ერთი წელი

დღეს დიდი დღეა! განსაკუთრებული… ალბათ არც ერთ თქვენგანს არ ახსოვს და არც უნდა ახსოვდეს, თუმცა ეს სწორედ ის დღეა… ყველაფერი ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო, 2010 წლის 30 ნოემბერს…
საერთოდ ხშირად ხდება ისე, რომ ყველაზე დიდი უბედურება და უსიამოვნება, მაშინ გვატყდება თავს, როცა ამას საერთოდ არ მოველით. ყოველთვის ცამოწმენდილზე დაემხობა ხოლმე ქვეყნიერება ძირს და ამოსუნთქვისაც კი გვეშინია, ისეთ ეფექტს იძლევა. შეიძლება რაღაც ცხოვრებისეულ კანონზომიერებასაც მივაწეროთ ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე მხრიდან ცოტა უფრო სხვანაირადაც შეიძლება ამის დანახვა… წარმოიდგინეთ, რაღაც მცირე ნაწილით მაინც ფიქრებისა, წინასწარ გრძნობთ, რომ რაღაც შეიძლება ისე ვერ მოხდეს, მაშინ თუ ეს მოხდება, იგი ნამდვილად აღარ იქნება იმდენად შემაძრწუნებელი. იქნებ ყველაფერი საშინელი სულაც არაა საშინელი და მისი ხანდახან ,,აღმატებული’’ ხარისხი წინა წუთებისა და წამების განწყობიდან გამომდინარეობს? არსებობს მეორე ვარიანტიც… იქნებ ესა თუ ის მოვლენა მართლა იმდენად საშინელია, რომ მის ფონზე წინა მომენტი ცამოწმენდილად ჩანს?… ეს ალბათ ინდივიდუალური ხედვისა და გადაწყვეტის საქმეა და იმაზეა დამოკიდებული საერთოდ რამდენად სერიოზულად უყურებს ადამიანი ამ საკითხს.
ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, დაახლოებით იმ დროს, როცა ამ ტექსტს ვწერ, ცუდად გავხდი… არ დამმართნია ინფარქტი, არც გული წამსვლია, არც საავადმყოფოში დავუწვენივარ, უბრალოდ შეუძლოდ შევიქმენი. აღსანიშნავია არა მხოლოდ მანამდე რამოდენიმე საათიანი ,,უდარდელობის” მომენტი, არამედ მთელი წლები, რომლებიც ძირითადად გულისკარნახითა და საკუთარი თავისადმი უპასუხისმგებლობით სავსემ გავატარე. ვფიქრობდი ყველაფერზე, რაზეც არ იყო საფიქრალი. ვიგონებდი ემოციებს და იმათ კი, რომლებიც გამაჩნდა, პირიქით, გულში ვიმარხავდი. შედეგად ჩემმა ზედმეტად არარაციონალურმა ცხოვრების სტილმა განაპირობა ის, რომ ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს უბრალო შეუძლოობის გრძნობამ იმდენად დიდი ეფექტი მოახდინა ჩემზე, რომ მეორე დღესვე, ანუ 1 დეკემბერს საფუძვლიანად შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება.
მას შემდეგ ერთი წელი გავიდა. ფიქრისა და განსჯის ერთი გრძელი წელი. სახლში გამოკეტილმა მივიღე საკმაოდ დიდი გამოცდილება ისეთ საკითხებში, რაზეც მანამდე წარმოდგენაც არ მქონია. დავუფიქრდი ისეთ საგნებს, რასაც ადრე სრულ იგნორს ვუკეთებდი და შესაბამისად მთელი ჩემი ცხოვრება სინამდვილეში რუტინული, ერთფეროვანი ქმედებებისგან შედგებოდა, რომლებსაც მე, აღსანიშნავია და, დიდი ოსტატობით ფერადად ვრთავდი. ვრთავდი ვისთვის არც ვიცი და უველაზე მთავარი კი ისაა რომ ამას სრულიად ბუტაფორულად ვაკეთებდი პოტიომკინის მსგავსად.
ვერ ვიტყვი რომ ცოტათი მაინც მივაღწიე სრულყოფილებას ამ ერთ წელიწადში, მაგრამ ვფიქრობ ახლა შესავალის დონეზე მაინც მაქვს იმაზე წარმოდგენა, რას უნდა მივაქციო ყურადღება ცხოვრებაში, რა პრინციპებით ვაწარმოო ურთიერთობა განსაზღვრულ სოციუმთან და ხანდახან გულწრფელი სინანულის გრძნობაც კი მეუფლება, ახლანდელი ცოდნა რომ მქონოდა ერთი წლის წინ, იქნებ კი არა და ყველაფერი რადიკალურად სხვანაირად იქნებოდა. თუმცა მიუხედავად ამისა, სერიოზულად მეეჭვება, ყველა იმ სირთულისა და პრობლემის გვერდის ავლით რაც ახლა გამაჩნია, ის ყოფილიყო უკეთესი. ალბათ ყველაფერი რაც ხდება უკეთესობისთვის ხდება, ან ყველა ვარიანტში ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ უკეთესობისთვის გამოვიყენოთ, შესაძლებლობების დონეზე მაინც.
დღესდღეობით, ისევ შეფუთულ და შეიძლება ითქვას საკმაოდ უიმედო მდგომარეობაში მყოფს, მაინც მიხარია რომ ცოტათი მაინც ვისწავლე გონების გამოყენება ცხოვრებაში და წარსულისაგან განსხვავებით ვიცი ვის უნდა ვენდო, ვისი იმედი მქონდეს, ვის მივმართო დახმარებისთვის დ ავის არა, ვისთან რა დისტანცია დავიჭირო და ყველაზე მთავარ რაც არის რეალურად მეხატება საკუთარი, საკმაოდ მწირი, მაგრამ მაინც საკუთარი პერსპექტივები. სწორედ ამიტომ, ერთი წლის მერე მე ჩემ თავს წარმატებას ვუსურვებ! საკმაოდ გამოსადეგი რამეა და თქვენც, ვინც თავს უბადრუკად თვლის, ან პირიქით ცხოვრება ფეხქვეშ გაქვთ გაგებული, ყველას გჭირდებათ იგი და თქვენც ყველას, ჩემი თამადობით, წარმეტებები!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

10 Comments

  1. აღსანიშნი დღე გქონია კალენდარში კიდევ ერთი ))

    პასუხი
  2. კიდევ უიმედო მდგომარეობა? იმედი მაინც დაიტოვე, სხვა თუ არაფერი 🙂
    არადა, ყველაფერი კარგად იქნება, ნახე თუ არა 😉
    წარმატებები :#

    პასუხი
  3. “წარსულისაგან განსხვავებით ვიცი ვის უნდა ვენდო, ვისი იმედი მქონდეს, ვის მივმართო დახმარებისთვის დ ავის არა” – ადრე არ იცოდი ხომ?

    მე მაინც ძველი შიო უფრო მომწონდა 😉 ახალი ჩემთვის ზედმეტად დეპრესიული, ეგოისტი და ჩაკეტილია.. ასე, რომ გონების გახსნის და ახალ პერსპექტივებების აღმოჩენის შემდეგ ძველი სილაღეც სადღც გაქრა 😉

    პასუხი
    • ზოგი ვიცოდი, ზოგი არა…. რაც ვიცოდი გამიმტკიცდა.
      რაც შეეხება ახალ შიოს, არ შემიძლია არ დაგეთანხმო რადგან ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდი და ჯერაც იქ ვარ თუმცა მუდოობას ნამდვილად არ ვაპირებ 🙂

      პასუხი
  4. ვისთვის როგორ 😉

    პასუხი
  5. შიო ბიძიკო 🙂 რა დეპრესია იგრძნობა ღმერთმანი :/ :შ:შ

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: