არჩევანი

თეთრი, ოდნავ მუქფერდაკრული ფაფარი თითქოს შენელებულ კადრშიაო, ბრწყინვალების გრძნობის აღმძვრელად მოძრაობდა და წამით გაოფლილ ლამაზ თვალებზეც ეფარებოდა…
შავის ძლიერი, დაკუნთული სხეული გამრჭოლად მიაპობდა დაძაბულ ჰაერს. მკერდი გამალებით უცემდა და ერთი მთლიანი ყოვლისშემძლე მექნიზმის სახედ წარმომდგარიყო…
გნიასი ჩაჩუმებულიყო, მღელვარე ტრიბუნები უძრაობაში გაკვეხილიყვნენ, მხოლოდ მე ვარსებობდი… ორი ულამაზესი ცხენის გულისცემა მესმოდა… აქა-იქ ოდნავ აკარებდნენ ფლოქვებს ქვიშიან ზედაპირს და ისრებივით მიქროდნენ გამარჯვებისკენ.
სუნთქვაშეკრული სულაც არ ვიჯექი. დრო ბევრი მქონდა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენებოდა. ვიჯექი და ვფიქრობდი, რომლის გამარჯვება უფრო მინდოდა? სიმპათიები არათუ იხრებოდა, მთლიანად გადაზნექილი იყო თეთრისკენ, მის შუბლზე ჩამოშლილ თმას ჭკუიდან გადავყავდი, ისეთი ლამაზი იყო. მის უსაზღვროდ ჭკვიან და ღრმა თვალებს დავეტყვევებინე და ვგრძნობდი, სადღაც შიგნით ვგრძნობდი, რომ ჩემიანი იყო… თითქოს უპირობო ლიდერად დამესახა კიდეც და წინასწარ გავიხარე მისი პირველობით.
ჯიბეში ხელი ჩავყავი და ამობეჭდილი ქაღალდის ნაგლეჯი ამოვიღე, ტოტალიზატორის ბილეთი იყო და ზედ საკმაოდ სოლიდური, შეიძლება ითქვას დიდი თანხის მოგების შანსი იყო ასახული, შავის გამარჯვების შემთხვევაში. თავი ავწიე, ორივე ერთად მიქროდა და ისევ მინდოდა თეთრს გადაესწრო…
ისევ დავხედე დაკუჭულ ქაღალდს…
შავი მაძლევდა უამრავ ფულს და თეთრი კი იმ რაღაც საოცრად ტკბილ გრძნობას, ასე რომ მიბნებავდა გონებას. ამასობაში ფინიშის ხაზი გადაკვეთეს და ამაყი ჭიხვინით შეჩერდნენ.
ტაბლოს ავხედე….

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

4 Comments

  1. და? 🙂 მიდოდა გაგრძელებულიყო…

    პასუხი
  2. ყველაფრის თავი და თავი ფულიაო ხომ ამბობდი 🙂
    მაგრამ გრძნობა და ფული ერთმანეთს გამორიცხავს ხოლმე?

    პასუხი
    • ვამბობდი და როგორ გითხრა აზრი არც ახლა შემიცვლია მთლად მაგრამ ეს ცოტა რთული თემაა და არაა ასე ადვილად გასარჩევი 🙂

      პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: