ნატვრა

გაუცხოვდები, მოკვდები, წახვალ,
შენი თვალების სითბოც გაგყვება,
ვხედავ უფსკრულთან მარტოკა დგახარ,
ზვიგენებს აძლევ მაგ გულს საკვებად.

აღარასოდეს მოგხედავ უკან,
დაღლილ მზერასაც კი არ გაჩუქებ,
დაძახებითაც ეცდები ნუღარ,
ჩემი გონება მაინც გაჩუმებს.

ასე გაივლის მრავალი წელი,
ზღვის ნაპირს ისევ მოლოკავს ტალღა,
შეიძლება მე კვლავ ვიღაცას ველი, 
მაგრამ ვერავინ შემამჩნევს დაღლას.

ვერავინ ქვეყნად ვეღარ მიხვდება,
რომ ამ ფიტულში აღარ ძგერს კუნთი,
ოჰ, ეს ნიღაბი როგორ მიხდება,
გრძნობები მაწევს, ვერ ზომავს ფუნტი.

ასეთად მხედავთ, არც არის მეტი
საჭირო თქვენთვის, გიჟებო, მარად,
ყველას გვაჩუქებს თითო გზას ღმერთი,
რომლებსაც ვაქცევთ ნაგვის ტომარად.

რომელსაც მერე სხვები წმინდავენ,
რომელსაც ახლა გავყვები ცოცხით,
ჩემს წინ ამ გზაზე გავლილ წმინდანებს, 
დიდებულ ხელში აღეპყროთ დროც კი…

გავრბივარ, ნელა მაინც გეცლები,
ალბათ მეორე ნაპირზეც გავალ,
სადაც არ არის ანცი გესლები,
სადაც ვიპოვი სიყვარულს მრავალს.

მისი სურნელი უკვე მცემს, ვდნები,
რადგან ამხდენი ძალა აღარ მაქვს ,
ალბათ მაკოცებს როდესაც ვნებით,
ამდენ სიცივეს მაშინ ალაგმავს.

Advertisements
წინა ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

2 Comments

  1. “ასეთად მხედავთ, არც არის მეტი
    საჭირო თქვენთვის, გიჟებო, მარად” – ეს ადგილი განსაკუთრებით მეცნო 🙂 მერე რაღაცას გეტყვი ამასთან დაკავშირებით 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: