ახალი არჩევანი

ეიფორია მორჩა… არც იმ ასაკში ვარ დიდხანს გაგრძელებულიყო. წამით მოვარდნილი აღტაცება ისევე დაიშრიტა, როგორც გამომხმარ ქვიშაზე დასხმული ერთი ჭიქა წყალი. წამოვწექი საყვარელ ტახტზე და რამდენადაც შემეძლო იდუმალი მზერა მივაპყარი ჭერს. არაფერი გამოვიდა, ამ უნამუსო, ცალ ფერად შეღებილმა ზედა მეზობლის იატაკის უკანალმა ერთი სიტყვაც არ გადმომიგდო. არადა როგორ ძალიან მჭირდება ახლა რჩევა… რჩევაც კი არა, რამე ისეთი… დანამდვილებით ნათქვამი, წმინდა წყლისააო, რომ იტყვიან, ზედმეტი ყოყმანისა და გადამოწმების გარეშე რომ მივყვებოდი. ვიცი რომ ყველამ ვიცით, ვიცი… დარწმუნებული ვერაფერში იქნები, ცხოვრება რთულია, მედალი… ბლა… ბლა… ბლა…

თავიდან სასიამოვნო, მაგრამ საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე დამაყენა ცხოვრებამ. ცოლი არ მომყავს, რა იყოთ?! 🙂 არც მთლად აინშტაინის გამოთვლებია საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად, უბრალოდ წარმოიქმნა სიტუაცია, რომლის დაუფიქრებლად გადაწყვეტამ, წლების წინ გამოიწვია ქაოსი რის მაგვარიც ალბათ პერესტროიკის მერე არ ახსოვს ქვეყნიერებას. ვიცი, ვაჭარბებ! მერე რა? ჩემთვის იქნებ ჰქონდა კიდეც შესაფერისი გლობალური მნიშვნელობა. მთავარი ეს არაა, მთავარი ისაა, რომ დროა ამას წინათ ყურმოკრული ანდაზის ამოქმედებისა… დაახლოებით ასე ჟღერდა – ნუ ეძებ მიზეზებს, ეძებე გზები… ხოდა ვეძებ მეც. და-google-ვა მაინც შეიძლებოდეს რომელი ჯობია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამ პლანეტის ტექნიკურ-მატერიალური ბაზა ამდენს ვერ ქაჩავს და ერთადერთი გზა ამა თუ იმ გზის შესამოწმებლად მასზე გავლაა. ხოდა ავდგები ხვალ და წავალ. თუ არ გაამართლებს და იქ სადმე გავეკვეხე, არ დამზარდეთ და ზემოთ მოყვანილი ანდაზა შემახსენეთ, რომ უკან გამოსაგნები დრო ათასგვარ სისულელეში არ დავკარგო.
ერთმა ადამიანმა მასწავლა ნაკლები მეფიქრა ხვალინდელ დილაზე მაშინ, როდესაც ის მაინც დადგება ცოტა ხანში. აჰა, მეც არ ვფიქრობ… რეგის ,,ორწვეთიანი” რიტმი სასამოვნოდ აგუბებს ყურებსა და აწმყოს. დაღლილობისგან ჩამძინებია და სიზმრად სითბო ვნახე. არც მზე იყო, არც ცეცხლი და არც ,,კერასინკა”. იყო ისეთი, მხოლოდ მე რომ მათბობს. ალბათ შეგშურდათ, თორემ საცოდავი აკუმულატორის გამო ჩემი გაღვიძება იქნებოდა?! შურიანებო, მე ხომ მხოლოდ ვთბებოდი…

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

2 Comments

  1. “ნუ ეძებ მიზეზებს, ეძებე გზები…” – სრულიად ვეთანხმები 😉
    ჯერ ერთი, იფიქრე პოზიტიურად – აუცილებლად გაამართლებს ხვალინდელი დღე, სად წავა აბა?!

    სწორია, ჯერ აწმყო და მერე მომავალი 😉
    სითბო კიდე სიზმრის კი არა, ცხადის გექნება და თან ძალიან ბევრი.

    პასუხი
  2. პოსტი კარგი საკითხავი იყო, მაგრამ ბოლომდე რომ ჩავედი,ცოტა იმედი გამიცრუვდა, ოდნავადაც ვერ მივხვდი რა ახალ არჩევანს ეხებოდა შენი პოსტი, არადა როგორ დავინტრიგდი 😛

    P.S შემნა იდუმალმა მზერებმა ხომ მომკლა რაა 😀 კიდე კარგი “ხარბად არ შეისრუტე ჰაერი” 😀

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: