ხეობა


ალბათ დადგა ის დროც, რომ სანტიმეტრებით მაინც მოვიწიე შენსკენ და ყველაფრის მიუხედავად ვცდილობ რომ მათ თავდაპირველ რაოდენობას რაღაც მაინც შევმატო, თუმცა წარსულის სიბლანტე ჯერ ისევ მომყვება ჭაობისფერი სახადივით.
ვწევარ ნახევრადბნელ ოთახში, წინა დღეების ორომტრიალით სულმილეული და ვფიქრობ რამდენის შეძლებაა რეალური როცა ,,დუხზე’’ ხარ ადამიანი. როცა არ ფიქრობ, არ გაშინებს და არ გაბრკოლებს ღამე და სიცივე, გადაღლა და მოსალოდნელი სირთულეები. როცა სადღაც შიგნით მხოლოდ საქმის ბოლომდე გაკეთების სურვილის სითბოს გრძნობ და ასევე შენთვის გიხარია რომ ეს ყველაფერი უბრალო მოვალეობაზე გაცილებით მეტია და ის საიდანღაც სიღრმიდან მოდის, იქიდან, სადაც საერთოდ იბადება ნებისმიერი ურთიერთობა…
მზე უკვე მეორე ნახევარფეროს ათბობდა, უკუნეთ სიბნელეში მხოლოდ მელიები თუ გადაირბენდნენ ფარებით განათებულ გზას. ჩემი ფიქრებიც წამოწეული ნისლივით მიუყვებოდნენ ალგეთის ხეობას. სადღაც მთის წვერში სხვა მანქანის შუქიც გამოჩნდა წამით ჩამოვარდნილი ვარსკვლავივით. გამახსენდა, როგორ ვცდილობდი ამ მომენტების დაჭერას ბავშვობაში. ათასგვარი ნატვრა მქონდა მაშინ და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვერასოდეს ვასწრებდი მათ ჩაფიქრებას. დღეს კი აქ, დაძინებული თანამგზავრებისა და ხეობის კომპანიაში ვიცი მხოლოდ ერთს ვისურვებდი, არაფერმა შემიშალოს ხელი ვიყო ადამიანი, რომ არასოდეს დამჭირდეს და მომიწიოს გული გატკინო.
უღელტეხილის წვერზე გადავასწარი ნისლს და მისფერი ფიქრებიც ზედ შევატოვე. ყინვანარევი გრიგალი მანქანას აკვანივით არწევდა. სწორედ ისე, როგორც ალბათ ერთ დროს დედა მაძინებდა იფნის ნაკეთობაში. ისევ ბავშვობაში გადავვარდი და ისევ შენსკენ გამომექცა მიმართულება… ალბათ რა ტიპი იყავი პატარა რომ დაბაჯბაჯებდი და ალბათ რამდენად იშვიათად იხსენებ იმ წლებს, რომლის ოთხმოცდაათ პროცენტზე მეტი აღარ გახსოვს. მეც ასე ვარ და ალბათ ყველა ზრდასრულიც. ან სად გვცალია ამ ლამაზი კომედიური დღეების გასახსენებლად, მაშინ როდესაც ყოველდღიურობას ვეღარ აღვიქვამთ რეალურ დროში. სწორედ ამიტომ მიყვარს ბუნება და მისი ამ ხეობასავით იდუმალი ადგილები. სადაც შეგიძლია მთვარის მკრთალ შუქზე ნათლად მიაგნო შენი ცხოვრების გაფერმკრთალებულ, მაგრამ ლამაზ წამებს, სადაც არავინ არ გაწუხებს ზედმეტი საყვედურებითა და თხოვნებით, სადაც ცხოვრებისგან თუნდაც მორიგი მელიის გადარბენამდე შვებულება გაქვს აღებული და ეგოისტურად ახარჯავ მთელს ფიქრს საკუთარ პერსონას.

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

6 Comments

  1. რაც არ უნდა მოხდეს, რა კარგადაც არ უნდა იყვნენ, ადამიანები პერიოდულად მაინც ტკენენ ხოლმე ერთმანეთს გულს. მაგრამ ამ დროუს უკვე სხვა რაღაცეებმა უნდა გადაწონოს და გააქროს ეს გულის ტკენები ^^ აბა სრული იდილია მითია მგონი :შ

    პასუხი
  2. “არაფერმა შემიშალოს ხელი ვიყო ადამიანი, რომ არასოდეს დამჭირდეს და მომიწიოს გული გატკინო.” – ზოგადად ამაზე როცა ფიქრობს ადამიანი, ეს უკვე კარგის ნიშანია.

    ბავშვობა მართლა მაგარია რამეა! ყველაზე კარგად გახსენდება ყოველთვის, მიუხედავად ყველაფრისა. და მაგარი იქნება, ეს წლები ხანდახან ისეც რომ გვახსენდებოდეს, ბუნების გარეშე. თუმცა, ბუნება თავითავად კაია და არაფერს ვერჩი 🙂

    პასუხი
  3. ზოგადად ასწორებს როცა რაღაც გაქვს გასახსენებელი 🙂

    პასუხი
  4. “სადაც არავინ არ გაწუხებს ზედმეტი საყვედურებითა და თხოვნებით, სადაც ცხოვრებისგან თუნდაც მორიგი მელიის გადარბენამდე შვებულება გაქვს აღებული და ეგოისტურად ახარჯავ მთელს ფიქრს საკუთარ პერსონას” ………………………………..

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: