მამათა და შვილთა

მინდა მჯეროდეს, ნებისმიერი ცრუ რწმენა და მისი გამოხტომები მხოლოდ ჩვენივე მოფიქრებული ილუზიაა და მეტი არაფერი! თამამი ნათქვამი გამომივიდა, ვერაფერს იტყვი… მინდა კი?! არ ვიცი.
ვიცი, რომ იყო დრო, როდესაც მომავალს დღევანდელი სახით ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი… ათასგავრი მიზეზის გამო ახლა ეს ასეა და ყველაფერი ის, რამაც დღევანდელობას ხელი შეუწყო განვითარებაში თითქოს წარსულშიც დარჩა, თუმცა… თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეცდომა შეძლებისდაგვარად გადახარშულ-გააზრებულია და მისი მეორედ დაშვება სრული იდიოტიზმის ტოლფასია, მაინც წამოყოფს ხოლმე რამოდენიმე თავს და სულ თუ არაფერი, გულის რევის მაგვარ შეგრძნებას ტოვებს სადღაც შიგნით…
წარსულს არ მივტირი, უბრალოდ ყელშია ამოსული ორი, სამი და თუნდაც შვიდი წლის წინანდელი სიტყვები, სიტუაციები და დიალოგები, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ჩემი ცხოვრების ამდაგვარად წარმართვაში. ყელშია ამოსული, რადგან მათდამი რაციონალური მიდგომა თავისთავად ნიშნავს მათ გაუვნებელყოფას, თუმცა ზემოთ ნახსენები გულის ამრევი სუნი ისევ ასდით და საკმაო რაოდენობით დაგროვებისას, მაინც ჯიუტად წამლავენ განწყობას.
სწორედ რომ სიჯიუტეა ეს ყველაფერი, თორემ ამდენი ხნის მანძილზე შეიძლებოდა თუნდაც ლექსიკონის, ან ტონის შეცვლა, თვალების გახელა ან დახუჭვა, სხვა ხედვა, სმენა, რამე… ოღონდაც სხვა! არაფერი იცვლება და წლების მანძილზე შექმნილი სტერეოტიპი ისევ განაგრძობს ძველი ტყავით არსებობას, თითქოს მართლა ისევ ის გულუბრყვილო ბიჭი ვიყო, თექვსმეტი წლისას ჩემი რომ მეგონა სამყარო და ნებისმიერი კომპლიმენტის მჯეროდა გულწრფელად.
იქნებ საერთოდაც არ შევცვლილვარ და შესაბამის ურთიერთობასაც სრულიად უსაფუძვლოდ ვითხოვ? იქნებ მართლა არ არსებობს ადამიანის გარდასახვა და ეს მართლა ილუზიაა, რომელიც ხანდახან გვესიზმრება?! თუ ასეა, მაშინ დიდი ხანია სიზმარში ვყოფლვარ და ვერ ვხვდები… ერთია მხოლოდ, როგორ მწვდება რეალობა აქ, ზმანებაში როგორ შემოდის? როგორ ახერხებენ ასე ძლივს შეკოწიწებულ იმედებსა და გეგმებს წამში რომ გამიცამტვერებენ და სიცარიელის სურვილს მიჩენენ?! ასეთ მომენტებში უბრალოდ მინდება კენიის ან სულაც ალიასკის რომელიმე გადაკარგული სოფლის მკვიდრი ვიყო, რომ არავის არ ვცნობდე და მარტოდმარტო ვზიდავდე ჩემს თევზს სახლში. მეორე წამსვე იგივე გეგმებს ჩემი დაუკობელი ჰუმანიზმი მიმსხვრევს და ჩემების გარეშე ცხოვრება, კენიაში კი არა პლეხანოვზეც შეუძლებლად მიმაჩნია.
ვაღიარო მინდა, ხანდახან მგონია რომ ერთადერთი ვისაც შეიძლება ჩემი ესმოდეს ეს ფურცელია. ჩუმად, ხმის ამოუღებლად მიგდებს ყურს და ყოველთვის მეთანხმება. თითქოს მხოლოდ ჩემს აზრს იზიარებს და მისით ცოცხლობს. ასეთ მომენტებში ცოტა ღალატიც გრძნობაც მეუფლება თუმცა მერე ყველაფერს ერთად ვიკიდებ… გადავსებულ ბლოკნოტსაც და გაგებასაც, შემოპარულ ცრუ რწმენებსაც და იმ იმედებსაც, რაც გამაჩნია… ყველაფერს რისი დაკიდებაც კი ჩემი მორალის ფარგლებში ასე თუ ისე ეტევა და ამგვარი ,,რესტარტები’’ გარშემო მიკრიბავენ ადამიანებს, რომლებითაც ვსულდგმულობ, რომლებიც გაუაზრებლად საშინლად მიყვარს და რომლებიც ჩემი მოქმედების სრულ საბაბს წარმოადგენენ!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

10 Comments

  1. ასე მეგონა მე დავწერე .. “…სწორედ რომ სიჯიუტეა ეს ყველაფერი, თორემ ამდენი ხნის მანძილზე შეიძლებოდა თუნდაც ლექსიკონის, ან ტონის შეცვლა, თვალების გახელა ან დახუჭვა, სხვა ხედვა, სმენა, რამე… ოღონდაც სხვა!”

    პასუხი
  2. ხშირად წერე…
    და ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც შენ გგონია ხოლმე.

    პასუხი
  3. მე რესტარტს შევეშვი, ძირითადად “დილეითს” ვხმარობ 🙂

    პასუხი
  4. ” ასეთ მომენტებში უბრალოდ მინდება კენიის ან სულაც ალიასკის რომელიმე გადაკარგული სოფლის მკვიდრი ვიყო, რომ არავის არ ვცნობდე და მარტოდმარტო ვზიდავდე ჩემს თევზს სახლში. მეორე წამსვე იგივე გეგმებს ჩემი დაუკობელი ჰუმანიზმი მიმსხვრევს და ჩემების გარეშე ცხოვრება, კენიაში კი არა პლეხანოვზეც შეუძლებლად მიმაჩნია. ”
    მახსოვს მეც ეგრე ვიყავი ხოლმე ოღონდ კენიაში არ მსურდა წასვლა :დ ( მონაზვნად წავალთქო გავიძახოდი ) :დ 😀 მე ძალიან სულელური ხასიათი მაქვს მაქსიმუმ 4 საათი მჭირდება და ბრაზი სადღაც ქრება :)) 😀 შემდეგ საკუთარ თავს ვადანაშაულებ ფიცხი ხასიათისთვის (!)
    Ну и что что я дура,зато я такая одна!!! 😀 :*

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: