საკუთარი PR

რა სინდისით ვწერ ახლა მე საერთოდ ვერ მოვდივარ აზრზე. ვიცი ამას თქვენც გაიფიქრებთ, ან იფიქრებთ კიდეც ბოლოში რომ ჩახვალთ… საქმე ისაა, რომ ამას რომ ჩაიკითხავთ, საკმაოდ გვიანი იქნება. მე უკვე გაბღენძილი ვიჯდები ამავე სავარძელში, ნახევრად მწოლიარე პოზაში, კმაყოფილი სახითა მაუსის ოდნავი მოძრაობით დავიწყებ თქვენი კომენტარების კითხვას და ვიზიტორების დათვლას.
დამეხვევა აზრები იმის თაობაზე რამდენად ,,მაგარი როჟა’’ ვარ. ,,მწერლობის ნიჭი მაქვს’’ – დაწყევლილმა შეიძლება ასეთიც გავიფიქრო და ასევე შეიძლება ამ ყველაფრის მერე ნამუსის ძაფი უძრავად დამრჩეს. ადამიანია და გუნებაო ამბობენ და იმასაც ამბობენ, ხოლმე ხანდახან რაც საერთოდ არ არის სათქმელი. 
ადამიანმა აუცილებლად უნდა გაიკეთოს PR ცხოვრებაში, მაგრამ როგორც ამ ბოლო დროს კომპეტენტურ პირებთან დავაზუსტე, PR არ ნიშნავს იმას, რასაც ძალიან ხშირად ვხვდებით ჩვენს გარშემო. ანუ მარტივად, გაპიარებული საგანი უნდა იყოს ის, როგორადაც მას წარმოგვიდგენენ და არანაირად იმაზე ნაკლები. აქედან გამომდინარე შემიძლია შევუსწორო ძალიან ბევრს, ვინც დღეს-დღეობით ამ სიტყვას ხმარობს, რადგან სწორედ დღეს, ჩვენთვის და სხვისთვის ,,გაპიარებული’’ ბევრი რამ რეალურად მხოლოდ სიტყვებია და მეტი არაფერი.
პოტიომკინის ფასადების მიღება-არ მიღება ჩვენს ინტელექტსა და კიდე ბევრ სხვა რამეზეა დამოკიდებული და სათქმელს ძალიან რომ არ გავცდე, იმას ვიტყვი, რომ მთავარია როგორები ვართ ჩვენ თვითონ ე.წ. ,,პიარშიკების’’ როლში.
სხვას რომ თავი დავანებოთ ძალიან ხშირად საკუთარი თავის პიარს ვახდენთ და ცხოვრების ეს ჩვეულობრივი მოვლენა ზოგს ანომალიადაც კი ექცა. ჰმ, მიყვარს ეს სიტყვა და მომწონს! პიარი! რამდენად კარგად ჟღერს ბლატაობასთან, მარიაჟობასთან და ტრაბახის მსგავს შესატყვისებისგან შედარებით. სამწუხაროდ ეს უკანასკნელნი ხშირად გვერევა და პიარად ვასაღებთ მაშინ როცა იმის 50%-საც კი არ წარმოვადგენთ, რამდენადაც მოგვაქვს თავი. მეორე საკითხია, ამ პროცესის გამჭირვალობა. ერთ შემთხვევაში ვტრაბახობთ და ამას ან ხუმრობაში გვიტარებენ ან მორე წუთს ავიწყდებათ, მეორე ვარიანტში ჩვენი ძალიან იაფფასიანი ლაყაფი მხოლოდ იმ პირდაპირი ტექსტით მისდის მსემენელს, რომ მე არ გამაჩნია ინტელექტი და მხოლოდ გამაჩნია ტვინის ბურღვის (ისიც საშინელი) თვისება.
ამპარტავნობა რომ საშინელი ცოდვაა, ნებისმიერი აღმსარებლობისა და რელიგიის ადამიანისთვის ეს არაა ახალი ამბავი, ამიტომ მსგავსი ფიქრებიც კი უკვე დიდ პრობლემას გვიქმნის, მაგრამ ჩემი აზრით მეტი საშინილებაა ამ ფიქრების გადმოფრქვევა, თან ეთიკურ-მორალური ჩარჩოების სრული არარსებობისას.
ყოყოჩობაში ერი ვერ შეგვედრება დედამიწის ზურგზე და არც ვიხატავ უტოპიას იმის თაობაზე, რომ ხასიათში გენეტიკურად შესისხლხორცებულ ჩვევასა თუ თვისებას მოვიშლით, მაგრამ ხომ არის გამოსავალი იმაში, რომ მართლა ვჭამოთ ის ასი ხინკალი, მართლა ვიყოთ შოთას, ილიას და ვაჟას შთამომავლები, მართლა გვქონდეს სიყვარულით სავსე მართლა მშვენიერი ქალაქი და სუფრებზე არ  ვადიდებდეთ საკუთარ მაღალ ინტელექტს, იმ დროს, როცა ნებისმიერ ხიდსა და გვირაბს ჩინელები გვიშენებენ არსაკიძის შვილებს!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

20 Comments

  1. რა პიარი რის პიარი კაცო :დ:დ:დ

    პასუხი
  2. ეჰ ნეტავ მართლა გვეშველოს :/ პ.ს. money can’t buy life მომეწონა რა (ეს დღეებია ჩახვეული მაქვს ეგ ფრაზა ოღონდ ცოტა სახეშეცვლილი – money can’t buy as happiness ) ^^

    პასუხი
  3. გვეშველება თუ მიბაძვამდე ჯერ საკუთარს დავაფასებთ — > ეს მომეწონა… ბევრ რამეში გეთანხმები….

    პასუხი
  4. პირველივე ფრაზა შეცდომაა, დანარჩენს არაუშავს 😛

    პასუხი
  5. უშეცდომო არავინაა ხო იცი :პ

    პასუხი
  6. ვაი რომ მართალი ხარ . ვისურვებდი ასე არ იყოს

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: