და ტაკ პროსტო… :)

Fuck, რამდენი ხანია აღარაფერი დამიწერია, ამიტომაც ალბათ ეს პოსტიც რაღაც დიდი უაზრობა გამომივა მაგრამ არც იმიტომ ვწერ ახლა, რომ არიქა ოღონდ ახალი რამე ავტვირთოთქო. უბრალოდ მინდა რაღაცნაირად სადმე დავიცალო ბოლომდე.

საიდუმლოების გამხელას არ ვაპირებ და არც პიკანტური პირადული ამბების მოყოლას. რაც მსგავსი რამე მაწუხებდა კი გავანდე ვისაც საჭირო იყო და ღვთის წყალობით ასეთი ,,საჭირო” ადამიანები მუდამ იქ და მაშინ არიან, სადაც და როდესაც უნდა იყვნენ. რისთვისაც კიდევ ერთხელ და არანაირად ბოლოჯერ, მხოლოდ მადლიერებას გამოვხატავ.

რაღაც ,,რაზგონივით” მაქვს აღებული და თითქოს დოგმასავითაა, ძალების უკანასკნელ ნაპერწკლამდე უნდა ვირბინო, რომ მიწაზე სრულიად გათავისუფლებული  დავეცე და მერე სულიერად განწმენდილმა განვაგრძო ხეტიალი ქაოსურ ფიქრებსა და გრძნობებში ამ დამპალი, მაგრამ მაინც თბილი ქალაქის ძველი ქუჩებით რომ ისერება.

ჰმ, უფრო და უფრო ვრწმუნდები მუსიკის ძალაში და ბლინ, მეშინია კიდეც ხანდახან რომ წარმოვიდგენ რა შეუძლია…  ენტონი ბერჯესსაც განუცდია ალბათ ერთხელ მაინც თორე საიდან გადმოსცემდა თავისი ,,გმირის” ასეთ დამოკიდებულებას ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის მიმართ?! მართლა არსებობს, ბეთჰოვენზე არ მაფანატებს, მაგრამ მუსიკას შეძლია სუნთქვის შეკვრაც და სრული გათავისუფლებაც. ამისთვის სრულიად არაა საჭირო გამძლე იოგები და კრინის დონის ხმა, შიგნიდან რასაც გაცლის სრულიად უხილავია…

გავრეკე ახლა და არც არავინ მაჩერებს სიბრძნეების ყრაში. თუმცა აჰა და მიდი არ აყვე ახლა ამას….

კაი ამასაც შევეშვათ. ხმამაღლა რომ ვიფიქროთ დაგვიშლის ვინმე?  თუმცა  აქამდე რას ვაკეთებდი? სასაცილოა ბევრი რამ რაც გარშემო ხდება თუმცა უმეტესობა მხოლოდ იმიტომ, რომ სატირალი არ იყოს. ………………………… კლავიატურა ამებნა იმდენ რამეზე ვფიქრობ ერთდროულად და მეშინია ამოყრილი კლავიშები არ შემრჩეს ხელში. სად არის მოსვენება და მშვიდი ცხოვრება? წამს არ გაცლის, თითქოს დავიჯერე კიდეც ამ სასწაულის და ისევ რამოდენიმე დიდი საკითხი წამომეჭიმა ასარჩევად და გადასაწყვეტად. მიხარია რომ რაღაცით მაინც მაღლა ვდგავარ ვიდრე ერთი წლის წინ (ნუ მე ასე ვგრძნობ და რავი), ადამიანებს ცოტა კი არა საკმაოდ სხვა თვალით ვუყურებ და ვაფასებ, ბევრი რამის დანახვა ვისწავლე და ვფიქრობ მეტსაც ვისწავლი.

დავიწყე ტრაბახი და წამომაძახა აგერ მარჯვნიდან ისევ ისეთი მერყევი ხარო. მერყევი არ ვარ, ალბათ უბრალოდ ისევ ისე ყველაფერს ერთად ვედები და ყველაფერზე ერთად ვფიქრობ, რაც მერე საშინლად მიშლის ხელს გადაწყვეტილების მიღებაში. ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, ალბათ პროირიტეტების უფრო მკაფიოდ დასახა უნდა ვისწავლო. ყველაფერი დროის ამბავია, მაგრამ გვეყოფა კი იგი?

დრო მართლა ძალიან ცოტაა და ჩვენ კი სულელი ადამიანები იმის მაგივრად რომ ლამის დათვლილი წამები ნაყოფიერად გამოვიყენოთ ვსხედვართ და ჩემი არ იყოს უაზროდ ეკრანს მიშტერებიდან დაწყებული მუცელზე და ჭამაზე ფიქრით დამთავრებული ხვარჯავთ მათ.

რამდენი ტატუც არ უნდა გავიკეთოთ მხარზე წარწერით sainT მაინც ბევრი გვიკლია იქამდე ყველას და მხოლოდ ის დაგვრჩენია რომ როგორც მიუწვდომელ მიზნამდე ისე მაინც ვისწრაფვოდეთ იქითკენ და გზადაგზა იქნებ რამოდენიმე მარცვალი სიყვარულიც დაგვცვივდეს სადმე. წავედი ახლა თორემ ბოლომდე დავიჯერებ ჩემივე სიტყვებს და მერე თქვენ მკითხველებს შეიძლება ათი ამდენი სისულელეც მოგახვიოთ თავს.

კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს ასეთი უაზრო და მშრალი პოსტისთვის. სათაურადაც არ ვიცი რა დავაწერო, თემაც კი არ გააჩნია, ასე რომ იმედია შემინდობთ ამ ერთხელ და სხვა თუ არაფერი კარგი მელოდიის მოსმენაში არ ჩათვლით ამ დროს დაკარგულად რაც წაგართვით დაუკუთხავად. ყველას გილოცავთ წინასწარ გიორგობის დღესასწაულს!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

6 Comments

  1. და კიდევ, რამდენიც უნდა ვეცადოთ, მხრებზე ფრთები არ ამოგვივა! 🙂

    პასუხი
  2. კაია, როცა გინდა რამე თქვა და ამბობ.
    “ბევრი რამის დანახვა ვისწავლე და ვფიქრობ მეტსაც ვისწავლი.” – ეს ფრაზა განსაკუთრებით მომეწონა და გამიხარდა 🙂 კაია, რომ შეძელი და კიდევ შეძლებ, ნახე თუ არა.
    და კიდევ, ბოდიშიც მოხდა რაღა იყო? ბლოგი შენია და უნდა წერო იმაზე, რაც გაგიხარდება. მკითხველი თვითონ გადაწყვეტს წაიკითხოს თუ არა, ბოდიშები რა საჭიროა? 🙂

    პასუხი
  3. gilocavt:)gfaravdet yvelas wminda giorgi:)bodishis moxda araa sachiro..vetanxmebi gvirilas visac ar unda ar waikitxavs:d

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: