The fallen leaves


ადრინდელი, შეიძლება უფრო მეტი ხნისაც კი, სურათები სწრაფად აღდგა გონებაში და ქაოსური თანმიმდევრობით ეცვლებიან ერთმანეთს. უფრო გახუნებული, მოშავ-თეთრო ფერისა და უფოკუსოდ დარჩენილნი მხოლოდ შორეულ, ოდნავ შესამჩნევ გრძნობასავით რაღაცას მიტოვებდნენ. სამაგიეროდ არ მიტოვებდნენ ეჭვს, რომ ყველანი წარსულის იმ განყოფილებაში ჩავყარე საიდანაც უკან იშვიათად ბრუნდება ვინმე ან რამე…
ბოლო დღეებში შემოჩვეული სუსხიანი და ბოროტი ქარი ყოველგვარი მოწყალების გარეშე ხვეტავს ყვითელ ფოთლებს მიწიდან და ფეხებში მირტყამს. თითქოს უნდა მაგრძნობინოს, რომ არ ვდგავარ და მივდივარ სადღაც, რაღაცისთვის მაგრამ მივდივარ… ,,ისეთი ძლიერია, მანქანიდან რომ სახეს ვყოფდი ხოლმე ბავშვობაში ის არაფერია ამასთან’’ – ვფიქრობ უკვე საკმაოდ გათოშილი და მწვანე თბილისის გაყვითლებულ ნარჩენებს ფეხით ვურევ. ეს კი ისევ აიტაცებს და ზედ მაყრის. დამარხვა უნდა ჩემი და არ იცის რომ ერთ გორაკად მოგროვილს მაინც არავინ გააჩერებს ამდენ ფოთოლს. აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, რომ მოვა ცეცხლს მისცემს, ან სულაც ბოროტად დაშლის და გააღავებს. ერთიანობის გვეშინია…
სურათები ვახსენე და ერთ-ერთი ყველაზე დიდხანს შემომრჩა ეპიდიოსკოში. კუნთები ძალიან დაძაბული, კრუნჩხვის პირას მისული და წამოწითლებული მაქვს. ნებისმიერი ზედმეტი მოძრაობა ფიზიკურ ტკივილს მაყენებს და მაინც შიგნიდან რაღაცნაირად ბედნიერი, მთელი ამ მტვრიანი და უმოწყალო ქარის გასწვრივ ფერად უბნებს ვხედავ. ალბათ მსგასება დღევანდელობაშიცაა და ამიტომაც არ კარგავს ეს კადრი კონტრასტულობას…
კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე როგორ ძალიან მიყვარს ეს ქალაქი ნეხევრად ცარიელ მდგომარეობაში. თითქოს მთელი ჩემი გრძნობა-ემოციები იმდენად ბევრია რომ ვერ ეტევა ხალხით გადავსებულ ქუჩებში. პიკის საათის დროს კი უიმედოდ, სადღაც ზემოთ, ცისკენ პოულობენ გასაქანს… შორს ამ კვარტალიდან, რაიონიდან შორს! დღეს კი, როცა გარშემო ჩემი სახლებია, უბნები, უშუალოდ შემიძლია შევეხო მათ, კოსმოსში გაქცეული აურა მიბრუნდება და მთელი არსებით მინდა ის შენც გაგრძნობინო.
რაღაც-რაღაცეებს ჩემთვისაც ვიტოვებ. ყველაფერს არ ვიტყვი და ეგოისტურად მარტო მე გავიხარებ ამ წვრილმანებით. თქვენ მაინც ვერ მიმიხვდებით იმიტომ, რომ ეს მხოლოდ შემთვის განკუთვნილი სიხარულია, ჩემივე შექმნილი და გამოგონილი. როცა ჩემს ხელს კიდევ ერთხელ შეეხები ასეთი სითბოთი, მაშინ გავიხსენებ სწორედ და ერთ პატარა ნაწილაკს კიდევ დავამატებ, რომ ოდესმე შენით ბედნიერების ოკეანე მოვაგროვო და შენც გაგინაწილო…

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

5 Comments

  1. me ver gavimete potoebi gadasayrelad. dgesac sapuleshi midevs erti patara surati romlis amogebac meshinia… meshinia saxes rom davxedav guli ar gamicherdes… isedac dzlivs mipetqvas sadgac shors, sigrmeshi, yrud…. arasodes damaviwydeba arcerti wami ertadyopnis… da arc is pirveli siyvaruli romlitac dgemde avad var…. 😦

    პასუხი
  2. დარწმუნებული ვარ, ბოლო სოტყვების ადრესატი თუ წაიკითხავს ამას და მიხვდება, რომ მასზე ამბობ, ესიამოვნება ეს სიტყვები 🙂
    სიხარული კიდევ შეიძლება სულ არ იყოს შენი გამოგონილი, უბრალოდ ახლა ასე ფიქრობდე.

    პ.ს. ფოტოც და მელოდიაც საშინლად უხდება 😉

    პასუხი
    • იმედია მიხვდება 🙂 რაც შეეხება სიხარულს, ეს ის თემაა ნაწილობრივ აბსტრაქტულ სამყაროში რომ არსებობს ამიტომაც არ შეგეკამათები ეს ყველანაირად შეიძლება იყოს :))

      პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: