ყველგან ხართ მოდებულები

როცა გულში, სადღაც რაღაც გიზგიზებს, ძნელია რაციონალურად მიუდგე ისეთ ფაქტებს, როგორიცაა მაგალითად ხელის ჩაკიდება, მიხუტება ან რამე მსგავსი პოზიტივის გამოხატულება. არაა აუცილებელი ეგრევე ვნებაზე და სიყვარულზე იფიქროთ, ამისთვის ნებისმიერი აღმაფრენის მომტანი მიზეზიც წავა.  თუნდაც კაი განწყობა ან ამინდი. თუმცა ახლა ამაზე არ გვინდა… 

,,რას გადათხლაშურხართ, აქ წამოსაწოლი ის კი არ არის?!”

სტოპ-კადრი:  მე – ბიჭი, თავი ჩემი მეგობრის, გოგოს, კალთაში მიდევს, ახლად გამწვანებული ტყის სუფთა ჰაერით ვტკბები და ჩვენს საყვარელ წიგნს ვუკითხავ. 

,,რა თაობა მოდის….”

,,გარყვნილებო….”

,,რა ოჯახში გაიზადეთ…..”

playback <<<<<<<<<<<<<<  ზემოთ ნახსენები რეპლიკები ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა, ქვეყანა აღმავლობის გზაზე დგას, ვითარდება ტურიზმი და ინდუსტრია, შესაბამისად:

,,აქ ტურისტები დადიან, დაჯდომა უნდათ და სად დაჯდნენ?! ნორმალურად დაჯექით ახლავე!!! და ყველაზე მკვლელი – ყველგან თქვენ ხართ მოდებულები!

ეგრევე ,,შეწყალების კვანტუმი” გამახსენდა, ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი ბოლო ინტერპრეტაცია, დენიელ ქრეგის მონაწილეობით. დასაწყისში ქალბატონ M-ს ზესაიდუმლო ქსელის შესახებ რომ ეუბნებიან იგივე სიტყვებს, ჩვენ ყველგან ვართო.

შეიძლება ჩვენ ყველგან არ ვართ, ახალგაზრდები, რომლებიც ზოგი კარგად, ზოგი ცუდად, კორეკტულად ან ზოგიც მართლა საზიზღრად გამოვხატავთ გრძნობებსა და ემოციებს, მაგრამ თქვენ… თქვენ მართლა ყველგან ხართ, ჩანთიანო ბებოებო! თან როგორც ვხედავ არ ხართ იქ, თქვენს ეპოქაში ჩარჩენილები, ადაპტაციასაც კი არხერხებთ და ასე თუ გააგრძელებთ ,,ევროპელობასაც” მიაღწევთ ალბათ! 

P.S. კინაღამ დამავიწყდა რომ დანაგვიანების თვალსაზრისით სრულიად არ ჩამოგვრჩებით და იმედია იმით არ იმართლებთ თავს რომ ურნამდე მისვლა გიჭირთ!

Advertisements
წინა ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

4 Comments

  1. 😀 😀
    კიდე ჩანთიანი ბებოები?! რა გითხარი მე შენ? 😀
    გააგრძელე წიგნის კითხვა კაცო, შეპასუხებით ვერ შეეპასუხები და ნერვიულობად კიდე არ ღირს :*

    პასუხი
  2. ყოჩარ თქვენს მოთმინებას, მე უპასუხოდ ვერ ვტოვებ ხოლმე მსგავს რეპლიკებს და პასუხად “თავხედი”-ც არ აყოვნებს ხოლმე 😀 მაგრამ რამაც ყველაზე მეტად გამაღიზიანა პოსტის კითხვისას, ტურისტებისადმი ფეტიშური დამოკიდებულებაა “თქვენ ჯანდაბაშიც წასულხართ, მთავარია ტურისტებმა მოათავსონ თავიანთი ევროპული საჯდომები სკამებზე” 😐

    პასუხი
    • ათიანში გაარტყი! სწორედ მაგან მომშალა ყველაზე მეტად, ფეხზე ძლივს რომ დადის და მაინც ცდილობს უცხოს კარგად შეეტენოს თან რომ არ გაუაზრებია ისე :@

      პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: