ტკბილი წერილი– ვანილის არომატით

აქ– სხვა ბლოგზე, სტუმრად, ჩუმად, მარტო….. უცნაური გრძნობაა, როცა ვირტუალური მეგობრის რეალურ სამფლობელოში იმყოფები. შიო, შიო ბატონი , შიკო…

შიო ბატონო გაცნობის დღიდან უცნაურად მომეჩვენა შენი ბლოგის მარტივი და გაუგებარი ჰედერი– შავი და წითელი ზოლებით, ლომებით და წარწერით “შიოს მარანი”.

–”ერთი მოცლილი და 40 წელს მიღწეული, ბიძაა, დეპრესია დაემართა და გადაწყვიტა ბავშვების მარაქაში გაერიოს”–გავიფიქრე გესლიანად და გადავსრიალდი სხვა ბლოგზე.

ეს არის ის  სტანდარტული ემოციის მქონე ცივი აზრი, რაც უხო ადამიანებთან პირველივე კონტაქტის დროს მიკიაფებს ხოლმე გონებაში და რომ არა ჩემი ადანიანების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება , უცერემონიოდ და უზრდელურად შევაქცევდი ზურგს.

არ მოვყვები როგორ დაგიახლოვდი, როგორ მოვიხიბლე, როგორი გულისფანცქალით დავეტაკე შენს პროფილს facebook–ზე…. ბანალურია.

ერთი რამ მაოცებს:  ვრიტუალური რეალობის– გარეალურების ფაქტი.  ჩემი პრაგმატული აზროვნებისთვის მიუღებელი და პარადოქსალურად აღიარებული ფაქტი ვირტუალური მეგობრობის შესახებ, რომელსაც კი არ ვკითხულობ– ვგრძნობ.  ჰო მიკვირს და რა ვქნა?

                 მიკვირს, რომ ადამიანები ვინც არასდროს მინახავს, ვისი ხმაც არ მომისმენია, ვისი მზერის სიღრმეც არ განმიცდია– დღეს ჩემი რეალური მეგობრები არიან.

მეორე დასკვნა:  “აქსიომა თვითრეალიზებას ვირტუალურად ცდილობს” .  უარი, თავის გადაპარსვა, როგორ გეკადრებათ…. მე ვიცი, რომ უბრალოდ შეუძლებელია  და საკმარისია.

ვისაც ჯერა– გაატარეთ. 🙂

არაფრის რეალიზებას არ ვცდილობ, და კომპიუტერიც თავის ადგილზე დგას :).

ისიც კი არ მომწონს რამდენიმე საათს, რომ ვატარებ მის მონიტორზე დაშტერებული…

იმიტომ , რომ ბოლო დროს –დრო არ მყოფნის და ასე მარტივად ვერ გავფლანგავდი.

მაგრამ მაშინ დამერხა, როცა პასუხისმგებლობის გრძნობა გამიჩნდა შენი და გვირილას მიმართ. გამიკვირდა, დავფიქრდი, გავაანალიზე–ბოლოს მივიღე კიდეც.

მივიღე ვრტუალური მეგობრობა– რეალურად, ვრტუალური ნახატი– ემოციად და ვირტუალური აზრი– განჯისთვის.

ვერ ვიტან ინტერნეტს, ვერ ვიტან ცუკერბერგს და ბლოგს –ფერმისგან, აზარტულობის თვალსაზრისით ვერაფრით ვასხვავებ.

მიყვარს სიცოცხლე , ჩემი ცხოვრება და ჩემი კანის სურნელი.

არ მაინტერესებს სხვების აზრი (ბოლო დროს მივაღწიე ამ ნირვანას), შენი და გვირილას გასაგებად ვამბობ:  ჩემი რეალური მეგობრები ხართ– ისეთები, ოკეანის გაღმა რომ გაემგზავრნენ და უფრო მეტად მენატრებიან.

შენ დროის–როგორც მატერიალურის მიღებაში დამეხმარე და ამის გამო უაზროდ მიყვარხარ!

მიყვარს ეს ბლოგი, სადაც ყველაზე ბოლოს შემოვდივარ ხოლმე და უმეტესად ისე გავდივარ კვალსაც კი არ ვტოვებ.

უცებ მომინდა, ასე მომეწერა შენთვის ჩემი შენს მიმართ  დამოკიდებულების შესახებ.

ისიც ვიცი, რომ ჩემსავით ვერასდროს და ვერავინ დაწერს ამაზე უკეთესი შინაარსის წერილს ვირტუალური მეგობრისთვის ( განდიდების მანიამ მტყორცნა! :))!!!

P.S. გესთ პოსტს მერე დავწერ– მუზა რომ წამომათრევს აქეთ. 🙂  შიოსთვის – Xიომა:*

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

6 Comments

  1. რა კარგ ხასიათზე მაყენებ ხოლმე, აზრზე არ ხარ! ყოველი შენი მსგავსი ,,გამოხტომა” უფრო და უფრო მაფიქრებინებს, რომ არც ისე მეზარება აზროვნება რამდენადაც ეს მგონია 🙂

    პასუხი
  2. აი, სასიამოვნო გაოცება. ყველაზე ნაკლებად ველოდი აქ საკუთარი სახელის ამოკითხვას. აღარ გავმეორდები, ჩემი დამოკიდებულება შენდამი ისედაც იცი :-*

    პასუხი
  3. როგორ მომეწონა! სულაც არ მიკვირს. მეც მყავს ვირტუალური მეგობრები, რომლებიც რაღაც ასპექტში რეალურებსაც უწევენ კონკურენციას. თბილი და კარგი პოსტია. მოვიხიბლე :*

    პასუხი
  4. შემშურდა აქსიომ)) ხანდახან ვირტუალური მეგობარი რეალურს ბევრად სჯობს რაღაცით.

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: