ბოდიში

მინდოდა სულ სხვა თემაზე დამეწერა და შესაბამისი განწყობაც არ მაკლდა, მაგრამ მუსიკამ და მისთანებმა იმდენად ჩამითრია, რომ საერთოდ ვეღარ ვხვდები საით მიქრის გონება. 90-იანების სამყაროდან ძნელია აზროვნება. იქაურობა იმდენად ბურუსითაა მოცული რომ შორსმჭრეტველობით ცოტა თუ დაიკვეხნის. ვერც მე დავიკვეხნიდი და არც იყო საჭირო. მაშინ პატარა, ბავშვური ბავშვი ვიყავი… ჯინსის კომბინიზონითა და თურქული ბოტასებით. ისეთივე, როგორც ყველა და ალბათ სხვებზე ცოტა უფრო მეტად მიამიტიც. ბევრი შეცდომა მომსვლია დაუფიქრებლობით, მაგრამ შემდეგ იმდენი მხრიდან ვაანალიზებდი მომხდარს და ვიბეჭდავდი გონებაში, რომ წლების მერეც კი ვერ შლის დრო. (more…)

Advertisements

ნოსტალგია

ხოოო…
რისი თქმა შეიძლება ამ ყველაფერზე გარდა იმისა, რომ არსებობს მაინც ამ ქვეყანაზე რაღაც?… არსებობს! თან როგორი და თან რამდენი?! 2000-იანი წლების, იმედი-L-ის ერთ-ერთი განთქმული რეკლამიდან მოყოლებული სასიამოვნო მოულოდნელობები არ გველევა ან…
ან უბრალოდ გარემოს გასაფერადებლად ვახალისებთ და ერთმანეთს ვუკავშირებთ გარკვეულ მოვლენებსა და ფაქტებს. ზოგიერთი სრულ დამთხვევამდეც კი მიგვყვავს, მაგრამ მთავარი ეს არაა. მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფერს თავისი შედეგი აქვს და ეს შედეგი დადებითია ძირითადად.
ჩემთვის სულერთია, გინდათ მისტიკას დააბრალეთ, გინდათ დამთხვევას… მე და შენ რაღაც მომენტში, რაღაც ერთ დღეს ერთნაირად ვფიქრობდით, ერთსა და იმავე საგანზე. ეს უკვე დადებითი ემოციაა, ყოველგვარი გაფორმების გარეშე. თუმცა შემდეგი მისი განვითარება და ,,ნავაროტკები’’ ამ თემას განსაკუთრებულ ელფერს აძლევს.  (more…)

________________

ამ მელოდიას თუ ავყვები, შენი ხათრითაც,
მკერდში გული ძგერს ცეროდენა, მცირე ტანითა,
მხოლოდ შეხებით გავიხარებ მეთქი ამითაც,
მაგრამ მოვტყუვდი, მომენატრე მთელი წამითა.

მას შემდეგ ვჯღაბნი ამ ნაწერებს დროის უთქმელად,
შემომეცალნენ აბეზარნი თითქოს სუყველა,
მარტო ნოტების ჩამესმება ნაზი სუფევა,
აკორდების ხმას ფეხს ვაყოლებ, ჩუმად, სულ ნელა.

მთვარისფერ შუქზე თეძოს არხევს მუზა ფარული,
რითმებით მავსებს, მავიწყდება სხვა სიხარული,
და მისი მზერა, გამოწვევა თითქოს მალული,
მისი შიშველი სილუეტი, სუფთა ქალური…

მავიწყებს სხეულს, მიწებებულს ქვეყნიერებას,
გამაფრენს ზემოთ, დამპირდება ბედნიერებას,
ვიცი ოდესმე უკუვაგდებ ცნობეირებას,
გონებით ალბათ გავაგრძელებ სნობის ფერებას.

მკერდიდან მკერდში გადაცემით იხარებს სითბო,
დათბება, ზამთარს გაზაფხულმა გაუსწრო თითქოს,
შენი თვალების ელვარება ისევე მიხმობს
და პოზიტივით გაჯერებულ თბილისშიც კი თოვს.

თმას მოწებებულ ფანტელებზე მოგეფერები,
ჩაგიკრავ მაგრად, ჩაგჩურჩულებ – ,,მომე ხელები…”
დახუჭულ მზერას დაგაუვლის მდორე ფერები,
ტუჩებს შეგახებ… მიმიქარავს უფრთოდ ფრენები!

%d bloggers like this: