიახლეს წარმოადგენდა QR კოდი, რომელიც, ყველა ახალ გამოცემულ წიგნს ექნება დართული და რომლის გამოყენებით მომხმარებელს ამ წიგნის საიტზე გადასვლა შეეძლება.
სტილისტური კატეგორიების მიხედვით ასორტიმენტი საკმაოდ მდიდარი იყო, რასაც ვერ ვიტყვით ენობრივზე. უდავოდ დომინირებდა ქართული, მოჩანდა ინგლისური და მხოლოდ ერთ დახლზე შევნიშნე რუსულენოვანი მარკესი, კურტ ვონეგუტი და თანამედროვე კლასიკოსების რამდენიმე წიგნი.
ბიბლიოგრაფებისთვის თუ უბრალო გამლელებისთვის მთლიანობაში საკმაოდ სასიამოვნო გარემო სუფევდა, რომელსაც დიდ დინამიკებში გაჟღერებული ჯაზიც უწყობდა ხელს.

Advertisements
დატოვე კომენტარი

6 Comments

  1. Me ki mivxvdi rashic iyo saqme, magram titqos ar emtxveva teqsti da satauri ertmanets 🙂 wignis dge xoo, magram reportaji rom unda gageketebina da ar gamovida, getqva erti ori sityva magazec :)))

    პასუხი
  2. მე მინდა რომ შენ კიდევ დაწერო რეპორტაჟები :*

    პასუხი
  3. მე ვიყავი მაგრამ ვერაფერი შევიძინე ფული არ მქონდა არა და ისე მომინდა 😦

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: