დაბრუნება

შემოდგომის მზე ნაზად ანათებდა და მეც მის ნეტარებას მიცემული მშვიდად ვიჯექი ძველებურ სკამზე. დღეს პირველად შევამჩნიე როგორ შეიცვალა ბუნება ზამთრისკენ. ალბათ უფრო დავაკვირდი თორე ამდენ შეყვითლებულ ფოთოლს ერთ ღამეში ვერ მოიბამდა ჩვენი ეზოს მოხუცი აკაცია.
 ბუნება შენ გამახსენე ახლა. რაღაცნაირი ლურჯი თვალებით რომ მიყურებ და ისე თბილად მიღიმი, როგორც მაშინ მე გაგიღიმე, როცა პირველად აღმოგაჩინე. გაგიღიმე, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ნათელი და ტკბილი გრძნობა დამეუფლა. არადა ჩვენი პირველი შეხვედრა არც ისე რომანტიკული იყო. პირველი შთაბეჭდილება გახსოვს? მხოლოდ ხათრის გამო რომ გამოგყევი და ძალდატანებით გავლიე ის საღამო შენთან ერთად. ისეთივე იყო შემდგომი რამდენიმე კვირა და მხოლოდ მაშინ ვიგრძენი რაღაც შენდამი, როცა სხვა ენაზე დამელაპარაკე. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა არის სიყვარული. ტომისა და ბეკის რომანზეც კი არ მქონდა წარმოდგენა. სამაგიეროდ ვიცოდი, რომ შენთან ურთიერთობა მომიტანდა სიმშვიდეს და თავისუფლებას, რომელსაც მაშინ ალბათ გაუცნობიერებლად მთხოვდა შინაგანი სამყარო. სხვანაირად ვერც იქნებოდა შენთან ურთიერთობის ის რამდენიმე ზაფხული ასე უკვდავად რომ ჩამებეჭდა გონებაში და ის რამდენიმეწლიანი პაუზა, რომელიც უშენოდ გავატარე.
ალბათ როგორც ქალს ისე გიყურებ და აქედან გამომდინარე ალბათ ისევე მოგექეცი როგორც კაცი იქცევა… გაგსინჯე, დაგაძეხი და უცერემონიოდ მიგაგდე. მერე რა, რომ შუაღამე გაღვიძებულს რაღაც ძარღვი მტკიოდა შუბლის არეში, მერე რა, რომ ვნანობდი კიდეც ხანდახან?! ძირითადად ეს უკვე აღარაფერს ცვლის ხოლმე და ხანგრძლივი ფიქრის მერე ის პერიოდიც დადგა, როცა უკვე აუტანელი გახდა უშენობა, მაგრამ ამავე დროს შეუფასებლად მრცხვენოდა მოსვლა, რადგან როგორც ქალს ისე შეგხედე და როგორც კაცმა ისე მიგაგდე მაშინ…
არ ვიცი, ალბათ მაინც ჩემი გულწრფელი სინანული ჩაგესმა ზებუნებრივად ან იქნებ შენც გრძნობ რაღაც უხილავ კავშირს ჩვენ შორის. ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა, რომ ახლა ჩემს გვერდით ხარ! მადლობა, რომ ბუნება გამახსენე და ჩემთან ერთად თბები ახლა შემოდგომისფერ მზეზე. გიყურებ, ვტკბები და ისევე ვერ გეშვები როგორც მაშინ, როცა ვნებებით გადავსებულ საღამოებს ვატარებდით ღია ცის ქვეშ. ახლაც, წლების წინანდელი გრძნობით გადავშალე შენი მესამასე გვერდი და შენც მიღიმი, რადგან იცი, ისევ როგორც ქალს ისე გექცევი და არ შეგეშვები სანამ არ გავათავებ… სანამ სარჩევის გვერდს არ მოვადგები და უკანა სქელ ყდას არ დაგახურავ!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

17 Comments

  1. ვაიმე როგორ მომეწონა! კარგი ჩანაფიქრია.ნეტავი ეგ განცდა მე როგორ უნდა გამოვთქვა, ქალურად? პავიჩის პონტში: ჟენსკაია ვერსია და მუჟსკაია ვერსია :))) მაგარია.

    პასუხი
  2. სცადე და ვნახოთ როგორი იქნება ჟენსკაია ვერსია :))

    პასუხი
  3. ^_^ as always…. magari xar raaaa 🙂

    პასუხი
  4. არა რა, ყველა კაცი ერთნაირია! 😀

    პასუხი
  5. ვაა მაგარი იყო თავის ქვეტექსტებით 😛 😀

    პასუხი
  6. ქალები ხომ მყავხართ განსხვავებული სნიკერსები რაა! არ აგივარდეთ თავში ეხლა!!! :დ

    პასუხი
  7. Shiko! შენ აღარ ხუმრობ, ხო იცი…. ძალიან მაგარია!

    პასუხი
  8. მასე ნუ მეძახი თორე ლეილას დაგიძახებ :დ

    პასუხი
  9. “ალბათ ისევე მოგექეცი როგორც კაცი იქცევა… გაგსინჯე, დაგაძეხი და უცერემონიოდ მიგაგდე” – გამაჟრიალა 😀 :S

    პასუხი
  10. ზღაპრებია ნინ, დაიკიდე :პ

    პასუხი
  11. http://wp.me/p1MT1L-n2 აი ჟენსკაია ვერსიაც 🙂 გიძღვნი, როგორც იდეის ავტორს

    პასუხი
  12. ძალიან მომეწონა !

    პასუხი
  13. ერთდროულად სითბო და სინანული მოდის ამ პოსტიდან..რაღაცნაირად გათბობს..

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: