ჩვენ სამნი


მხოლოდ სამნი ვსხედვართ მბჟუტავი ყვითელი სინათლის გარშემო. უმოძრაობისაგან სიმხურვალეს მოკლებული სხეულები ზანტად გვიდევს გამხმარ სკამებზე და სიცოცხლის ნიშანწყალი თითქმის არ გვეტყობა. მხოლოდ ხანდახან ვასრულებინებთ ჩაის ჭიქას მაგიდა-ტუჩების მიმართულებით სწრაფ რეისს და ისევ უსიცოცხლო ატომების გროვასავით მივშტერებივართ ნახევრად ბნელ სივრცეს…
გარშემო მხოლოდ ჩუმი, სიცივენარევი სითბო ტრიალებს. მოსულმა და მოახლოვებულმა მდედრის ტიპის ადამიანმა თითქოს კონტაქტის დამყარებაც კი სცადა ჩვენთან, მაგრამ იგრძნო, რომ თავის სიცივეს ჩვენსას ვერ დაუმატებდა კიდევ და იმდენად ურეაქციოდ გაქრა, რომ ამ პატარა სამყაროს ოთხ წამში აღარ ახსოვდა მისი არსებობის შესახებ. ჩვენ კი შემდეგი რეისი შევასრულებინეთ ჩაის ფინჯანს და შემდეგი უსიცოცხლო მოძრაობა დავიწყთ გაქვავებით.
ჩვენი გამაერთიანებელი სულაც არ არის ის ყვითელი მბჟუტავი სინათლე! ჩვენ საერთოდ არ ვუყურებთ მას! ჩვენ სივრცის სიღრმეში ვკარგავთ მზერას და მხოლოდ ხელის უმოძრაო მოძრაობით მოგვაქვს ფინჯანი ტუჩებთან. ეს ყვითელი მბჯუტავი სინათლე ალბათ წარმართული დროიდან შემორჩენილი რაღაცის ლამპარი უნდა იყოს რომლიც ქრება და ჩვენ მის გარშემო სრულიად შემთხვევით მოვხვდით.
ლამპარი პირველად ალბათ იმ ადამიანმა აანთო, რომლის მზერა რაღაცნაირად მოწყდა სივრცის სიღრმეებს და რეალობის სიბნელე დაინახა. ამბობენ, მას შემდეგ ეს ლამპარი თავისით ეძებს ადამიანის დაკარგულ მზერებს. ეს ლეგენდა ჩვენც ვიცით, მაგრამ მაინც უსასრულობაში ვათვალიერებთ არაფერს.
ჩვენ გვწამს, რომ ის ყვითელი მბჯუტავი სინათლე, რომელსაც გარშემო ვუსხედვართ დღეს, ერთ მშვენიერ წამს გვიპოვნის და თავის ნათებას სამ სულს დაუმატებს, რომ უფრო დიდხანს შეძლოს ციალი. ჩაი ისევ ფრთხილი მოძრაობით ექცევა ტუჩებს მიღმა…
ჩემი სული დაუკითხავად მოწყდა სხეულს და ახლა ზემოდან ვხედავ გაკვამლულ ოთახს, ყვითელ მბჟუტავ სინათლეს, სამ ფინჯან ჩაისა და სამ სხეულს. ორი ჭიქა ასრულებს ძველებურ რეისებს ტუჩების მიმართულებით. მგონი ჩემი სხეული გაათბო ცეილონურმა სითხემ და ცივი სული განაგდო ხორცმა. ერთმანეთის მიყოლებით წყდება ,,ჩაის რეისები’’ და ჩვენ უკვე სამნი დავყურებთ ჩვენს პატარა სამყაროს. ჩვენ უკვე სამნი ვხედავთ ლამპარს და განცვიფრებულები მისი სიახლოვით ვხვდებით, რომ სხეულები არაში გვარგია. აღარც გვაქვს და აღარც გვჭირდება. ჩვენ სულებით დავლვთ ჩაის და გავთბებით. სხეული ბრმაა და ჩვენ მის სიბრმავეს ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ სამყაროს და აღარ ვიყურებით სიცარიელეში. სხეულები გვეძახის, სხეულებს ცეილონური სითხე დააკლდათ, მაგრამ არ გვინდა დაბრუნება… ზემოდან კარგად ჩანს ყველაფერი, გვეშინია რომ ნანახი რეალობა არ დაგვავიწყდეს სხეულით დამძიმებულებს…
გვერდზე უფერო, ნახევრად გამჭირვალე ლაქებს ვამჩნევთ და ვხვდებით რომ მკვდარ სულებად ყოფნას ხორცის თრევა ჯობია. ჩვენ ისევ მბჟუტავი სინათლის გარშემო ვსხედვათ… ისევ სივრცეში დაგვეკარგა მზერა… ისევ გვჯერა სამივეს ლეგენდის… ჩვენ სამივე ვსვამთ ჩაის და მის სითბოსთან ერთად ლამპარის სითბოს ვგრძნობთ უკვე, რომელიც წამი წამზე გვიპოვნის და გაგვაცოცხლებს!

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

10 Comments

  1. აი მესმის!!! 😀 ძალიან მომეწონა ^_^

    პასუხი
  2. ♥ Miss.Catalan.. ♥

     /  ოქტომბერი 8, 2011

    კარგია,კარგია…იმდენად კარგი,რომ საქებარი სიტყვები ქედს იხრიან შენს წინაშე

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: