საქმიანი ადამიანი და სწერვა ერთია? ჰგავს მაინც, ხო? სულ ოდნავ…? ვისთვის როგორ ალბათ… მე თავი საქმიანი მგონია და სულ მივივიწყე აქაურობა. ახლა შემთხვევით ვიქექებოდი დაობებულ dashboard-ში და ასევე შემთხვევით შევამჩნიე, რომ პირველი პოსტი ზუსტად ერთი წლის წინ, 2011-ის 6 მარტს დამიწერია. გადავიკითხე და დაახლოვებით ისეთივე გრძნობა გამიჩნდა მისდამი, რაც შიგ იკითხება უშუქობაზე და ა.შ.
არამგონია საინტერესო იყოს იმის მოყოლა დავიწყო როგორ, რატომ და რანაირად აღმოვჩნდი აქ. პრეტენზია სოც. მედიის წარმომადგენლობაზე არც არასოდეს მქონია და თუ რამეს საერთოდ მივაღწიე ამ ნაჯღაბნების ხროვის სახით, რამოდენიმე ადამიანის დამსახურებაა. თავმდაბლობა ხანდახან = რეალობას, და ეხლა სწორედ ეს შემთხვევაა. არ ვთვლი რომ ამ 116 პოსტით, რაც ამ ერთ წელიწადში დავახვავე, ვინმეს განსაკუთრებულად შევმატე რამე. ნუ თუ არ ჩავთვლით საკუთარ თავს… ეს ყველაფერი ალბათ ჩემი მხრიდან დადებითი თუ უფრო ხშირად უარყოფითი ზედმეტი ემოციების მოცილების პროცესი იყო. და ამ ემოციების უნებლიე გამზიერებლებად თქვენ მომევლინეთ, გავკადნიერდები და ვიტყვი – ჩემი მკითხველები. ასეა თუ ისე, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის თქვენთვის. ყველაზე მეტად იმისთვის, რომ მთელ ამ სისულელეს არათუ ისმენთ, კითხულობთ კიდეც! კიდევ ვიგემე ნამდვილი კრიტიკა, რაც ძალიან, ძალიან მაკლდა თურმე. ჯოისი ჩემგან არ დადგება და არც ვაპირებ; ამ მხრივ საქმე მშვიდადაა, მაგრამ ბლოგიდან წამოსულმა სიტყვამ სხვა, საერთოდ რომ არ აქვს წერასთან საქმე, ისეთი საკითხები გამიკრიტიკა და რასაც მეტ-ნაკლებად ალბათ შედეგიც მოჰყვა.
უცებ გადავავლე თვალი გასულ წელიწადს და მივხვდი ყველაზე დიდი შენაძენი ამ ბლოგმა ადამიანების სახით მომიტანა. შეიძლება ვინმე შემედავოს, რამის კურსებზე გევლო მეტ ნაცნობს გაიჩენდიო, მაგრამ მე არავის ვედრები ამ შემთხვევაში და ის ერთი ნაპოვნი ადამიანი მირჩევნია თუნდაც რეალურად გაცნობილ ასს სხვაგან. ცხოვრება არც ისე ხშირად გვანებივრებს საჩუქრებით და ვთვლი, რომ ერთ-ერთი დიდი საჩუქარი ამ წელს მეც მერგო მისი სახით. ახლა ალბათ წევს, წიგნს კითხულობს ან ფიქრობს… შეიძლება ამ პოსტზეც, ან ჩემზე… ვიცი ხვალ ერთ-ერთი პირველი იქნება ვინც ნახავს ამ ნაწერებს და ვიცი გულწრფელად გაუხარდება. იმ ღიმილით გაიღიმებს, რომელიც ასე მიყვარს მასში და კარგად ყოფნის კიდევ რამოდენიმე წამს მაჩუქებს ამით. ალბათ ხვდებით, მაზოხიზმი არ მიზიდავს. თუნდაც იმ ღიმილის გამო ვეცდები ხანდახან მაინც ვჯღაბნო რამე, არ დაგივიწყოთ და ჩემი ეგოისტური ბედნიერად ყოფნის სურვილი ავისრულო.
კიდევ ერთხელ მხოლოდ და მხოლოდ მადლობა! არ ვიცი რა მივულოცო, მაგრამ მაინც ვულოცავ ჩემ თავს… თუნდაც იმას, რომ დღეს გაგაღიმე! გილოცავ, ჩემო თავო!!!
ONE YEAR
Advertisements
Posted by შიო on მარტი 6, 2012
https://shiosmarani.wordpress.com/2012/03/06/one-year/
გვირილა
/ მარტი 7, 2012კაია რომ დაწერე ბოლოსდაბოლოს და კიდევ ბევრი უნდა დაწერო :*
დარწმუნებული ვარ ეს თბილი სიტყვები ძალიან ესიამოვნებოდა ვისზეც წერ და დილის ლამაზად დაწყებაში დაეხმარებოდა. და კიდე მგონია, რომ მასაც ძალიან გაუხარდებოდა შენი ღიმილი, ბევრი ღიმილი 🙂
შიო
/ მარტი 7, 2012🙂
Lolipop
/ მარტი 7, 2012გუდ 🙂
შიო
/ მარტი 7, 2012tnks :*
აქსიომა
/ მარტი 10, 2012გილოცავ და მიხარია შიკ შენი ასეთი დამოკიდებულება. უფრო ნაყოფიერ და ბედნიერ წელიწადს გისურვებ. :*
შიო
/ მარტი 10, 2012მეც მიხარია რომ გამოჩნდი 🙂 უღრმესი მადლობა 😉
Nini
/ მარტი 27, 2012ერთი წლის შემდეგ საკმაოდ გაზარმაცდი. ამის ღირსი ნამდვილად არაა შენი ბლოგი 😐 აღარ მევასები ვსო 😛