ნოსტალგია

ხოოო…
რისი თქმა შეიძლება ამ ყველაფერზე გარდა იმისა, რომ არსებობს მაინც ამ ქვეყანაზე რაღაც?… არსებობს! თან როგორი და თან რამდენი?! 2000-იანი წლების, იმედი-L-ის ერთ-ერთი განთქმული რეკლამიდან მოყოლებული სასიამოვნო მოულოდნელობები არ გველევა ან…
ან უბრალოდ გარემოს გასაფერადებლად ვახალისებთ და ერთმანეთს ვუკავშირებთ გარკვეულ მოვლენებსა და ფაქტებს. ზოგიერთი სრულ დამთხვევამდეც კი მიგვყვავს, მაგრამ მთავარი ეს არაა. მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფერს თავისი შედეგი აქვს და ეს შედეგი დადებითია ძირითადად.
ჩემთვის სულერთია, გინდათ მისტიკას დააბრალეთ, გინდათ დამთხვევას… მე და შენ რაღაც მომენტში, რაღაც ერთ დღეს ერთნაირად ვფიქრობდით, ერთსა და იმავე საგანზე. ეს უკვე დადებითი ემოციაა, ყოველგვარი გაფორმების გარეშე. თუმცა შემდეგი მისი განვითარება და ,,ნავაროტკები’’ ამ თემას განსაკუთრებულ ელფერს აძლევს. 
ვიჯექი, მეჭირა ხელში კალამი და გაფანტულად მოძრავი ფიქრების ფონს ბავშვების საგამოცდო პროცესი წარმოადგენდა. რატომღაც მაგიდაზე დახვავებულ ბილეთებს დავხედე და ერთ-ერთის რეპლიკამ ბებიამისის დროის გამოცდების თაობაზე, სწორედ ის დრო გამახსენა, ოღონდ ცოტა სხვა კუთხით. თვალწინ მრგვალსათვალიანი ჯმუხი ლექტორი წარმომიდგა, რომელიც გატანჯულსახიან სტუდენტებს, საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ისტორიას სძალავდა და უკმაყოფილო სახით ავსებდა გაყვითლებულ უწყისებს. დღეს ცოტა იმდროინდელი ტექნიკის გამოყენებით, მაგრამ მაინც პროექტორისა და ფერადი პრეზენტაციების დახმარებით საკუთარ აზრს ვაფრქვევდით, რაც ნიშანდობლივად მშვენიერი პროგრესია. ადვილი, ნაყოფიერი და კიდევ ერთხელ პროგრესული, თუმცა….
თუმცა იყო იმ დროშიც რაღაც (და არა მარტო ის), რაც საოცრად მიმზიდველი და დღევანდელობისაგან განსხვავებულია. ყველაზე ბანალურად რომ ვთქვა, არ იყო ინტერნეტი და მეტიც რომ არ გაწვალოთ, იყო წერილები. ნამდვილი, ქაღალდის წერილები, რომელიც დღეების, კვირების და ხანდახან თვეების განმავლობაშიც გზაში იყო. კონვერტის გახსნით დაგვირგვინებული მოლოდინის მთელი ეშხი დღეს დაახლოებით ოც წამში გაშვებულმა და მიღებულმა მესიჯებმა შეცვალა. გათენებული ღამის და დაფიქრებული, გააზრებული ტექსტის წერა კლავიატურის რამდენიმეწამიანმა წკაპუნმა გააქრო და….
და სადღა გავაგრძელო, მე ხომ მთელი არსებით ვარ მომხრე ტექნიკური პროგრესისა. თუმცა დღეს დავფიქრდი, რომ შეიძლება ამ სახით იმალება ჩემში ის ანტიკვარიატის მოყვარული რაღაც ნაწილაკი, რომლისაც აქამდე არ მესმოდა. ჩემი ტრადიციული, შუალედური პოზიციიდან გამომდინარე მეილს მივადექი და გავჩერდი. სხვა გზა არც მქონდა, საფოსტო მომსახურება იმდენად ძვირია, რომ ყოველგვარ რომანტიკას აკვანშივე აშთობს. იაფიანი მომსახურეობა იმდენად უიმედოა, რომ შეიძლება დუმბაძის ზურკელას ბებიასი არ იყოს, შენი წერილი ღმერთმა უწყის (და არა ფოსტამტმა), სად აღმოჩნდეს. ნუ ბევრიც რომ აღარ ვილაპარაკოთ ამ მიმართულებას განვითარების პერსპექტივა არ გააჩნია მით უმეტეს ცხოვრების რიტმის ასეთი აჩქარების პირობებში და ის სამუდამოდ დარჩება ერთეული ,,ანტიკვარიატის კოლექციონერების’’ ნადავლად.
ეს რამოდენიმე სტრიქონი წამებში გადავხარშე გონებაში და ლამის ყველა კოცნა (:*) და ჩეხუტება (hug) შემზიზღდა ოდესმე მიწერილი, თუმცა ამის საშუალებას აბა ვინ ან რა მომცემდა და გადავწყვიტე საგრძნობლად მომეკლო ვირტუალური ელემენტები ჩემი ცხოვრებიდან. გადავწყვიტე და არც თუ მალე დამავიწყდა ამის შესახებ, ახლაც მახსოვს, მახსოვს მაგრამ მაინც გეფერები, გკოცნი და გეხვევი შენი ქსელი ჯეოსელივით და ჯეოსელით.
ეს იმდენად გაგვიჯდა, რომ შაქრის მაგივრად ყავის სმისას (coffee) სმაილს ვხმარობთ და მეტი არ გვჭირდება. სადღაც WWW-ში ვაბირჟავებთ, მოგვყვას ცოლები, ვკარგავთ ქალიშვილობას, კაცობას და სამშობლოს, ვიღებთ სისხლსა და ვირჩევთ აღმსარებლობას, ვიძენთ მილიონობით მეგობარს და მთელი არსებით ვიხსნებით მათთან, მაშინ როცა რეალურად რომ შევხვდეთ შეიძლება ხელიც კი არ ჩამოვართვათ. მთელი საუბარი რამოდენიმე გადაბმული სიტყვისგან შედგება და აზრების ნაგლეჯების შეკოწიწებით ვცდილობთ და ვიქმნით კიდეც წარმოდგენას როგორც ზოგად საგანზე, ასევე გარკვეულ ადამიანზე ისე, რომ მის თვალებში არც კი ჩაგვიხედავს.
მე ვიცი რა ფერია შენი თვალები… მე ჩამიხედავს მათში და მინდა უფრო ხშირად გიყურო! მე მინდა გადავაგდო ყვითელი არაფრის მაქნისი სმაილიკი და ჩემი ხორკლიანი ხელით შევეხო შენს მკერდს. მინდა ამისთვის სილა მივიღო და არა ტონა მესიჯის მეათასედი ნაწილი…
შეამოწმეთ მეილები და გამოიყენეთ იგი აზრების დასალაგებლად, ეს ხომ სხვა სამყაროა, გაცილებით მშვიდი და ნელი სოციალური სამყარო, რომელიც ასე ძალიან გავისისხლხორცეთ!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

10 Comments

  1. სამწუხაროდ ჩვენმა თაობამ უკვე აღარ ვიცით გაყვითელბული ფურცლების ეშხი:)

    პასუხი
  2. კი მართლაც სწავლა არსადროსაა გვიან:)

    პასუხი
  3. კი, მაგრამ მეილიც და ის ძველი წერილიც ვირტუალურია და არა რეალური. თუმცა, გეთანხმები, აქვს თავისი ხიბლი.
    ზოგადად ვირტუალურობას რაც შეეხება, მესმის შენი, ხანდახან ჩახუტების და კოცნის სმაილიკები პირიქით მოქმედებს და ნერვებს მიშლის 🙂
    რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რეალური ურთიერთობები მაინც სხვაა, თუნდაც იგივე თვალებში ჩახედვის გამო, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩახუტებაზე 🙂
    კაია, რომ იცი თვალის ფერი 🙂 რა ფერია? 😀

    პასუხი
  4. ჰმ, რამდენ კარგ თემას შეეხე ეხლა შენ… და რა კარგად შეეხე… შემოვედი და ვეღარ გავაღწიე აქედან)))) ეხლა სულ მომნატრებიხართ უნდა ვარიგო… )))
    ბოლო ნაწილი მომეწონა განსაკუთრებით… რამდენიმე აბზაცში ჩატეული რეალობა და ნამდვილი ურთიერთობების ნამდვილი მონატრება…

    პასუხი
    • დიდი ხანია არ გამოჩენილხარ და მიხარია აქ რომ ხარ! 🙂 შენს ახალ ბლოგზც არ შემომიხედავს კაი ხანია…
      რაც შეეხება პოპსტს ალბათ ერთერთი ხარ იმათგან ვისაც მთელია არსებით შეუძლია გაიგოს 😉

      პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: