week-end

მოგისმენიათ სიჩუმის ხმაური? გულში რომ დაგეტაკება, სუნთქვას აძნელებს და მთელ ტანს უცნაური ჟრუანტელით ავსებს?
მათ დანახვაზე არაერთ პოეტსა და მწერალს შეუკავებია სუნთქვა წამით და შემდეგ ფილტვებში დაგროვებულ ჰაერს მათსავით მდიდრული და მაღალი ლექსები და პროზა ამოჰყოლია. უბრალო მოგზაურებს ყოველთვის აუღიათ ხელში კალამი და სხვებისთვის თუ არა, თავისთვის ბლოკნოტში ჩაუნიშნიათ ის საოცარი ემოციების ქარბუქი, რასაც ისედაც ვერაფრით დაივიწყებდნენ. იცოდნენ ეს, მაგრამ მაინც სათუთად უფრთხილდებოდნენ ამ მოგონებას და ყოველთვის ცდილობდნენ მისი მეორედ შეგრძნების შანსი არ გაეშვათ ხელიდან.
ვინ იცის რამდენი სახის, ფერისა და ხასიათის ადამიანი უნახავთ… რამდენი მიზეზი იციან იმისა, ეს მიწიერი ღვთის შვილები მათ ფეხქვეშ ძრწოლვითა და მოწიწებით, ზოგი აუწერელი სიხარულით, მაგრამ ისიც მოწიწებით რომ დაიარებიან და აბსოლიტურად ერთხმად აღიარებენ მათ სიდიადეს.
პირველი ნახვის ეფექტი ჩვენს დროში ისევე ჩაბარდა წარსულს, როგორც ფანქრისა და აუდიო კასეტის ტანდემი, შეიძლება მეტადაც… ნებისმიერ ტურისტულ კომპანიაში იმდენ ინფორმაციას გვაწვდიან მომავალ სამოგზაურო ადგილზე, რომ ლამისაა იქ წასვლის სურვილი იმ უბრალო მიზეზის გამო დაგვაკარგინონ, რომ საოცარს ვეღარაფერს ვხედავთ სამყაროში, რომელსაც მხოლოდ ხელით არ შევხებივართ თორე სურათების, ინტერნეტის და ათასი სხვა საშუალებით მასზე გაცილებით მეტიც შეიძლება ვიცოდე, ვიდრე იქ მცხოვრებმა მოხუცმა. გამონაკლისი არც მე ვარ და მეც ნანახი მქონდა ისინი, მოსმენილი და წაკითხული მათ სიდიადესა და ბრწყინვალებაზე. თითქოს ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ პირველად რომ შევხედე მივხვდი, მეც ერთ-ერთი იმ ბედნიერთაგანი გავხდი ვინც ამ სასწაულს ხედავს და მეც გამიჩერდა გული, მეც შემიგროვდა ფილტვებში ჰაერი. მერე კი დაგუდული სიჩუმე… არა, ამას უფრო მყუდროობა ჰქვია! ეს იყო ზუსტად ის, რასაც სიმშვიდე და მყუდროობა შეიძლება ერქვას!
ვიდექი საავტომობილო გზის შუაში და ნელი მოძრაობით ვადევნებდი თვალს დარიალის ხეობას, რომელსაც სქელი თეთრი ნისლი საბანივით ეფარა… მეშინოდა ზედმეტი მოძრაობით არ დამეფრთხო მისი სიდინჯე და ალბათ ამიტომაც შემკერა ასე სუნთქვა. გავრისკე და კარგად დავაკვირდი, მისი ყოველი ნაკვთი შევათვალიერე, მისი ,,საბნის’’ ყოველ მოძრაობას მივუგდე ყური და ამ ყველაფერმა მხოლოდ ილია და ილიელები გამახსენა, თერგს რომ სვამდნენ საზღვარზე გადმოსულები. ალბათ ამ საოცარ მდინარეს, ის საოცარი მაგიური ძალა სწორედ ამ კლდეების ფესვებიდან მოაქვსთქო გავიფიქრე, თორემ რატომ ბრუნდება ხალხი იქ, სადაც მისივე მეზობელი დაუფიქრებლად გადაუწვავს სახლს, ოღონდ კი ვინმე უცხოელს ასიამოვნოს…? სადაც თავისუფალი წინაპრების დატოვებული სიტყვა, მხოლოდ სიტყვად რჩება და სადაც ტოლერანტობისთვის თავდადებული ერი საკუთარ მოძმეებს იმპორტულ კამფეტზე ცვლის.
უკანა გზაზე ფიქრებით დამძიმებულს თავი ამტკივდა და მაშინვე შევამჩნიე გვერდზე მჯდომი მეორე, მეცნიერი-მე, რომელმაც ეს ტკივილი იმ ორი ათას რვაას მეტრს დააბრალა, რომელიც ზღვის დონეს მაშორებდა. არც იყო მტყუანი, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვფიქრობდი, ფეხებზე მეკიდა თავის ტკივილი და ვფიქრობდი, რომ აქ, ჯვრის უღელტეხილის წვერში ალბათ არის ის თბილი ადგილი, სადაც იკრიბება ყველა დარიალგამოვლილი სული, ერთმანეთს იკითხავენ და მერე ერთად მიდიან, ისევ მერამდენედ, ნისლად ეფარებიან საყვარელ კლდეებს და ჯერ კიდევ ცოცხლებს, ჩვენ, გვჩუქნიან იმ წამიერ გულის გაჩერებას, რასაც ალბათ ოდესმე მეც ვაჩუქებ ვინმეს, დარიალს ნისლად გადაფარებული…

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

8 Comments

  1. შიკ, გიხდება გაფილოსოფოსება. მე მომწონს. უფრო ლამაზად ხედავ რაღაცეებს, მერე ისე ყვები გეგონებ მე თვითონ დავდივარ იქ სადაც შენ იყავი. მაგარია.

    პასუხი
  2. კარგია! ზუსტად ის იყო, რაც კვირას ვნახეთ, ოღონდ სიტყვებით გადმოცემული :))

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: