რომ მწვანდება, იფოთლება,

ტოტებს არხევს ქარი,

ნელი სითბო იფოფრება,

ჩუმად იხდის ქალი…

ძალთა თეთრთა დაგროვებას,

მკერდით ვიწყებ, ვხვდები

ამ ლოდების აგორებას

ჯანი უნდა, ხვდები?

პირველ წვიმას შევაგებებ

გაფითრებულ სახეს,

ნებას მივცემ მღელვარებას,

დაგიძახებ სახელს…

მაშინ მოხვალ, უთბილესო,

გამეხსნება მუჭი,

თითქოს ნაზად უკბინესო,

დაწითლებულ ტუჩით

შემეხები, როგორც მაშინ

ფიფქებიან ღამეს,

და ეს თრთოლვა მთლიან ტანში

მოგიყვება რამეს…

რამეს, სულზე… სიყვარულზე…

როგორ კვდება ვარდი,

იმ მხურვალე ღამის გულზე,

მე რომ შემიყვარდი… 

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

4 Comments

  1. რა თბილიაააა, საოცრად ტკბილი ლექსია ^_^ :*

    პასუხი
  2. რომ მწვანდება, იფოთლება,

    ტოტებს არხევს ქარი,

    ნელი სითბო იფოფრება,

    ჩუმად იხდის ქალი…

    😀 ( იხდის და კიდე რო აცვია ეგ სიტუაციააა ? ) 😀
    – – – – – – – – – – –
    ძალიან მომეწონა ეს ლექსი ჩემო კარგო :*

    პასუხი
  3. ერთხელ კი ვთქვი,მაგრამ ახლაც ვიტყვი… ძალიან მელოდიური ლექსები გაქვს ^.^

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: