ერთი წვიმიანი დღე

ქუჩას ნახევრადმდუმარედ ასველებდა მუქი ღრუბლების გადმონასროლი მასა. გაწუწული ცუგა, ღობის ძირში აშკარად აღარ ფიქრობდა რომ ზაფხული წავიდა. სუსხშეპარული სიცივე მოახლოვებული ზამთრის ნიშანი იყო და ეს უკანასკნელიც ალბათ იმას ახმარდა თავის ძაღლურ გონებას ახლა, რომ როგორმე მოეფიქრებინა მომავალი რამოდენიმე თვის გადასატანი ადგილი.
ქუჩის ,,რაზვაროტზე’’ წყლის მილი გახეთქილიყო და რამდენიმე დღეა ქალქაქის მერიის თანამშრომელები თავდადებით ებრძვიან შეუჩერებელ ჭავლს. ნარინჯისფერ უნიფორმებში გამოწყობილები წერაქვებითა და შეწუხებული სახეებით ჩუმად დააბიჯებენ ტალახის დიდი გროვის გარშემო.
დაცვის მსუქანი თანამშრომელი ჩაწოლილი ცელულიტების გამოსაფერთხად გამოსულა თავისი ჯიხურიდან და უინტერესო სახით ადევნებს თვალს მოცურებული მანქანიდან გადმოსულ ახალგაზრდა ბიჭს, თავისი ფარების ნამსხვრევებს რომ დასდგომია თავს და ცდილობს რაც შეიძლება მშვიდად გამოიყურებოდეს მამასთან დამტვერეული მანქანის წარდგენის წინ.
მძიმედ ჩაიარა ყვითელმა ავტობუსმა. მუშების მიერ წინა დღით გათხრილ ადგილას დიდ გუბეში საზარელი ჭრიჭინით გატოპა ცალი ბორბლით და შუშებზე სახეებით აკრულ მგზავრებს კიდევ ერთი წამიერი ტანჯვა აჩუქა.
გარეთ მეც გამოვიხედე… ყველანი გაშეშებულიყვნენ… გაწუწული ცუგა, წყალკანალის მუშები, დაცვის მსუქანი თანამშრომელი, დამტვრეული მანქანის მძღოლი, ავტობუსის შუშებზე აკრული სახეები, ყველასთვის თითქოს დრომ გაჭედა ყველას თვალები მხოლოდ ცალ მხარეს იყო მიმართული და გაყინულ მდგომარეობაში გაჩერებულიყვნენ.
ქუჩის ბოლოში, თეთრი ფარფაშა კაბით, შავი კოლგოტითა და მაღალი ჩექმებით, ქოლგიანი გოგონა მოდიოდა. თამამი ნაბიჯით ჩამიარა გვერდით და ახლაღა შევამჩნიე რომ წვიმა უკვე აღარ მინდობდა და გამალებით მირტყამდა ცივ წვეთებს სახეში. მარცხნივ გავიხედე…
ქუჩის ბოლოში თეთრი ფარფაშა კაბით, შავი კოლგოტითა და მაღალი ჩექმებით, ქოლგიანი გოგონა მიდიოდა… გავეკიდე…

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

7 Comments

  1. ეს ჩანახატი მოთხრობის ეპიზოდად გამოდგება, ალბათ კიდეც გამოიყენებ :). მომეწონა თეთრი კაბით შექმნილი დისონანსი, ცოტა თეთრ კაბაზე შავი კოლგოტი ვერაა მთლად კარგი შეხამება, მაგრამ თვითონ სურათი მართლაც კარგია .

    პასუხი
    • თეთრი კოლგოტი დაესვრებოდა 😀 ისე მაგის მომხრე საერთოდ არ ვარ მაგრამ შესცივდებოდა სხვანაირად :D:D:D

      პასუხი
  2. გაგრძელება იქნება? იყოს რა? რა წესია ეს დაინტრიგება? :დ
    მომეწონა : ))
    კეთილი იყოს ჩემი პირველი კომენტარი აქ ^_^

    პასუხი
  3. კაი აღწერითი პოსტია, ლამისაა მეც მაქ ვიყავი 🙂

    პ.ს. ბოლო ფოტო ძალიან მიყვარს, ანიმირებულიც ვიპოვე საცხა და გულმოდგინედ ვინახავ 😀

    პასუხი
  4. გადმოუშვი სკაიპში 😉

    პასუხი
  5. აუ რა მაგარია! მომწონს მაგრად! ხო ისე კაი იქნებოდა გაგრძელება! ინტრიგაა გავეკიდე! გაეკიდე და … მერე რა მოხდა?! 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: