შენ და ზღვა

მთელ ამ მელოდიას აშკარად ეტყობოდა წარმოშობის წყარო რომ ერთი ძველი, ტკბილი რადიოს სტუდია იყო. შესამჩნევი შიშინი გარკვეულ ეშხსაც კი ჰმატებდა ისედაც უკიდურესობამდე სასიამოვნო მუსიკას და მშვიდი ზღვის ხმაში ნაზად ქრებოდა…
ეს სიმღერა იმ წელს პირველად მოვისმინე… ,,here comes the sun…” ღიღინებდა ნინა სიმონე და მეც დარწმუნებით ვგრძნობდი მზის სითბოს სადღაც შიგნით, გულთან ახლოს. ტყუილად ხომ არაა ნათქვამი ჩვენს ამ მგრძნობიარე კუნთზე ამდენი ლექსი და ლეგენდა.
მახსოვს, მისი სიახლოვით აღტკინებულმა, უცერემონიოდ დავტოვე გვერდით ოთახში მძინარე, კარი ფრთხილად გამოვიხურე და დროის შეუმჩნევად გავიარე გზა ძველ ბულვარამდე. ქვიან სანაპიროზე უამრავი ჩემნაირად უძილობით შეპყრობილი ლანდი შევათვალიერე. ერთ ადგილას დავინახე მხოლოდ ,,სიცარიელე’’ და იქით გავეშურე. შეზლონგის ნამტვრევთან ახლოს ჩამომჯდარმა, ხარბად მოვუკიდე სიგარეტს და მხოლოდ მაშინ შევნიშნე, რამდენად შორს წამოვსულვარ სახლიდან. ძალაუნებურად გავხედე და ჰორიზონტი შეთეთრებული მომეჩვენა. თენდებოდა… ნელ-ნელა მზერა ისევ ჩაბნელებულ ზღვას დავუბრუნე, მოუსვენრად რომ წრიალებდა თავის ხავერდოვან საწოლში. რამდენადაც თვალმა გასასაქანი მომცა ,,უძილობით შეპყრობილ ლანდებზე’’ გადავედი, ერთმანეთისგან თითქმის ერთი მანძილით დაშორებულები, ქაფიანი ნაპირის გასწვრივ ისხდნენ ჩამწკრივებულები. ეს ადგილიც, მე რომ მეკავა, თითქოს სპეცალურად დაეტოვებინათ ჩემთვის, რომ მეც მათ სინქრონულ რგოლად ვქცეულიყავი ერთგვარი ჯაჭვისა. უცებ ფეხბურთის სტადიონი გამახსენდა… მაყურებლის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები რომ დგანან ხოლმე მოედნისკენ ზურგშექცევით. ჩვენც ასე ვიყავით, ოღონდ მღელვარე გულშემატკივრების ზღვის მაგივრად, მშვიდ შავ ზღვას ვუყურებდით. ყველას ერთად სიმშვიდე და ის საოცარი ღამე გვაერთიანებდა.
ალბათ პროფილაქტიკის მიზნით, ან სანაპიროს ინფრასტრუქტურის კიდევს ერთი ,,დამწვარი’’ და უძილობით შეპყრობილი თანამშრომლის წყალობით, ბულვარში რადიო ,,მწვანე ტალღა’’ აშიშინდა. სწორედ მაშინ მოვისმინე ის სიმღერა პირველად, სწორედ მაშინ ვიგრძენი საკუთარი მზე სადღაც გულთან ახლოს და მაშინ შევხვდი პირველად მზის ამოსვლას ზღვასთან ერთად.
კოლოფიდან სიგარეტის ბოლო ღერი ამოვაძვრინე. წამით ჯანმრთელობაზეც კი დავფიქრდი. ამ რამდენიმე საათში ბევრი მომივა, ღორი ხო მარ ვართქო და მიხოს მეასე ხინკალივით უხეშად გადავტეხე.
საკუთარი ჩრდილი წყალში წყალში შესული რომ დავინახე, ბეჭებიც გამითბა. ჩემი მეზობელი სილუეტებიც ისევ ისე უძრავად ისხდნენ და მზის პირველი სითბოთი ტკბებოდნენ. მეც ამ სანაპირო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი ვიყავი. სწორედ მაშინ მოვისმინე ის სიმღერა მეორედ… რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ვარდისფერი სამსუნგი ღიღინებდა: ,,here comes the sun…” მობილური ტელეფონის გვერდით მამაკაცის საათი და ყვევილებიანი თმის სამაგრი იდო, ისინი კი არ იყვნენ… მათ ადგილას მე ვიჯექი… ისინი ,,სანაპირო ჯაჭვის’’ რგოლი იყვნენ, რომელსაც თავისუფლება მოუნდა და გაფრინდა…
,,აი რატომ ხვნეშოდა ძილში ზღვა… აი რატომ მინდოდა ასე ძალიან მასთან დაბრუნება…’’ – ვფიქრობდი ჯერ კიდევ მძინარე სახლისკენ მომავალი.

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

17 Comments

  1. ვახ! უხ! ვაი! რა მაგარიაააააა!!! უმაგრესია! ეს სულ სხვა საქმეა! მაგარი დიზაინია! პოსტზე აღარაფერს ვამბობ! ბევრ სიხარულში! :****

    პასუხი
  2. ვინა? ჩვენმა საერთო მეგობარმა ხომ არ იმუშავა? 🙂

    პასუხი
  3. კარგია, კარგი. 🙂 მოვიცლი თქვენთვისაც! 😀 ჩამოვიდე ჯერ! 🙂

    პასუხი
  4. მალე რაა რა ვერ მოაბი თავი? 🙂

    პასუხი
  5. სამ დღეში ჩამოვალ და დავუბრუნდები ჩვეულ “რიტმს”. მომენატრეთ. :****

    პასუხი
  6. კარგი იყო 🙂
    ”აი რატომ ხვნეშოდა ძილში ზღვა”–რა საინტერესოდ გამოვიდა 🙂

    პასუხი
  7. <3<3<3 მმმმმმმმ… რავარი კაიიაა:დ:დ:დ

    პასუხი
  8. dizaini kai gamogsvliat!!!! ^_^ momwooons

    პასუხი
  9. დიზაინი მაგარია ძალიან და პოსტი ძალიან ძალიან მაგარი 😀 😉

    პასუხი
  10. საერთო მადლობას ვუძღვნით ჯეოსელს!!! :პ

    პასუხი
  11. მიყვარს ეგ სიმღერა! მომწონს ბლოგი, გიწერ! ამის მერე გაგეცნობი ხოლმე 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: