აჩრდილი

,,მე უკვე დიდი ბიჭი ვარ, წვერ-ულვაშიც გამომეკვეთა ასეა თუ ისე და… ღმერთო ჩემო, საკმაო გამოცდილებაც მაქვს ჩემ თანატოლებთან შედარებით. მათ თუ არა, მე ხომ ვიცი ეს?! რა მჭირს ახლა, თავი ხელში ვერ ამიყვანია, შიშის დრო სად არის ამ პაწია სიცოცხლეში? შიშის დრო არ არის! შიშის დრო არ არის!…’’ – იმეორებდა თავისთვის ჰენრიკი და ყველანაირად ცდილობდა არ მიბრუნებულიყო, თუმცა როცა ჩემს აივანს ჩაუარა ძალიან აჩქარებული ნაბიჯით, მისი გახშირებული სუნთქვის გარდა აშკარად დავინახე, რომ ერთი სული ჰქონდა უკან მიეხედა.
მისი ისტორია რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მაშინ ჯერ კიდევ მიამიტი, ცხოვრებით მხიარული, ოპტიმიზმით სავსე ბალღი გახლდათ. საჯარო ბიბლიოთეკის მცირე დარბაზში მომღიმარი სახით იჯდა რაღაც წითელყდიან წიგნს მიჩერებოდა. სათავგადასავლო რომანის ეს ნიმუში მეც გამოვიწერე მეორე დღეს და ის რომ შემოვიდა ვერც კი შევამჩნიე. უცბად დამადგა თავზე და სწორედ იმ გვერდის ციტირება გამიკეთა სადაც მისადაუნებურად მე შევჩერდი.
,,როგორი სულელი უნდა იყოს ადამიანი, რომ იცოდეს ორ დღეში სიკვდილით დასჯიან და სიმაღლის შიშის გამო თქვას უარი ასეთ ქალზე’’ – გულიანად გადაიხარხარა და ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ქალმა ლამის პანღურებით გააძევა გარეთ. რომ გავედი სიგარეტს ეწეოდა კიბის კუთხეში მიმჯდარი და ხელში ის წითელი წიგნი ეჭირა.
,,აქ უბრალოდ სიტუაცია მომწონს ხანდახან’’ – ისე მითხრა არც კი შემოუხედავს და იმ საღამოს ორივე სარჩევამდე ჩავედით. მას შემდეგ ის ჩემი ენერჯაიზერი გახდა და მე არც კი ვიცი რა ვიყავი მისთვის, მაგრამ ფაქტი იყო რომ ვუყვარდი და პატივს მცემდა. გამომივლიდა ხოლმე შუაღამისას მორიგი თავგადასავლის მერე და დილამდე ვაგემოვნებდით მუდამ ულევ ვისკის, რომლითაც ისევე უცნაურად მამარაგებდა სულ, რამდენადაც უცნაურად ჟღერდა მისი სახელი აქ.
ჰენრიკი საკმაოდ ლამაზი აღნაგობის იყო, საშუაოდ სპორტული და რაც მთავარია მუდამ მხიარულ განწყობაზე მყოფი, ირგვლივ ყველაფერს პოზიტივით ავსებდა. მუდამ მანცვიფრებდა ეს ფაქტი. მაშინ როდესაც მორიგი ღამისთევის მერე ვისკისთან ერთად ორივეს თავი გვისკდებოდა ბახუსისაგან, თითქოს აქ არაფერიაო ისე ხალისიანად ჩაცლიდა ჭიქა ჩაის და ცხოვრებაში გადიოდა მთელი არსებით, მე კი ვიწექი და ვკვდებოდი საღამომდე საწოლში.
მახსოვს, გარეთ პირველ თოვლს უცხოობდა ხორკლიანი ასფალტი. ის-ის იყო ლამპიონები აანთეს, ჰენრიკმა შემოაღო კარი. შეცვლილი მეჩვენა. ბედნიერი იყო… ჩვეულებრივ მანქანებზე ვილაპარაკეთ უზომოდ და მივხვდი, რომ რაღაც უფრო მხიარულზე და კარგზე ფიქრობდა ვიდრე აქამდე გააჩნდა. იმ საღამოს მერე დღითი-დღე იცვლებოდა, უფრო და უფრო მხიარული და ბედნიერი დაიარებოდა ძველ ნესტიან ქუჩებში და უფრო და უფრო მეტ ნათელს ჰფენდა არემარეს.
იტალიაში რომ წავედი ვისკის მიტენიდა ჩემოდანში ,,ჩექინგის’’ წინ, მაგრად ვიმხიარულეთ. რას წარმოვიდგენდი რომ ვეღარასოდეს ვნახავდი…
ნუ წამით კი წარმოვიდგინე ჩემი ალმოდებული თვითმფრინავის ნაგლეჯები ხმელთაშუა ზღვაში, მერე გავიფიქრე ვისკის ბოთლი არ ჩაიძირებათქო და ტრაპზე ავედი.
როცა იმავე ტრაპთან დამხვდა ის უკვე რამაზა უფრო იყო ვიდრე ჰენრიკი… დიდ ხანს ძალიან დიდ ხანს ვილოთავეთ ჩემთან და დიდDხანს, ძალიან დიდ ხანს კიდევ ცდილობდა დაემალა რომ მიატოვეს.
,,ხორციელად შორს არის, გესმის?! ხორციელად წავიდა, თორე აი ხეებს რომ ჩრდილი აქვთ ხომ იცი? მთებს რომ აქვთ ხოლმე ძირზე გამობმული ჩრდილი, ეგრე დამყვება ტო. თავს არ მანებებს გეუბნები ფაიზახია! სად გავექცე არ ვიცი ტო, ქალაქგარეთ, სამსახურში, ჩემებთან, ყველგან მომყვება და ვერ ვიწყვიტავ!’’ – თითქმის სრულიად გათიშულმა შემომჩივლა ერთხელ და ვისკის ბოთლი დააცარიელა. მას მერე მხოლოდ რამდენჯერმე ვნახე და ისიც ორიოდე სიტყვით მოვიკითხე. მინდოდა დავმსხდარიყავით ისევ გველოთავა, მანქანები გაგვერჩია და მომავალი ლაშქრობის გეგმები დაგვეწყო, მინდოდა დავხმარებოდი, თუმცა უსიტყვოდ ახერხებდა იმას, რომ უარი მეთქვა საკუთარი თავისთვის და წამოვსულიყავი.
ბოლოს ექვსი თვის წინ ჩაიარა ჩემ აივანთან, თავისთვის ბუტბუტებდა რაღაცას და შეშლილის სახე ჰქონდა…
გუშინ გამთენიისას მოვედი სახლში და კისერზე ისევ ეკას სუნამოს სუნი ამდიოდა… შუქი რომ ავანთე ჰენრიკი თავის პუფიში მოკალათებულიყო სიგარეტს ათამაშებდა თითებში. მაგიდაზე ვისკის სავსე ბოთლი და ორი ჭიქა იდო…
,,რა უქენი ბოლო-ბოლო როგორ დაივიწყე?’’ – გავბედე კითხვა როცა მეორე ბოთლის ძირი გამოჩნდა.
,,გახსოვს, ნიკუშა რომ შემოგვივარდა მაგარი დაბოლილი, ქათამი გამექცაო?’’
,,კი, ,,ფორესტ გამპს’’ ვუყურებდით…”
,,ხო! გავრბოდი მეც და არ მეშვებოდა მისი ჩრდილი, მაგრამ დედამიწა მრგვალია, ისე ძალიან გავიქეცი რომ უკნიდან დავეწიე და აქეთ ავეკიდე საკუთარ აჩრდილს…”

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

13 Comments

  1. საყვარელია შენი ჰენრიკი 🙂
    ნუ, პოსტი თავისთავად კაია, მარა ბოლო ფრაზამ განსაკუთრებით მომხიბლა.

    პასუხი
  2. ვისკი ცოტა აბერებს სიტუაციას, თორე ისე მაგარი იყო, დასასრული განსაკუთრებით 😉

    პასუხი
  3. ბოლიოოო ბოლიოოო ბოლიოოო ^.^ 🙂

    პასუხი
  4. მგონი ბარემ ბოლო რომ დამეწრა უფრო გაამართლებდა 😀

    პასუხი
  5. კარგია, როცა შეძლებ ამას
    მეც მინდა

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: