________________

ამ მელოდიას თუ ავყვები, შენი ხათრითაც,
მკერდში გული ძგერს ცეროდენა, მცირე ტანითა,
მხოლოდ შეხებით გავიხარებ მეთქი ამითაც,
მაგრამ მოვტყუვდი, მომენატრე მთელი წამითა.

მას შემდეგ ვჯღაბნი ამ ნაწერებს დროის უთქმელად,
შემომეცალნენ აბეზარნი თითქოს სუყველა,
მარტო ნოტების ჩამესმება ნაზი სუფევა,
აკორდების ხმას ფეხს ვაყოლებ, ჩუმად, სულ ნელა.

მთვარისფერ შუქზე თეძოს არხევს მუზა ფარული,
რითმებით მავსებს, მავიწყდება სხვა სიხარული,
და მისი მზერა, გამოწვევა თითქოს მალული,
მისი შიშველი სილუეტი, სუფთა ქალური…

მავიწყებს სხეულს, მიწებებულს ქვეყნიერებას,
გამაფრენს ზემოთ, დამპირდება ბედნიერებას,
ვიცი ოდესმე უკუვაგდებ ცნობეირებას,
გონებით ალბათ გავაგრძელებ სნობის ფერებას.

მკერდიდან მკერდში გადაცემით იხარებს სითბო,
დათბება, ზამთარს გაზაფხულმა გაუსწრო თითქოს,
შენი თვალების ელვარება ისევე მიხმობს
და პოზიტივით გაჯერებულ თბილისშიც კი თოვს.

თმას მოწებებულ ფანტელებზე მოგეფერები,
ჩაგიკრავ მაგრად, ჩაგჩურჩულებ – ,,მომე ხელები…”
დახუჭულ მზერას დაგაუვლის მდორე ფერები,
ტუჩებს შეგახებ… მიმიქარავს უფრთოდ ფრენები!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

10 Comments

  1. sheyvarebul adamians sheudzlia mxolod ase gamoxatos grdznobebi:)

    პასუხი
  2. ვინა მე?! მე და სიყვარული?! რას ამბობ… 😀

    პასუხი
  3. მკერდიდან მკერდში სითბოს გადასვლა ნამდვილად შესაძლებელია 🙂

    პ.ს. ყოჩაღ, პასუხი გისწავლია 😛

    პასუხი
  4. თმას მოწებებულ ფანტელებზე მოგეფერები,
    ჩაგიკრავ მაგრად, ჩაგჩურჩულებ – ,,მომე ხელები…”
    😉 რომ არ ვგრძნობდე იმას რასაც ეხლა ვგრძნობ ( ცარიელი ვარ) ვიტყოდი რომ სიყვარული “ასწორებს” თუმცა რავიცი .:D

    პასუხი
  5. შიო ბიძიკო რა რომანწიკაა 🙂
    ძალიან მელოდიურია,რავი მე ასე მეჩვენება და… :):*

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: