საღამო

ზამთრისპირული გამომშვიდების სითბო ისევ შერჩენოდა სასიამოვნოდ სუსხიან ჰაერს. მოვაბიჯებდი ძველებურად მარტო სინათლის ქალაქის ქუჩებში და ხარბად ვისრუტავდი წარსულის გრძნობებით გაჯღენთილ ჰაერს. ალბათ ადრე სიგარეტს გავუკიდებდი და მარჯვენა ხელზე შემცივდებოდა, მერე პაპიროსს ტუჩების კუთხეში მოვაქცევდი და ბოლო ნაფაზის შემდეგ კარგად დამუღამებული მანევრით გავიქნევდი შორს. ახლა აღარ ვეწევი, ბევრ სხვა რამესაც აღარ ვაკეთებ მაშინდელს. ბევრი რამე შეიცვალა და ბევრ ახალთან ერთად მიხარია, რომ ის ძველებური გრძნობები უბრალო გასეირნებამ დამიბრუნა ხალხისგან ცარიელ ქუჩებში. მოვაბიჯებ ამდენი ხნის მერე აწ უკვე ახალ ტრუტუარზე და მაშინდელივით ვგრძნობ რომ ასეთი ქალაქი უფრო მიყვარს… ნახევრად ცარიელი, მშვიდი და დაძინებული. ლამპიონების განათება სასაცილო რამეებს უშვება ჩემს ჩრდილს, მაგრამ უფრო სასიამოვნო შენი სადღაც ახლოს არსებობაა. ვიცი, რომ შენც გაღიმებული მიუყვები შენს გზას და ,,სინათლის ქალაქი’’ გიყვარს. მიუხედავად მისი ამდენი მინუსისა, მიუხედავად მისი უსახურობისა პირვანდელ ეშხთან შედარებით, ვიცი რომ შენც გრძნობ ათასში ერთხელ მის სითბოს, ისევე როგორც ახლა მე და თუ შენც ახლა რომელიმე ხიდით მტკვრის მეორე მხარეს ექცევი, ვიცი, რომ ჩვენ ერთი ქარი გვამცივნებს.
ამ სითბონარევი ჰაერის ნაკადს მოაქვს ალბათ ის მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც და დროდადრო აჟრიალებენ ჩემს მარჯვენა ჯიბეს. ახალი თაობის ეს უკვე გასისხლხორცებული და მეტად პრაქტიკული ურთიერთობა ცოტა არ იყოს გამაღიზიანებლად მოქმედებს, როცა ჩაძირული ქალაქის მიდამოებში დავყურებ მტკვარს, ზემოთ ნახსენებ რომანტიკულ განწყობას მიხშობს, ქარმა რომ წამოიღო შენგან. ვცდილობ ყველაფერს უბრალოდ კარგი ბოკე გადავაკრა და მხოლოდ ის ფიქრი დავიტოვო რომ იქაც, შენს ტროტუარზე მოსეირნე, მაინც ჩემს გვერდით ხარ და ერთი ამ ახალი ტექნოლოგიების დედაც! ღიმილიან სახეს და რომანტიზმით გაჯერებულ შეჩერებულ წამს ამჯერად მესიჯის ზარის მაგივრად ვიღაცის თითქმის თავხედური შეხება მიკარგავს… ,,ცხოვრება არც ისეთი ბინძურია, როგორც მტკვარი და თავშიც არ გაივლო შვილო…’’ – ხიდის მოაჯირს ვშორდები და სერიოზულ გაკვირვებულ მზერას ვავლებ ტანზე ნაგლეჯებშემოხვეულ მათხოვარს. ,,ბატონო, მე…” – ის უკვე უსიტყვოდ მშორდება და მე ისევ ბინძურ მტკვარს ვუბრუნდები. აყროლებულ აზრებს სუიციდზე, აყროლებული მტკვარი ცვლის და ისტორიულ ხიდს ვტოვებ იმ იმედით რომ ოდესმე ტივით ჩავუვლი ამ ნაპირებს, დღევანდელი დღე გამახსენდება და დარწმუნებით მეცოდინება რომ ხიდზე მდგარი ჩაფიქრებული პერსონა თავისი ,,თანამგზავრის’’ სითბოს ამუღამებს და არანაირად აპირებს საკუთარი ლეშით დააბინძუროს თბილისის ძარღვი.
ლამპიონების განათება ისევ ეკაიფება ჩემ ჩრდილს და შენი სიახლოვე ამ ყველაფერს ისევ მატებს სითბოს, იმ სითბოს, სწორედ რომ აკლია ზამთრისპირულ შემოდგომას. ამიტომაც არ მცივა, ქურთუკი უხეშად მომიკუჭავს მარცხენა ხელში, მარჯვენათი კი ვრწმუნდები, რომ შენი ტროტუარი მშვიდობით დამთავრდა სადარბაზოსთან…

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

8 Comments

  1. იცი ყველაზე მეტად რამ გამახარა ამ პოსტის წაკითხვისას? პოზიტივმა! თურმე შეგძლებია პატარა რაღაცეებით სიხარული 🙂
    ხოდა, ძალიან კაი.
    ისე, შუა ქუჩაში ნუ იღიმები კაცო, რას იტყვის ხალხი 😛
    (სხვა ვერაფერი მოვიფიქრე რა მეთქვა 😀 )

    პასუხი
  2. პატარა რაღაცების დანახვა და მისით გახარება ერთგვარი ნიჭია და ეს ყველას არ აქვს 🙂

    პასუხი
  3. ნიჭი არ ვიცი მაგრამ ცხოვრების საჩუქარი როა დარწმუნებული ვარ

    პასუხი
  4. ძალიან ლამაზი პოსტია…:):):)

    პასუხი
  5. ნათია

     /  ოქტომბერი 30, 2011

    კარგია ❤

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: