ჩემი უსაქმურობა

ხო მჭირდება აშკარად! მოხედვა თუ მიხედვა… ორივე მჭირდება.

გავზარმაცდი ამ ბოლო დროს და სხვის პახმელიითა და ღორის ხორცის მონელებით სავსე საახალწლო დღეებს თუ ირონიით ვუყურებ, არც მე ვარ ნაკლები. უსაქმურობის პიკს მიღწეულს უკვე ნელ-ნელა საკუთარი თავი მბეზრდება. ,,დილით’’ 12 საათზე ადგომებმა იმატა და ასე თუ ისე შეკოწიწებული სისტემა მთლიანად სადღაც გაქრა, რომელიც ჩემთვის სასარგებლო და საინტერესო საქმიანობების გარკვეულწილად გაწერილ სქემას წარმოადგენდა. ყველაზე მთავარი ის იყო რომ ამ საქმიანობების უმეტესობას შეძლებისდაგვარად ვასრულებდი და შედეგით არც მთლად უკმაყფილო ვიყავი ახლა კი უბრალოდ არაფერს ვაკეთებ.
თავი დასვენებით გავიმართლე, მაგრამ ის დილით წაკითხული წიგნიც კი იმდენად უაზროა, რომ არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს და მხოლოდ ისედაც გაფლანგული დროის გამყვან საშუალებად მევლინება. ვაკვირდები და უფრო და უფრო ვრწმუნდები, ყველაფერი უაზრო და სულელური პირობითად უსაქმური ადამიანების ქმედებიდან გამომდინარეობს. აქედან დასკვნა: რაც შეიძლება სასარგებლო საქმით უნდა ვიყოთ დაკავებული ზოგადად, რათა არ მოხდეს ჩვენი ისედაც დათვლილი წამების მოხმარება ქაოსისათვის.
სანამ დღის ყველა მონაკვეთი კონკრეტულად მქონდა დაკავებული არ მეცალა ისეთი მომაბეზრებელი და უკვე ყელში ამოსული რამისთვის, როგორც ჩემი ავადმყოფობაა. უკვე ალბათ მართლა ბევრს მოვაბეზრე თავი ამაზე ლაპარაკით და ნურც ნურავინ შემედავება, რადგან მე თვითონ ვეღარ ვიტან მის ხსენებას. არადა ფაქტი ფაქტად რჩება… მაშინვე როგორც კი საფიქრალად მეტი და თითქმის მთელი დრო მომეცა, ეგრევე თავი იჩინა ამ ზედმეტად გესლიანმა და მწვანე ჭაობმა. თავიდან თითქოს ძველი ნაცნობივით მომიკითხა, რომელმაც იცის, რომ მაგრად არ მეპრიანება მისი დანახვა და მაინც მიღიმის. მერე უფრო და უფრო შემომეჩვია უკვე იმდენად მიფათურებს ხელებს, რომ ერთი სული მაქვს თვის ბოლო როდის დადგება ისევ გადავუძახო იმ ყველაფრის იქეთ, საიდანაც მის ხმას ვეღარ გავიგონებ. მანამდე მოწამლული ხასიათის გამოსწორების მცდელობაში ბევრ შეცდომას ვუშვებ… უფრო სწორედ ბევრი რამე მავიწყდება, რისი გაკეთებაც სავალდებულო და სასრგებლოა, თუმცა მე ამ დროს ჩამომსვლელ ესკალატორზე არბენას ვცდილობ და ეს მაშინ, როდესაც ქვემოთაც შემიძლია მოღვაწეობა. ალბათ პრინციპის ამბავია… პრინციპის, რომელმაც არაერთხელ დამღუპა…
ყველაფერი არც ისე ცუდადაა. და საერთოდაც არაა ხოლმე ცუდად. მთავარია ხომ ისაა, ჩვენ როგორ ვუყურებთ და ვხედავთ. ხოდა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ და ახერხებენ, დამანახონ ყველაზე ბლანტი საგნებიც კი ისე, რომ ლაღი ცხოვრების სურვილი დამიბრუნდეს. სურვილი უკვე რაღაცაა და არა მხოლოდ… სურვილი დასაწყისია ბრძოლისა, რომლის წაგება-მოგებას აზრი თავიდანვე არ გააჩნია ამ კუთხით. იგი უბრალოდ უნდა არსებობდეს, რომ არ დაირღვეს ადამიანის სულის ერთიანობა. ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერ შემთხვევაში საქმის კეთება მომღიმარი სახით ჯობია მუდო და უემოციო განწყობით არსებობას.
მეც სხვა გზა არ მაქვს… ვზივარ და შეძლებისდაგვარად ვუყურებ ყველაფერს ნათელი მხრიდან. ხოდა სწორედ მაგ მხრიდან ამდენმა ფიქრმა, რაღაც მაინც მომიტანა ისეთი, რომ გამეღიმა და თან სიღრმისეულად… დავფიქრდი და ვიგრძენი რომ ვიღაცას ვენატრები. თან ნამდვილად ვენატრები და არა მხოლოდ სიტყვებითა და მესიჯებით. შეიძლება არც არასოდეს გამქრალა ჩემდამი მონატრება, მაგრამ რატომღაც განსაკუთრებით ახლა ვიგრძენი და შესაბამისად განსაკუთრებით მესიამოვნა კიდეც! ყველაფერს დაფასება უნდაო ხოდა ვაფასებ. იმედია მანამდე დავაფასებ სანამ დავკარგავდე… დაკარგულს ვაფასებ და ვცდილობ ახლანდელი შევინარჩუნო იმ დანისლულ წარსულში, რომელზე ფიქრისგან ჯერ თავს ვიკავებ და ვფიქრობ სწორადაც ვიქცევი. იმედია დაფასებას წარმატებით განვახორციელებ და დანაკარგი მინიმალური იქნება… წარმატება მისურვეთ 😉

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

8 Comments

  1. teomamulashvili

     /  იანვარი 8, 2012

    აი რას გვიკეთებს ახალი წლის არდადეგები :დ

    პასუხი
    • აბა აბა… სამაგიეროდ ამ კომენტარს რომ ვწერ ერთი საათია ფეხზე ვარ უკვე. არდადეგები დამამარცხებს?! :D:D:D

      პასუხი
  2. ერთი წამით მარტო არ დაიტოვები რა 😀 მაშინვე სისულელეებს ფიქრობ 😦 ხომ გახსოვს რისი უფლება არ გაქვს? ცუდად ყოფნის. ხოდა, არც და ვერც იქნები 😉

    პასუხი
  3. იგივე სენი მჭირს ზუსტად.. : ) უსაქმურობის ჭაობში ცავეფლე და თოკსაც ვერ ვხედავ, რომ ამოსვლა შევძლო.. 🙂

    პასუხი
  4. წარმატებებს გისურვებ მთელი გულით:) და კიდევ დროის ნაყოფიერად გამოყენებას:)

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: