ჩემი ახალი

როგორც ქუხს ისე არ ელავს თუ პირიქით… აღარ მახსოვს. ან სად მაქვს მაგის თავი? არა, მთვრალი არ ვარ ორიგინალური მშრალი კანონის წყალობით, არც პახმელია მაწუხებს. უბრალოდ ამ საახალწლო ორომტრიალში თითქოს ყველა გაგიჟებულა და მეც მათთან ერთად. არავის სცალია ჩვეული და არა ჩვეულებრივი ცხოვრებისათვის. ყველა გულმოდგინედ ცდილობს გამოიყენოს ეს პერიოდი და ახალი წლის დღეები საკუთარი ბედნიერების პიკად აქციოს. დიდი ხანია თოვლის ბაბუის ზუსტი ვინაობა მაქვს დადგენილი და დიდი ხანია მისი სამსახურიც შევითავსე საკუთარი თავისთვის. წერილებში და მელანში ფული და ენერგია მეზოგება, საკუთარ თავს მილიონნაირ საჩუქარს ვუკვეთავ დღეღამის ნებისმიერ დროს და საკუთარი თავითვე ვფიქრობ როგორ მივართვა იგი საკუთარ თავს. გამონაკლისი არც ეს წელი ყოფილა და საჩუქარიც არც მთლად ურიგო გამომივიდა. შეიძლებოდა ყველაფერი გაცილებით ბრჭყვიალა, ციმციმა და ლამაზი გამოსულიყო, მაგრამ რას ვიზამთ, ქუხილი და ელვა ისევ არ დაემთხვა ერთმანეთს. ყური მოვკარი მსგავს ფრაზებს: ,,რას ველოდები ახალ წელში?’’ ,,რა დავტოვე ძველში?” და ა.შ. მეც დავფიქრდი და დავიწყე ჩამოთვლა ჩემთვის: სამსახური, პერსპექტივა… ბლა! ბლა! ბლა! ისევ დეკემბერს მივადექი და ისევ საჩუქრებს. მერე ვიფიქრე, რომ ადრეა ჯერ მაგაზე ფიქრი როგორი და რანაირი გამოვა. აქ კი გამახსენდა რომ როგორიც არ უნდა იყოს, მაინც ყველაზე მაგარი იქნება, იმიტომ რომ აწ უკვე წარსულს მიბარებულ 2011-ში ვიპოვე ის, ვინც ჩემს ყველა უვარგის საჩუქარს და არა მხოლოდ, იდეალობის დონეზე აფერადებს. გაივლის ეს რამოდენიმე დღეც, ყველაფერი დამშვიდდება და დაჭაობდება ისე, როგორც იყო ერთი კვირის წინ. დარჩება მხოლოდ მოგონებები ამ ჯადოსნური ღამისა და მისი მომდევნო რამდენიმე დღის. შეიცვლება კალენდარის სახე და არ შეიცვლება მისი შემადგენელი დღეების აღწერილობა. რა გვიშლის ვიყოთ ბედნირები მარტში? რა გვიშლის მისტიკურ ღამედ ვაქციოთ პირველი ქუხილიანი ცა მაისსში? ალბათ შესაძლებლობები, მწირი და ამოწურვადი. დრო, რომელიც არ გაგვაჩნია, რომელიც არ შეგვიძლია ვაჩუქოთ საკუთარ თავს და ზამთრის ყინვიან ერთ კვირაში გვინდა ჩამოვირეცხოთ მთელი წლის სიდამპლე. დიახ, ასე იქნება თუ ასე ვიფიქრებთ, მაგრამ გონებას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია და თუკი დანარჩენ თერთმეტ თვეს ოდნავ მაინც გავადღესასწაულებთ ეს პერიოდი რომელსაც მთელი წელი ველოდებით გაცილებით უკეთესად და ლამაზად ჩაივლის ვიდრე ორკვირიანი გადაბმული ლოთობა ან რამე მსგავსი და მილიონჯერ აპრობირებული. ყველას თავისი შეხედულება აქვს და ყველა თავისებურად იგებს იდეალს. მიხარია, რომ ძველი წელი შენაძენის გარეშე არ გამიშვია. მიხარია, რომ ახალს იდეალურად არ შევხვდი. მიხარია, რომ ყველაფერი არც ისე კარგად მაგრამ საკმაოდ განსხვავებულად იყო. მიხარია, რომ ეს წლების მერეც მემახსოვრება და მას დილით ნაჭამი ხაში არ დამავიწყებს. მიხარია, რომ გვერდზე მეგობრები მიდგანან. მიხარია, რომ მათ არ სწამთ სტერეოტიპების და მიხარია, რომ ახალი წელია! ახალი პერიოდი, რომელსაც შემდეგი ახალი წლის მოსამზადებელ ეტაპად ვაქცევ. რომელსაც 366 დღედ გავანაწილებ და ვეცდები ყოველი მათგანი შეძლებისდაგვარად გავავსო პატარა ახალი წელით. ყველას გილოცავთ ახალი იმედების და პერიოდის დადგომას ცხოვრებაში! კარგია თუ ცუდი, ახალი თავიდან მაინც არის სასიამოვნო და სხვა თუ არაფერი წინსვლის ნიშანი მაინცაა. ამ წინსვლის აჩქარებასა და ხანგრძლივობას გისურვებთ, რომ მომავალი ,,ახალი’’, გაცილებით მაღლიდან იწყებოდეს!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

14 Comments

  1. ვერაფერს იტყვი… ოპტიმიზით შეხვედრილხარ ახალ წელს :)))) გილოცავ ! თოვლის ბაბუს სტუმრობას და საოცრებების დაჯერებას გისურვებ!!! :)))

    პასუხი
  2. არ ვიცი, როგორ ახერხებ, რომ ყოველთვის, როცა გკითხულობ, მეუფლება შეგრძნება, რომ პირისპირ ზიხარ და მესაუბრები, თანაც ერთობ კარგად და მეც ისე შემომეკითხება ხოლმე შენი ნაწერი, უკან მოხედვასაც ვერ ვასწრებ. გილოცავ მეც და წარმატებებს გისურვებ 🙂

    პასუხი
  3. like like.. 😉 ეს წელი მე უკვე მიყვარს თავისი უჩვეულოდ განსხვავებული დასაწყისით 😀 Happy New Year 😛

    პასუხი
  4. მეც გილოცავ! და გეთანხმები! 🙂

    პასუხი
  5. გილოცავ:):)გისურვებ რომ სულ ასეთ ოპტიმისტურ განწყობაზე იყო:):)

    პასუხი
  6. პირველ რიგში, katerina -ს რომ არ დავეთანხმო არ შემიძლია..ეს 1000-ჯერ მაქვს შენთვის აქ, თუ პირადად ნათქვამი, მაგრამ 1001-დაც გავიმეორებ.. მეორე ის, რომ მაისის იდეა მეც ძალიან მომწონს.. )) წარმატებულ და ბედნიერ წელს გისურვებ : )

    პასუხი
    • გაიხარე გენაცვალე! მეც გილოცავ და გისურვებ რომ არასოდეს გქონოდეს გარშემო გაურკვევლობა, დანარჩენს ვიცი, მოახერხებ! 🙂

      პასუხი
  7. როგორ მიყვარს პოზიტიური პოსტები ^_^ თან რეალურია ამავდროულად. მეც მინდა ყოველი დღე იყოს პატარა ახალი წელი… და იქნება კიდეც, ნახე თუ არა 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: