ოთხიათასიანები

წამოსულა გავარვარებული სფერო, წამოსულა და იმდენი უვლია სანამ კლდოვან სიმაღლეს არ აჯობა ცისკენ გაფრენაში. აჯობა და მისი სხივებიც საამო მალამოსავით მომეხვია სახეზე, გამაყუჩა წამით და მომეალერსა…
შვიდს წუთები აკლდა, მაგრად რომ გავიზმორე და ბუნებრივად გაღვიძებული სახე მზეს მივუშვირე. გარშემო ყვითელი და ნარინჯისფერი გამმა ყვაოდა მთელი ძალით. თავს ოთხიათასიანები წამომდგომოდნენ და ღიმილით მეფერებოდნენ მძინარეს ალბათ. პირველ სხივებს მინდობოდნენ დახრამული ფერდობებით და დუმილს მისცემოდნენ მთელი არსებით. ალბათ ცოტა მეტი სიჩუმე რომ ყოფილიყო მზის გორაობის ხმას გავიგონებდი ცის კამარაზე. მთის პატარა თუმცა ველური მდინარე უხვად მჩუქნის სიფხიზლეს და კარავში დაბრუნებული ფეხის თითებამდე ვსუნთქავ სიცოცხლით.
ახლა უკვე შორს ვარ, ზღვის დონიდან, საკუთარი ქვეყნიდან, შენგან… ყველაფერი დავიწყებას მიეცა და ისევე წაიშალა, როგორც იმ ზაფხულს დახაზული ქვიშიან პლაჟზე. აღარც მტკივა. სახელდახელოდ ვადუღებ დიდ ფინჯან ჩაის და კარავში ვბრუნდები…
მისი თბილი სხეული ნეტარ სიმშვიდეს მიცემული გაშოტილა ჩემ საძილე ტომარაში. ნახევრად მოშიშვლებული მკერდი ხარბად თუმცა დინჯად ისრუტავს ჟანგბადით გაუჯერებელ ჰაერს და ტუჩების ნელი მოძრაობით ბნედიან თრთოლვამდე მივყავარ. ფინჯანს ხარბად ვაცარიელებ და ,,სპალნიკში’’ მივძვრები. მხოლოდ ერთხელ ნაზად გეხები ტუჩებით თმაზე და აღარ გეშვები. დროს ვეთამაშები, ვაჩერებ ამ წამს და ისტორიას ვუნახავ ჩვენს თავებს ასე შეწებებულებს. ახლა მგონია რომ ჩემია სამყარო… მას ჩემს მკლავებში ძინავს, ჩვენ ყველაზე მაღლა ვართ, ახლოს ღმერთაან და ამ სიმაღლეზე ბოროტება ვერ აღწევს. ვერაფერი დამაშორებს ახლა მის ტუჩებს, მით უმეტეს რომ საძილე ტომარა სინდისზეა შეკერილი 
კრუსუნით იღვიძებს და თბილ დაბუჯებულ ტუჩებს უფრო ხარბად მაწებებს. იღიმება და თვალებს არ ახელს, თითქოს საკუთარი სიშიშვლის სცხვენია აქ, ოთხიათასიანების სიახლოვეს. წყაროდან მობრუნებული თავზე დეკას გვირგვინს ვადგამ და სამაგიეროდ ყვავილების დედოფლის ამბორი მხვდება წილად…
ოთხიათასიანები ისევ დინჯად უყურებენ ჩვენს ღლაბუცს. ღამდება და ისევ მდუმარედ გვეფერებიან. ჩვენ ხომ მათ სიცოცხლეს ვუხალისებთ, საუკუნეების მანძილზე ასე დაყუდებულკებს არც მთლად ხშირად ხვდებათ ბედნიერება მსგავსი სპექტაკლის ნახვისა. მათი მოძმე ბორცვაკები საშინელებებს უყვებიან ჩვენზე ვიცი, ვიცი რომ ეს სიმართლეა და ამიტომ ახლა მასთან ერთად ყველანაირად მინდა ვაგრძნობინო მათ, რომ ჩვენშიც არის დარჩენილი ადამიანური საწყისები. რომ კიდევ გაგვაჩნია სიყვარულისა და სილამაზის შეგრძნების უნარი, ამიტომაც მეორე დილით კიდევ ვჩუქნი ახალგაღვიძებულს პაწია თაიგულს და სამაგიეროდ, აქ, ოთხიათასიანებთან ახლოს, სადაც რეალობა პროცენტულობას კარგავს, ყველაზე რეალურ და გულწრფელ კოცნას ვიღებ.

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

16 Comments

  1. მხოლოდ სიყვარული თუ გადაარჩენს სამყაროს 🙂

    მომეწონა, ბუნების აღწერაც ისეთი ცხადია, იქ წარმოვიდგინე თავი, მდინარემ განსაკუთრებით მომხიბლა 🙂

    პასუხი
  2. სიყვარული და ჩაი 😉

    პასუხი
  3. კარგი იყო…ემოციური… კინაღამ შემშურდა 🙂

    პასუხი
  4. მგონი ორივესი 🙂

    პასუხი
  5. shen da romantika????

    პასუხი
  6. ვაიმე მეც მინდა ოთხიათასიანებმა გადმომხედონ იგივე სიტუაციაში! მინდაააა 😀

    პასუხი
  7. მიყვარს ძაან ასეთი რამეები ^^

    პასუხი
  8. ძალიან ძალიან მაღალზე რომ ხარ და გგონია მარტო ხარ… სამყაროს გადმოყურებ… ვაიიიიი! როგორ მომენატრა მთები ^_^

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: