ბოდიში

მინდოდა სულ სხვა თემაზე დამეწერა და შესაბამისი განწყობაც არ მაკლდა, მაგრამ მუსიკამ და მისთანებმა იმდენად ჩამითრია, რომ საერთოდ ვეღარ ვხვდები საით მიქრის გონება. 90-იანების სამყაროდან ძნელია აზროვნება. იქაურობა იმდენად ბურუსითაა მოცული რომ შორსმჭრეტველობით ცოტა თუ დაიკვეხნის. ვერც მე დავიკვეხნიდი და არც იყო საჭირო. მაშინ პატარა, ბავშვური ბავშვი ვიყავი… ჯინსის კომბინიზონითა და თურქული ბოტასებით. ისეთივე, როგორც ყველა და ალბათ სხვებზე ცოტა უფრო მეტად მიამიტიც. ბევრი შეცდომა მომსვლია დაუფიქრებლობით, მაგრამ შემდეგ იმდენი მხრიდან ვაანალიზებდი მომხდარს და ვიბეჭდავდი გონებაში, რომ წლების მერეც კი ვერ შლის დრო.
ერთი თავისი საქმის ფრიადად მცოდნე ადამიანი მეკამათებოდა ამას წინ შენ წყენას გულში ინახავ და რაც დრო გადის უფრო და უფრო გიღრმავდებაო. არადა ამ დროს მხოლოდ ერთი საათითა და თხუთმეტი წუთით შემოიფარგლება მთელი ჩვენი ურთიერთობა. რა თქმა უნდა არ დავეთანხმე, თუმცა წიგნებში დაწერილ დოგმას და რამდენადაც მივხვდი მის ურყევ ხასიათს წინ აღარ აღვუდექი და შევეშვი. ჩემი თავისა ყველაზე უკეთ მე ვიცი და წყენებიც სად რა მაქ შენახული, ეგეც ჩემი საქმეა. მერე გამახსენდა თვითონვე რომ თქვა, ყველა ადამიანს ვერ მიუსადაგებ ამ ნორმატივებსო. უკვე გვიანი იყო კამათი და ან რა საჭიროა… ხო ეს ქალიც იმ 90-იანების აღზრდილი იყო და იმიტომ გამახსენდა. პლიუს წყენაც და მოყვა რა სიტყვას…
ახლა არც 90-იანი წლებია და არც კომბინიზონით დავდივარ. წინასწარი განსჯის უნარი და ვალდებულება გამაჩნია, თუმცა მაინც ხდება შემთხვევები, როდესაც სრულიად უწყინარი და ერთი შეხედვით მარტივი სიტუაცია ცუდად იძაბება. თითქოსდა მეგობრული, მიღებული და ყოვლად უწყინარი ერთი სიტყვა, ჟესტი ან ქმედება ხანდახან დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ახლობლებზე და უკეთესი ვარიანტია თუ ამას ეგრევე გვეუბნებიან. შემდეგ ეს ბოდიშის მოხდითა და ყველაფრის სწორად გააზრებით მთავრდება, თორემ ხომ არის შემთხვევებიც, როდესაც გულში ჩაკლული ასეთი მცირე ნაპერწკლები დიდ ხანძარს აჩენენ?! ყველაზე ბოლოს ასეთი შეცდომა უახლოეს მეგობართან მომივიდა და რაც ძალიან საშინელება იყო, ის, რომ საკუთარ სიმართლეში ოდნვაც არ მეპარებოდა ეჭვი სანამ თვითონ არ დამანახა და არ დავუფიქრდი. უშეცდომო არავინაა და ამაზე მგონი ილუზიებსაც არავინ იქმნის მაგრამ მაინც ცუდია როცა ელემენტარულ მომენტებში საწყენად ვიქცევით ალბათ ყველაზე მეტი სწორედ ამ კუთხით გვმართებს დაფიქრება თორემ რთულ სიტუაციებში გაგებაც შესაბამისია და მოთხოვნაც პიროვნებისადმი.
ბოდიში არ მომიხდია… შემრცხვა კიდეც ასეთ სისულელეში რომ ჩავიჭერი და იმ მომენტში ვიფიქრე რომ უბრალოდ ეს სიტყვა ძალიან ბანალური იქნებოდა. ეს უბრალოდ ჩემი აღსარეებაა და ზოგადად კი ჯობია შესაბამის სიტუაციებს რაც შეიძლება მეტად ავარიდოთ თავი. ყველაზე ახლობლები ხომ გვერდით ადამიანები გვყვავს და მათი გაფრთხილება პირველ რიგში გვმართებს ალბათ…

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

13 Comments

  1. რაღაცნაირი პოსტი იყო^^

    პასუხი
  2. მეც ბევრჯერ მომსვლია მასე.. ძალიან თავდაჯერებული ვარ და რასაც ვამბობ ვაწვები ბოლომდე, მაგრამ ბოლოს თუ მიმახვედრებენ რომ ვცდები ბოდიშის მოხდის არ მცხვენია.. : )
    P.S. 90-იანი წლების გახსენებამ მეც ძალიან გამართო წეღან : )

    პასუხი
  3. უფ, კარგია ალბათ ვიღაცას რომ მოუხდი ბოდიშს… მე რატომღაც არავისთან მიწევს, უფრო ხშირად აქეთ აქვთ მოსახდელი 🙂 თუ ვინმესთვის მაქვს პატიება სათხოვნელი, მხოლოდ მკვდრებთან. 90-წლებზე ვიხალისე 🙂 ეს მართლა რაღაც იყო, საოცრად საზიზღარი, არასდროს რომ მომენატრება, ისეთი.

    პასუხი
  4. დიდი პლიუსია, როცა ადამიანს შეუძლია შეცდომების აღიარება.
    ვფიქრობ, ძალიან გაუხარდება იმას ამის წაკითხვა, ვისაც ეკუთვნის შენი “აღსარება”.

    თუ გვეცოდინება სად შევცდით, გამოსწორებაც მარტივია მერე.
    და მართალი ხარ, ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ.

    პასუხი
  5. გაუხარდება თუ არა ვნახავთ 🙂 ახლა ჯერ სძინავს მშვიდად 😀

    პასუხი
  6. ოოოოჰ რა კარგი ხარ შიო ბიძიკოოო ^.^

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: